Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (32-ნაწილი)

02 Oktyabr 2020 - 10:21

 ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება

 „ალლაჰმა მიბრძანა ისლამის მთავარი კანონების შესრულება და ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.117, თქმ.4)

„ადამიანებს შორის ყველაზე ჭკვიანები არიან ისინი, ვისაც შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება.“ (მენ ლა იაჰზურუჰულ-ფაგიჰი, ტომი 4, გვ.395, თქმ.5840)

„თუ ადამიანს გააჩნია მეგობრობისა და ადამიანებთან ურთიერ¬თო¬ბის უნარი, მაშინ მას მიეცემა ამა თუ იმ ქვეყნის ყველა კეთი¬ლდღეობა.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ. 2838)

„ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადამიანთა შორის მშვენიერ ურთიერთობასთან, აგრეთვე ხდება მშვენიერი.“ (თუჰაფულ-უგული, გვ.47)

„ნამდვილად, თუ ალლაჰს მოსწონს ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობა, იგი ყოველთვის ეხმარება მათ.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.120, თქმ.12) 

„ბრძენი ადამიანი ყოველთვის პოულობს საერთო ენას სხვა ადამიანებთან.“               (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.57, თქმ.121) 

„სინამდვილეში, ალლაჰმა დააჯილდოვა წინასწარმეტყველები განსაკუთრებული ნიჭით. ამის გამო სხვა ადამიანებისგან განსხ¬ვავებით მათ შეუძლიათ იპოვონ საერთო ენა ისლამის მტრებთან და იქადაგონ ალლაჰის რელიგიის საუკეთესო მხარეებზე.“(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.401, თქმ.42)
                   

„თუ ადამიანს არ შეუძლია მიიტანოს თავისი აზრი სხვა ადამ¬იანამდე და ამით გადაჭრას პრობლემები, მაშინ რჩება ერთა¬დერთი გზა - დაალაგოს ადამიანებთან ურთიერთობა.“ 
(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 11, გვ.128, თქმ.78)

 „ლოცვაში „ვა კულუ ლინ-ნასი ხუსნან“ არის ნათქამი: „უნდა დაალაგოთ ურთიერთობები როგორც მართლმორწმუნეებთან, ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენელებთან. მართლმო-რწმუნეებთან უბრალოდ უნდა იყოთ გულითადები, ხოლო სხვა რწმენის ადამიანებთან უნდა მონახოთ საერთო ენა, რათა მიიზიდოთ ისინი ისლამისკენ, ვინაიდან ეს იცავს ბოროტებისგან როგორც მართლმორწმუნე ძმებს, ასევე ყველა ადამიანს.“(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.75, თქმ.42)
                          

„ისწავლე ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება, ეს დაგეხმარება ზარალისა და ეშმაკობისგან თავის დაღწევაში.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.15, თქმ.5128)

iman.ge