Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (34-ნაწილი)

16 Oktyabr 2020 - 09:46

მეგობრობა

ექიმი ლოღმანი: „შვილო ჩემო!  აიცილე თავიდან საქციელი, რომელიც აკრძალულია ალლჰის მიერ. აგრეთვე იცოდე ერთგული მეგობრების არჩევა.“     (ელ-იხვანი, გვ.110, თქმ.25)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ ალლაჰი მოინდომებს ადამია¬ნისთვის სიკეთის გაკეთებას, ის აჩუქებს მას ნამდვილ მეგობარს.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.3064
                                        )

ექიმი ლოღმანი: „შვილო ჩემო! აირჩიე შენთვის ათასი მეგობარი. ათასიც კი ცოტაა, და ეცადე არ იყოლიო არცერთი მტერი, ერთი მტერიც უკვე ძალიან ბევრია.“  (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 13, გვ.413, თქმ.4)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობა უკეთესია, ვიდრე მარტო ყოფნა, მაგრამ მარტო ყოფნა უკეთესია, ვიდრე უღირს ადამიანთან ურთიერთობა.“ 
(ელ-ემალი ლით-თუსი, ტომი 1, გვ.535, თქმ.1162)

იმამ ალი: „ადამიანმა უნდა იცოდეს მეგობრებისა და ძმების შერ¬ჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდება და იმეგობრებს ცოდვი¬ლებთან.   (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.398, თქმ.8922)  

იმამ ალი: „მეგობრებს შორის ის არის უკეთესი, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს და ამით შენც მოგიწოდებს, ილაპარაკო სიმართლე, ხოლო თავისი ლამაზი ქცევით მოგიწოდებს, შენც ჩაიდინო კარგი და ლამაზი საქმეები.“        (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.934, თქმ.5022)  

იმამ სადიგი: „მუსულმანებს არ შეჰფერით ცოდვილებთან, ბრიყ¬ვებთან და მატყუარებთან მეგობრობა.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.640, თქმ.3) 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „სიყვარულს სამი რამ ასპეტაკებს: პირში სიმართლის თქმა, საიდუმლოს შენახვა, მძიმე დროს სხვების¬თვის დახმარების გაწევა.“ (თენბიჰულ-ხევათირი, ტომი 2, გვ.121)

იმამ ალი: „მეგობარი არის ის, ვინც ხელს გიშლის ცუდის ჩადენაში და გეხმარება კეთილი საქმეების კეთებაში.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.128, თქმ.2078)

 იმამ ალი: „მოეპყარი მეგობრებს სიყვარულით და გულითადად, ხოლო მტრებს - სინდისიერად და სამართლიანად.“ (ხისალი, გვ.147, თქმ.178)

iman.ge