Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (29-ნაწილი)

11 Sentyabr 2020 - 09:55

ტყუილის თქმა

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ერთი ადამიანი მივიდა წინასწარ¬მეტყველ აქრამთან და სთხოვა: „დამისახელე ერთი თვისება, რომელიც მოიცავს ყველა მიწიერ და იმქვეყნიურ სარგებელს. წინასწარმეტყველმა უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში არ იცრუო.“  (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 72, გვ.262, თქმ.43)
                         

იმამ ალი: „ტყუილი შეუთავსებელია ისლამთან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.74, თქმ.7460)

იმამ ალი: „ნამდვილი რწმენის ნიშანი იმაშია, რომ მორწმუნე ადამიანი მისთვის სასარგებლო ტყუილის ნაცვლად ირჩევს სიმართლეს, რომელიც მისთვის არის მავნებელი.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, თქმ.458)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მე გარანტიას გაძლევთ, რომ ადა¬მიანი, რომელიც პირველი წყვეტს კამათს (თუ გინდ მართალიც იყოს), რომელიც არ ცრუობს, რომელსაც აქვს სრულყოფილი მორალური სახე, მიიღებს ერთ სახლს სამოთხის ბაღში, ერთ სახლს სამოთხის ცენტრში და ერთ სახლს სამოთხის ყველაზე მაღალ ადგილას.“     (ხისალი, გვ.144)                                                              

იმამ საჯადი: „ერიდეთ დიდ და პატარა ტყუილს როგორც სერი-ოზულ საქმეებში, ასევე გართობებშიც. იმიტომ რომ თუ ადამიანი ცრუობს წვრილმანებში, მაშინ მას შეუძლია მოგატყუოს უფრო მნიშვნელოვან საქმეებშიც.“  (თუჰაფულ-უგული, გვ.278)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ტყუილი წაგართმევს ბარაქას.“ (ეთ-თეჰღიბ ვეთ თერჰიბი, ტომი 3, გვ.596, თქმ. 29)

იმამ ალი: „ადამიანი, რომელიც ცრუობს, მიიღებს სამ რამეს: ალლაჰის რისხვას, შეურაცხყოფას ხალხია მხრიდან, ანგელოზების მტრობას.“                     (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.480, თქმ.11039)

იმამ სადიგი: „მატყუარა ადამიანი ჩვეულებრივ ძალიან გულმა-ვიწყია ხოლმე, და ეს თვისება უფრო უადვილებს ალლაჰს შეებრ-ძოლოს მას.“    (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.341, თქმ.15)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „აბდულლაჰ იბნი ამირი ამბობს: „ერთხელ დედამ სახლში დამიძახა. მივედი და ვნახე, რომ წინასწარმეტყველიც ჩვენთან იყო. დედამ მითხრა: „მომიახლოვდი, რაღაცა უნდა მოგცე.“ წინასწარმეტყველმა ჰკითხა: „რა უნდა მისცე?“ დედამ უპასუხა: „მინდა მივცე ხურმა.“ წინასწარმეტყველმა უთხრა დედას: „იცოდე, თუ ბავშვს ტყუილად დაუძახე და არ აპირებ არაფრის მიცემას, ეს ტყუილად ჩაგეთვლება.“ (ეთ-თეჰღიბ ვეთ თერჰიბი, ტომი 3, გვ.597, თქმ. 32)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „სინამდვილეში ალლაჰს უყვარს სიცრუე, რომელსაც იყენებენ შერიგებისთვის, და არ უყვარს სიცრუე, რომელიც ხლართავს ინტრიგებს.“ 
(მენ ლა იაჰზურუჰულ-ფაგიჰი, ტომი 4, გვ.353, თქმ. 5762)

iman.ge