Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (24-ნაილი)

24 Iyul 2020 - 10:54

სრულყოფილი მორალური სახე

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ჩემი წინასწარმეტყველად არჩევის მიზანი არის სრულყოფილი მორალური სახის შექმნა.“ (მექარიმულ-ეხლაგი, გვ.8)

იმამ ალი: „მტკიცედ შეინარჩუნეთ უნაკლო მორალური სახე, ეს არის ადამიანის სიამაყე. თავი დაიჭირეთ შორს ცუდი მორალური სახისაგან, რომელიც ართმევს ადამიანს პატიოსნებასა და სიამაყეს.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.53, თქმ.89)

იმამ ალითავი დაიხსენით ბოროტი სურვილებისგან, შეეცადეთ გაიუმჯობესოთ თქვენი მორალური სახე და შედეგად თქვენ მიაღწევთ ამას და გათავისუფლდებით ცოდვებისაგან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.181, თქმ. 9989)

იმამ ალითუნდაც ჩვენ არ გვსურდეს სამოთხეში მოხვედრა და არ გვეშინოდეს ჯოჯოხეთის ცეცხლის, რომ არ ყოფილიყო არც მოყვალება, არც დანაშაული, ჩვენ მაინც უნდა გავიუმჯობესოთ მორალური სახე, რადგან ეს არის ადამიანების ხსნის გზა.“ 

(მუსთადრაქულ-ვესაილი, ტომი 11, გვ.193, თქმ.12721)

როცა იმამ სადიგს ჰკითხეს, რას ნიშნავს სრულყოფილი მორალური სახე, მან უპასუხა: „შეინდო ის, ვინც ტანჯვა მოგიტანა, ესტუმრე მას, ვინც შენთან ურთიერთობა გაწყვიტა, მიეცი ადამიანებს ის, რაზეც შენ თვითონ მიიღე უარი, ილაპარაკე მხოლოდ სიმართლე, თუნდაც ეს შენს საწინააღმდეგო იყოს.“ (მეანილ-ეხბარი, გვ.91, თქმ.1)

იმამ ალიმორალური სახე სრულყოფილი ხდება მხოლოდ ზრახვების სიწმინდით და მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი თავის თავზე წინ სხვებს აყენებს.“    (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.396, თქმ. 10745)

იმამ ალითუ თქვენ იღვწით მორალური სახის სრულყო-ფილისთვის, თავი შორს დაიჭირეთ ჰარამისაგან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.138, თქმ. 4069)

იმამ სადიგი: „ალლაჰმა დააჯილდოვა წინასწარმეტყველი  სრულყოფილი მორალური სახით. შეამოწმეთ თქვენი თავი, და თუ თქვენ ფლობთ უნაკლო მორალური სახეს, გადაუხადეთ მადლობა ალლაჰს, და შეეცადეთ კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოთ თქვენი სახე. წინასწარმეტყველმა მოიხსენია რამდენიმე თვისება: მომჭირნეობა, მოთმინება, მადლიერება, რბილი ხასიათი, ზრდი¬ლო¬ბიანობა, გულუხვობა, სიმამაცე, გულადობა და მოწყალება.“ (ელ-ემალი ლის-სადუგი, გვ.290, თქმ.8)

იმამ სადიგი: „ქირურგმა მედაინიამ თქვა: „აგიხსნა, რას ნიშნავს სრულყოფილი მორალური სახე? იყავით დამთმობი, გაიყავით თქვენი შემოსავალი ერთმორწმუნე ძმებთან, მუდამ იყავით მადლი¬ერნი ალლაჰის მიმართ.“ (მეანილ-ეხბარი, გვ.191, თქმ.2)

იმამ სადიგისრულყოფილი მორალური სახე შედგება ათი თვისებიდან. შეეცადეთ გამოიმუშავოთ ისინი თქვენში. მოთმინებით გადაიტანეთ განცდები, ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე, დააბრუ¬ნეთ ის, რაც ეკუთვნის სხვას, იყავით მოწყალე, სტუმართმოყვარე, აჭამეთ საჭმელი ღატაკებს, გადაუხადეთ სიკეთით სიკეთეზე, პატივი ეცით მეზობლებს, იყავით სამართლიანი მეგობრების მიმართ და რაც მთავარია იქონიეთ სინდისი.“ (ხისალი, გვ.431, თქმ.1).

 



iman.ge