Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (27-ნაწილი)

21 Avqust 2020 - 09:54

იმამ ალი: მიტევების უნარი ყველაზე შესანიშნავი თვისებების მწვერვალია.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.140, თქმ.520)

 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანები გააჩერეს და გაისმა ხმა: ვინც თავისი სასჯელი მიანდო ალლაჰის ნებას, შემოვიდეს სამოთხეში. მას შეეკითხნენ: ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ენდობა ალლაჰის ნებას? მან უპასუხა: ის, ვისაც შეუძლია მიტევება.(ქანზულ-უმმალი, ტომი 3, გვ.374, თქმ. 7009)

 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ვინც ბევრს მიუტევებს, ის დიდხანს იცოცხლებს.“  (ელამუდ-დინი, გვ.315)                                                      

 

იმამ რზა: ორი მტრული დაჯგუფებიდან გაიმარჯვებს ის დაჯგუ¬ფება, რომელიც ბევრს მიუტევებს. (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.108, თქმ.8) 

 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: ალლაჰი ჩუქნის პატიოსნებას რო¬გორც ამ ქვეყნად, ასევე იმ ქვეყნადაც ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიტევება.“    (ელ-ემალი ლით-თუსი, გვ.182)

 

იმამ ჰუსეინი: მიტევება შეუძლიათ მხოლოდ ღონიერ და ძლიერ ადამიანებს.    (ედ-დურათულ-ბაჰირე, გვ.24)                                        

 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: მიუტევეთ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილოთ ბოროტება. (ქანზულ-უმმალი, ტომი 3, გვ.374, თქმ. 7004)

 

იმამმა რზამ თქვა ალლაჰის შემდეგი გამონათქვამიდან გამო-მდინარე: უნდა შეგეძლოს ლამაზად მიტევება: უნდა ვისწავლოთ მიტევება სასჯელის გარეშე, ბოროტების და საყვედურების გარეშე.(ელამუდ-დინი, გვ.307)

                                      

იმამ ალი: ადამიანებს შორის ყველაზე ცუდი არის ის, ვინც არ პატიობს სხვების შეცდომებს და არ მალავს მათ ნაკლოვანებებს. (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.175, თქმ.573



iman.ge