Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (30-ნაწილი)

18 Sentyabr 2020 - 09:47

 გულითადობა

იმამ ალი: „გულითადობა - კეთილი საქმეების საწყისია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.79, თქმ.295) 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „გულითადობა გვეხმარება ბოროტე¬ბისგან და სიძულვილისგან თავის დაღწევაში.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.103, თქმ.6)

იმამ ალი: „გულითადობა - თავისუფლების სიყვარულია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.173, თქმ.656)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „იყავით გულითადი, რადგან თავად ალლაჰს უყვარს გულითადი ადამიანები და არ უყვარს წარბშე¬კრული ხალხი.“      (აშ-შეჰაბ ფილ ჰიქემი ველ ადაბი, გვ.38)

იმამ ალი: „გულითადობა - კეთილი სურვილებისა და ზრახვების მტკიცებულებაა.“ 
(გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.269, თქმ.4453) 

იმამ სადიგი: „კეთილი საქმეები და გულითადობა იწვევენ სიყვარულს და მიჰყავთ ადამიანები სამოთხეში. შური და სიძულ-ვილი აშორებენ ადამიანებს ალლაჰისგან და მიჰყავთ ჯოჯოხეთში.“    (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.103, თქმ.5)
                                    

იმამ ალი: „კეთილი საქმეების კეთებისას მნიშვნელოვანია იყო გულითადი.“   (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.232, თქმ.4313)               

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თქვენ ვერასოდეს შესძლებთ ქონე¬ბის განაწილებას ყველა ადამიანთან, ამიტომ ოდნავ გულითა-დები მაინც იყავით მათთან.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.103, თქმ.1)

იმამ ალი: „რა დროსაც არ უნდა შეხვდეთ თქვენს ძმებს, ჩამოარ¬თვით მათ ხელი, იყავით გულითადები მათთან და თქვენ გათავისუფლდებით საკუთარი ცოდვებისაგან.“ 
(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 76, გვ.20, თქმ.3)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „გულითადობა ამკობს მოთმინებას.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 77, გვ.131, თქმ.14)

iman.ge