სატანა ყურანის შეხედულებით

24 Oct 2011

როგორც მსოფლიოს ხალხთა მრწამსში, ჩვენს მრწამსშიც ადგილი აქვს ერთგვარად უჩვეულო რწმენებს და შეხედულებებს, მარალითად ყოველი ადამიანის მფარველი ანგელოზის არსებობა, გრძნეული, სატანა, სული და ა. შ. ეს ისეთი წარმოდგენებია, რომელთა არსებობაც ადამიანებს სჯეროდათ და სჯერად ახლაც.

ისლამური რელიგიის დროსთან მიმართების შესახებ

24 Oct 2011

მიგაჩნიათ, რომ ისლამური რელიგია დროის ცვალებადობას ვერ შეიმეცნებს, დროსა და სივრცეს ვერ შეესაბამება?
“ისლამი დროის ცვალებადობას ვერ შეიმეცნებს, დროსა და სივრცეს ფეხს ვერ უწყობს”- შეხედულება უფრო ინდივიდუალურად გამოთქმული ჰიპოთეზაა, ვინემ ფილოსოფიური აზრი, დასკვნა.

კანტიდან ჰეგელამდე

04 Aug 2011

ფილოსოფია ჭეშმარიტების ამოცნობისათვის იბრძვის. მაგრამ არსებულ ჭეშმარიტებას ყოველი ფილოსოფოსი თავისებურად შეიმეცნებს და განიხილავს. ასეთაგან ერთ-ერთი კანტიცაა.

აზერბაიჯანული მარსიები და ქართული საგალობლები

06 Jul 2011

ისლამის მოციქულის გარდაცვალების შემდეგ უამრავი გადმოცემის ანუ ჰადისის მიხედვით, მისი ცხოვრების ამსახველი მასალები შეიქმნა და “კისა ალ-ანბიას” (“წინასწარმეტყველთა ისტორია”) წიგნში შევიდა. სადაც, რა თქმა უნდა, “განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა მოციქულის ცხოვრებას. ასევე დიდი ადგილი   ეთმობოდა ცნობილი წმინდანების ცხოვრებასა და მათ შესახებ არსებული ლეგენდების აღწერა-გადმოცემასაც. მდიდარი მარტვილოლოგიური ლიტერატურა შეიქმნა შიიტთა იმამების, განსაკუთრებით კი ჰუსეინის, მოწამეობრივი გზის შესახებ” (ელ.ჯაველიძე).

ასტრონომია

06 Jul 2011

მუსლიმ მეცნიერთა ინტერესის საგნს და სფეროს ასტრონომიაც წარმოადგენდა. ასეთი ინტერესი გამოწვეული იყო იმით, რომ ასტრონომია რელიგიასთან დაკავშირებული როლი საკითხის გადაწყვეტისათვის ულევ მასალს იძლეოდა
ნამაზის დროების დაზუსტებას და ყიბლას მიმართულის გარკვევაში ასტრონომიას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეებში ბაღდადში სირიაში, კაიროში, მარაღაში, ნიშაბურში, სამარყანდში და სტამბოლში ობსერვატორიები შენდებოდა.

ისალმური კულტურა თბილისში

06 Jul 2011

ისტორიული წყაროები გვატყობინებენ, რომ ისლამის გაჩენის პირველივე საუკუნიდან ანუ მეშვიდე ასწლეულის შუა პერიოდიდან თბილისში და მისი შემოგარენში რომელიც საამიროს სახით დაემქვემდებარა სახალიფოს, მუსლიმთა რაოდენობამ იმატა (3.11.გვ.16-17) განსაკუთრებით დმანისი ისლამური კულტურის ძლიერ კერად სახელდებულა.

ღვთისმეტყველება და საერო მეცნიერებანი

06 Jul 2011

 áƒ˜áƒ¡áƒšáƒáƒ›áƒ˜ თავისი გაჩენის დღიდან ცოდნას და მეცნიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და განათლებას ადამიანის უპირველეს მოწოდებად მიიჩნევდა.

კაცობრიობის სული, გონება და თვალი

06 Jul 2011

მატერიალისტური ფილოსოფიის ამოსავალს ჯერ მატერია და შემდეგ სული შეადგენს. სული, აზრი მატერიის პროდუქტია აცხადებენ ისინი  და შესაბამისად, ყოველი სულიერი ფასეულობების ძირისძირი მატერიიდან გამოჰყავთ. მატერიალისტებისათვის ცნებები _ სულიერი სწრაფვა, სიყვარული, ნდობა, ერთგულება, სიმართლე, რწმენა – მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობის მოიხსენებიან და მეტაფორული გამომხატულობა გააჩნიათ. მაგალითისათვის  ცნება “მშვიდობის” არსი სულიერება კი არა _ დაპყრობილი, მოხელთებული საგნის დაყოფა-მითვისებაა.

ილოცეთ, რომ შევისმინო თქვენი თხოვნა

28 Feb 2011

ყურანში უფალი ღმერთი ბრძანებს: “ღმერთი თქვენი ბრძანებს: ილოცეთ და მადიდეთ, რომ თქვენი ლოცვა შევისმინო! (მომართეთ რომ შეგეწიოთ, მომართეთ მხოლოდ მე, რომ წაგახალისოთ) ვინც სიამპარტვნების გამო ვერ მემსახურება ჯოჯოხეთში შესვლამდე განიწირებიან გეენიისათვის!?” (ს. მუმინუნ/60)

ისლამის მშვიდობის რელიგიაა.

28 Feb 2011

“(წინასწარმეტყველო) ძეკაცთ (სამოთხით) ახარე! ისინი, რომელიც სიტყვას (რჩევა-დარიგება)
შეისმენენ და უკეთესს (მართალს) გაჰყვებიან, ისინი ღვთის მიერ მართალ გზაზე წარმართულნი არიან და გონიერნიც სწორედ ისინი არიან” (ს.”ზუმრა”17/18).