Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (35-ნაწილი)

23 Oktyabr 2020 - 10:10

რჩევა

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანი მუდამ საჭიროებს რჩევებს.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.1637)

 იმამ ჰასანი: „რჩევებით ცხოვრება არის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირე ტომის განვითარების გზა.“ (თუჰაფულ-ჰიქემი, გვ.233) 

იმამ ალი: „რჩევების მიღება უმჯობესია ჭკვიანი, განათლებული, გამოცდილი და შორსმჭვრეტელი ადამიანებისაგან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.428, თქმ.4990)

იმამ ალი: „ის, ვინც მხოლოდ საკუთარ აზრებს აღიარებს, დაიღუ¬პება, ხოლო ის, ვინც ისმენს სხვების აზრს, მიიღებს გამოცდილებას და ცოდნას.“   (ნაჰჯულ-ბელაღა, აფორიზმები, თქმ.161)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ჭკვიანი ადამიანის რჩევა არის განვითარება, ბარაქა და ალლაჰის დახმარება. თუ ჭკვიანი ადამიანი გაძლევს რჩევას, ნურასოდეს ნუ ეკამათები მას, ვინაიდან ამით უფრო დააზარალებ საკუთარ თავს.“ (მეჰასინი, ტომი 2, გვ.602, თქმ.25)

იმამ ალი: „ითათბირეთ თქვენს საქმეებზე მათთან, ვისაც ალლა¬ჰის ეშინია. ეს არის განვითარების გზა.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.179, თქმ.5756)

 იმამ ალი: „არასოდეს ითათბიროთ მატყუარებთან, რადგან ისინი მირაჟივით არიან: რაც შორს არის, ახლოს გეჩვენება, ხოლო რაც არის ახლოს  - გეჩვენება შორს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.310, თქმ.10351)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ ადამიანი, რომლისგანაც მისი მართლმორწმუნე ძმა იღებს რჩევა-დარიგებებს, არ არის მასთან გულწრფელი, ალლაჰი წაართმევს მას გონებას.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 72, გვ.104, თქმ.36)

იმამ საჯადი: „თუ შენგან რჩევას ითხოვენ, და შენ შეგიძლია დაეხმარო ადამიანს, დაეხმარე მას. თუ არ შეგიძლია მისი დახმა-რება, მაშინ გაგზავნე იგი მცოდნე ადამიანთან.“  (ხისალი, გვ.570)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ნუ მიიღებ რჩევა-დარიგებებს მშიშარა ადამიანისგან, რადგან იგი ვერ იპოვნის გამოსავალს. ნუ მიიღებ რჩევა-დარიგებებს შურიანი ადამიანისგან, რადგან იგი არ მიგაღწევინებს მიზანს. ნუ მიიღებ რჩევა-დარიგებებს ხარბი ადამიანისგან, რადგან იგი ყველაფერს შეალამაზებს.“ (ილელუშ-შერაი, ტომი 2, გვ.559, თქმ.1)


iman.ge