Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (23-ნაილი)

17 Iyul 2020 - 09:56

გონება

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „გონების მეშვეობით ადამიანს შეუძ¬ლია მოიპოვოს ალლაჰის კმაყოფილება და ადგილი სამოთხეში.“   (მენ ლა იაჰზურუჰულ-ფაგიჰ, ტომი 4, გვ.369, თქმ.5762)

 იმამ ალი: „ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ცდილობს თავი დააღწიოს ნებისმიერ სიმახინჯეს.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.413, თქმ.3073)

იმამ ალი: „ადამიანი, რომელიც არ ცდილობს გაასუფთავოს თავისი სურვილები და ზრახვები, ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს თავისი ჭკუიდან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.411, თქმ.8972)

 იმამ ჰუსეინი: „ადამიანის გონება გაიწაფება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თაყვანს სცემს ალლაჰს.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.127, თქმ.11)

იმამ ალი: „ყველაზე ჭკვიან ადამიანებად ითვლებიან ისინი, ვინც ცხოვრობს მომჭირნედ და ცდილობს გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვ¬რება იმქვეყნიურ სამყაროში.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.472, თქმ.3340)

იმამ ალი: „გონების ზექათი (შემოსავლების წილი, რომელსაც გასცემენ ღარიბებზე) ნიშნავს იმას, რომ უნდა აიტანო უვიცები.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.18, თქმ.7301)

 იმამ ალი: „გონება იცავს სურვილებსა და ზრახვებს მიწიერი გან¬ცხრო¬მისაგან.“             (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.88, თქმ.5399)

იმამ ალი: „ის არ ითვლება ჭკვიან ადამიანად, ვისაც შეუძლია სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისაგან განსხვავება; ჭკვიანი ადამიანია ის, ვინც ორი ბოროტების შორის ირჩევს ნაკლებს.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.6, თქმ.58) 

იმამ ჰუსეინი: „ბრძენი ადამიანი შეიძლება შეეჩეხოს სიძნელეებს, მაგრამ თუ ის შორსმჭვრეტელიც არის, მაშინ მას შეუძლია გონებას ძალას დაატანოს და მოძებნოს გამოსავალი.“ (ნაჰზათუნ-ნაზირი, გვ.84, თქმ.13)

იმამ ბაგირი: „იმ ქვეყნად ალლაჰი თითოეულ ადამიანს იმდენს მოჰკითხავს, რამდენის გონებაც მისცა მას.“ შეპირებას, რომ ისინი ისწავლიან, რადგან მეცნიერება უვიცობაზე წინ არის.“    (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.6, თქმ.58)  

iman.ge