Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (33-ნაწილი)

09 Oktyabr 2020 - 09:46

ინდისი

 წინასწარმეტყველმააქრამმა უთხრა ალის: „გითხრა, ვის ვთვლი ჩემნაირ ადამიანად? თქვენ შორის ყველაზე ზრდილობიანს, ყვე-ლაზე შემწყნარებელს, მათ ვინც იცავს თავის ახლობლებს და ნათესავებს, ვინც სამართლიანია (სინდისიერია) თავის თავთან მიმართებაში.“  (მექარიმულ-ეხლაგი, გვ.442)

 იმამ ალი: „სინდისიერება ყველაზე მაღალზნეობრივი თვისებაა.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.203, თქმ.805)

იმამ ალი: „სინდისი ეხმარება ადამიანს კონფლიქტებისაგან თავის დაღწევაში და ერთმანეთთან დაახლოებაში.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.30, თქმ.1702)

 იმამ ალი: „თუ ადამიანი სხვების მიმართ სინდისიერად მოიქცევა, მაშინ მასაც სინდისიერად მოექცევიან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.144, თქმ.7692)

იმამ ალი: „სინდისი - ძალის ზექათია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.105, თქმ.5448)

იმამ სადიგი: „თუ ადამიანი სინდისიერად მოეპყრობა სხვა ადამიანებს, მაშინ ისინი მის ბრძანებებსაც მიიღებენ.“ (თუჰაფულ-ჰიქემი, გვ.357)

იმამ ალი: „ადამიანებს შორის ყველაზე სამართლიანი არის ის, ვინც სინდისიერად ეპყრობა თავის მტანჯველებს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.435, თქმ.3186) 
 
წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანები, რომლებიც სინდი-სიერად ეპყრობებიან და მატერიალურად ეხმარებიან გაჭირვებუ-ლებს, ჭეშმარიტად ითვლებიან მართლმორწმუნეებად.“ (ხისალი, გვ.47)

იმამ ალი: „სინდისიერად მოეპყარი ადამიანებს, განსაკუთრებით შენს ნათესავებს და ახლობლებს, იყავი სამართლიანი მეგობრებისა და მტრების მიმართ.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.210, თქმ.2403)  

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მოეპყარი ადამიანებს სინდისიე¬რად, იყავი კეთილშობილი და გულკეთილი ერთმორწმუნე ძმების მიმართ, თუ შენ ზუსტად ასეთი იქნები, მაშინ ალლაჰი განრის¬ხებულიც რომ იყოს ადამიანებზე, რომელთა შორის შენ იმყოფები, შეგხედავს შენ და აპატიებს ამ ადამიანებს შეცდომებს.“ თავად ალლაჰმა თქვა: „ალლაჰი არ გაწირავს იმ ადგილს, სადაც ცხოვრობენ მორჩილი და მშვიდი ადამიანები.“ 
(მექარიმულ-ეხლაგი, გვ.457)

iman.ge