თქმულებები უცოდველთაგან (1-ნაწილი)

30 Aprel 2021 - 10:05

ალლაჰის შემეცნება

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ალლაჰის შემეცნება მრავალ ქმე-დე¬ბათა შორის საუკეთესო ქმედებაა. მეცნიერება მოგი¬ტანს ბევრ სიკე¬თეს, მიუხედავად იმისა, რამდენ ქმედებას ჩადიხარ, რაც შეეხება უმეცრებას, არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.“ (ქანზულ-უმმალი, ტომი 11, გვ.143, თქმ.28731)

იმამ ალი: „თუ შენ განსჯის უნარი შეგწევს და, ამასთანავე, დაი-სა¬ხავ ძიების გზებს, აუცილებლად შეამჩნევ, რომ ჭიანჭველა ისეთივე ქმნილებაა, როგორიც ხურმის ხე. ეს ქმნილებები მოწმობენ იმას, თუ რამდენად გამოყენებულია მასში ოსტატური დახვეწილობა და ამასთანავე იძლევიან არჩევანის საშუალებას. მიუხედავად მათი განსხვა¬ვებულობისა: დიდი თუ პატარა, მძიმე თუ მსუბუქი, ძლიერი თუ სუსტი - ყველა ერთნაირად ალლაჰის მიერაა შექმნილი.“  (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 184)                                                                                                           

იმამ რზა: „მე შენ გეუბნები, რომ ალლაჰი დახვეწილი ქმნილებაა, ვინაიდან თავად შეიქმნა  დახვეწილობა და უწყის დახვე¬წილი საგნების შესახებ. ნუთუ, შენ ვერ ამჩნევ მისი ქმნილებების ნიშან-თვისებებს გამოვლენილს წვრილ და მსხვილ ხე-მცენარეებში, დიდ და პატარა ცხოველურ არსებებში, კოღოებში და მწერებში, რომლებიც კოღოებზე იმდენად მომცრონი არიან, რომ მათი სქესის განსაზღვრაც კი შეუძლებელია. მე შევამჩნიე დახვეწილობა იმაში, რაც მან შექმნა და მივხვდი, რომ თავად შემომქმედიც დახვეწილია.“  (ელ-თოვჰიდი, გვ.63)                                                                                                           

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „როდესაც ალლაჰმა შექმნა ცა და მიწა, მან ასევე გაიღო უამრავი წყალობა, რომელიც მთლიანად მოიცავდა სივრცეს ცასა და მიწას შორის. დედამიწაზე მან დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წყალობა. სწორედ ამ წყალობით დედა განიცდის სიყვარულს საკუთარი შვილის მიმართ, ველური ცხოველები და ზოგიერთი ფრინველები ერთმანეთის მიმართ. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი წყალობა ეკუთვნის განკითხვის დღეს. და განკითვის დღეს ის ერთი წყალობა მიუერთდება დანარჩენს.“                (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.781)

იბნ აბილ ოვჯამ ჰკითხა იმამ სადიგს: „რატომ არის ალლაჰი განდგომილად და ხალხში წინასწარმეტყველი  წარგზავნა?“ იმამმა უპასუხა: “შე, უბედურო! ნუთუ შესაძლებელია, მან, რომელმაც საკუთარი ძალა შენში აღძრა, იყოს მალულად ჩვენგან? მან შეგქმნა არაფრისგან, მცირეოდენისგან დიდი შექმნა, ხოლო სუსტისგან ძლიერი...“ იბნ აბილ ოვჯა ამბობს: “იმამ სადიგმა თანმიმდევრობით ჩამოთვალა ძალთა ნიშან-თვისებები, რომლებიც არსებობს ჩემში, ჩემს სხეულში და არცერთ მათგანზე მე უარი არ მითქვამს. მომეჩვენა, თითქოსჩვენ შორის თავად ალლაჰი გაჩნდა.“  (ელ-თოვჰიდი, გვ.127)

იმამ ალი: „მთელ სამყაროში წყლის ყოველი წვეთი, ცაზე ვარსკვლავები, ქვაზე მოსიარულე ჭიანჭველები, ისიც კი, თუ როგორ სძინავთ მათ ღამით, ალლაჰისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. იცის ასევე, თუ როგორ სცვივა ხიდან ფოთლები და თვალის ყოველი დახამხამება.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 178)

იმამ ალი: „ალლაჰისთვის ცნობილია ყოველი საიდუმლოება, რომელსაც ადამიანი მალავს გულში, ცნობილია ყველაფერი, რაც ჩურ¬ჩულით არის ნათქვამი, ყველა იმედი, მოგონება, მიღებული გადაწყვეტილება.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 91)

იმამ ალი: „ალლაჰს ყველაზე უკეთ შეიცნობენ ის ადამიანები, რომლებიც მისგან ბევრს მოითხოვენ.“ (გურარულ-ჰიქემი, ნაწ.2, გვ.451, თქმ.3260)

იმამ ალი: „კარგი იქნება, თუ ადამიანი, რომელმაც ალლაჰი შეიც-ნო, სამუდამოდ შეინახავს გულში იმედსა და შიშს ალლაჰის წინაშე.“   (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.441, თქმ.10926)

mənbə: iman.ge