Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (28-ნაწილი)

04 Sentyabr 2020 - 10:04

იმამ ალი: „უპასუხეთ სიკეთით სიკეთეზე, მიუტევეთ ბოროტებს, მაგრამ ერთი პირობით, რომ არ დაზარალდეს რელიგია და არ შესუს¬ტდეს ისლამის ძლევამოსილება.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.373, თქმ.4788)

 სიმართლის თქმა

იმამ სადიგი: „სინამდვილეში ალლაჰმა გაგზავნა ხალხთან წინასწარმეტყველები, რათა თქვან სიმართლე და დაუბრუნონ ადამიანებს ის, რაც მათ ეკუთვნით ( კარგიც და ცუდიც).“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.104, თქმ.1) 

იმამ სადიგი: „თავად ალლაჰი მხარს დაუჭერს იმ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს, რადგან ალლაჰისთვის ცნობილია, რომ ის მართალს ამბობს, და თავად იმ ადამინისთვისაც ცნობილია, რომ ის მართალია.“    (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.104, თქმ.6) 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ყოველთვის თქვით სიმართლე; თუ ეს სიმართლე დღეს შენს წინააღმდეგ არის, ხვალ აუცილებლად შენს სასარგებლოდ იქნება. არ იცრუო; თუ ეს სიცრუე დღეს შენს სასარგებლო არის, ხვალ აუცილებლად შენს საწინააღმდეგ იქნება.“ 
(მირასი ჰადისი შია, ტომი 1, გვ.27, თქმ.65)

იმამ ალი: „ის, ვინც გამოირჩევა ოთხი თვისებით, იქნება დასაჩუ¬ქრებული როგორც ამ სამყაროში, ასევე იმ ქვეყნად. ყოველთვის თქვი სიმართლე, დაუბრუნე ის, რაც სხვას ეკუთვნის, ნუ ხარ ღორმუცელა და შეინარჩუნე სრულყოფილი მორალური სახე.“ 
(გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.151, თქმ.2142)

იმამ ალი: „ადამიანი, რომელიც ამბობს სიმართლეს, ძალიან ახლოს არის კეთილშობილებასთან და გადარჩენასთან, ხოლო ტყუილის მთქმელი - უფსკრულთან და სირცხვილთან.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 86)

იმამ სადიგი: „ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ნამაზს და იცავენ ორუჯს. ზოგი ადამიანი ისე მიეჩვევა ხოლმე ამის კეთებას, რომ ეშინიათ შეწყვიტონ. გადაამოწმეთ თუ ამბობენ ადამიანები სიმართლეს და უბრუნებენ იმას, რაც ეკუთვნის სხვას.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.104, თქმ.2)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ შენ ხედავ შენს ერთმორწმუნეში შემდეგ სამ თვისებას, ანუ თუ ის სინდისიერია, უბრუნებს ადამიანებს იმას, რაც მათ ეკუთვნით, და ყოველთვის ამბობს მხოლოდ სიმარ¬თლეს, შეგიძლია იყო მასში დარწმუნებული.“  
(ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ. 205)

იმამ ალი: „კეთილმორწმუნედ ითვლება ის ადამიანი, რომელიც ამბობს მხოლოდ სიმართლეს და აკეთებს კეთილ საქმეებს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.9, თქმ.1596)

იმამ სადიგი: „თუ ადამიანი ამბობს მხოლოდ სიმართლეს, მისი კეთილი საქმეების რაოდენობაც გაიზრდება.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.105, თქმ.11)

იმამ ალი: „მართალი ადამიანი თავისი სიმართლით მიაღწევს იმას, რასაც ეშმაკი მიაღწევს თავისი ტყუილით.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.471, თქმ.11006)

iman.ge