Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (31-ნაწილი)

25 Sentyabr 2020 - 09:50

სინდისიერება

იმამ ალი: „მოკრძალება კეთილდღეობის გასაღებია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.93, თქმ.340)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მოკრძალება ამკობს ისლამს.“ (მუსთადრაქულ-ვესაილი, ტომი 1, გვ.488, თქმ.1244)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ნამდვილად, ალლაჰს უყვარს მოკ¬რძა¬ლებული, მომთმენი და გულახდილი ადამიანები, და აგრე¬თვე ისინიც, ვინც მიისწრაფვის ამ თვისებისკენ.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.112, თქმ.8)


იმამ ქაზუმი: „მოკრძალება მოდის რწმენისგან, რწმენა კი - სამო¬თხიდან. ურცხვობა მოდის ტანჯვისაგან, ტანჯვა კი - ჯოჯოხეთიდან.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.309, თქმ.1)

იმამ სადიგი: „მოკრძალება შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი ნაწილი სუსტია, ხოლო მეორე ძლიერი: ისლამი და რწმენა.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.242, თქმ.108) 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მოკრძალება შედგება ათი ნაწილი¬საგან. ცხრა მათგანი ეკუთვნის ქალებს, ხოლო ერთი მამა¬კაცებს.“(ქანზულ-უმმალი, ტომი 3, გვ.121, თქმ.5769)
                         

 იმამ ალი: „მოკრძალების მთავარი დედაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს ყველაზე მეტად უნდა რცხვენოდეს საკუთარი სურვილებისა და ზრახვების.“  
(გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.373, თქმ.6369)

იმამ ალი: „ადამიანს არ უნდა რცხვენოდეს სამი რამ: როცა ემსახურება თავის სტუმარს, როცა უთმობს ადგილს თავის მამას და მასწავლებელს, როცა ითხოვს იმას, რაც ეკუთვნის მას კანონით.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.338, თქმ.4666)

იმამ ალი: „მოკრძალება ალლაჰის წინაშე გაგათავისუფლებს უამრავი ცოდვისა და შეცდომისგან.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.399, თქმ.1548)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მორცხვი ადამიანი უნდა იყოს რბილი, კეთილმოსურნე, ყოველთვის (ღიად და ფარულად) ახსოვდეს ალლაჰი, იყოს გულახდილი, გათავისუფლდეს ბოროტე¬ბისგან, იყოს გულითადი, დამთმობი, აკეთოს კარგი საქმეები, სარგებლობდეს კარგი სახელითადამიანების შორის. ეს ისეთი თვისებებია, რომლებსაც ადამიანები იძენენ მოკრძალებისგან. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ალლაჰის რჩევებსუჯერებს და ეშინია სახელის გატეხის.“  (თუჰაფულ-უგული, გვ.17)

iman.ge