Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (22-ნაწილი)

10 Iyul 2020 - 09:35

იმამ ალი: „სწორი მეცნიერება ის მეცნიერებაა, რომელსაც მოაქვს სარგებლობა.“    (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.421, თქმ.4951)

იმამ სადიგი: „უაზრობაა უწოდო ბედნიერი ადამიანს, რომელიც არ ფლობს მეცნიერებას.“   (თუჰეფულ-უგული, გვ.246) 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანები იყოფიან ორ კატეგო¬რიად: ვინც ფლობს მეცნიერებას და ვინც სწავლობს მეცნიერებას. სხვა დანარჩენები უსარგებლონი არიან.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.3145)

იმამ სადიგი: „ის ვინც მეცნიერებას შეისწავლის, გამოიყენებს იმას, რაც ისწავლა, და ალლაჰის სახელით ასწავლის სხვებს, იმქვეყნიურ ცხოვრებაში გათავისუფლდება ტანჯვისაგან და მასზე იტყვიან: „ალლაჰის სახელით სწავლობდა, ალლაჰის სახელით სარგებლოდა და ალლაჰის სახელით ასწავლიდა.“ (ელ-ქაფი, ტომი 1, გვ.35, თქმ.6)

უვიცობა

იმამ ალი: „ყველა მწუხარება უვიცობისგან მოდის.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.371, თქმ.2844)

იმამ ალი: „არც ერთი რელიგია არ განვითარდება უვიცობის გვერდით.“                  (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.363, თქმ.10542)

იმამ ალი: „ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა თავის უვიცობის გამო.“      (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.546, თქმ.6922)                       

იმამ ალი: „გონება სწორ გზაზე დაგაყენებს და გადაგარჩენს, ხოლო უვიცობა დაგაბნევს და დაგღუპავს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.152, თქმ.2151)

იმამ ალი: „უვიცობა - ბოროტების ფესვია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.205, თქმ.819)

იმამ ალი: „მეცნიერება უვიცობის ჯალათია.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 1, გვ.258, თქმ.1030)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „უვიცი, თუნდაც ძალიან ლამაზი და მაღალი თანამდებობის მქონე, ალლაჰის მოწინააღმდეგეა.“ (ქანზულ-ფევაიდი, გვ.13)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „სული სიბრძნის გარეშე იგივეა, რაც დანგრეული სახლი. ისწავლეთ და ასწავლეთ სხვებს, შეიცანით მეცნიერება და თავს ნუ მოიკლავთ უვიცობაში. სინამდვილეში ალლაჰი არ ამართლებს უვიცობას.“ (ქანზულ-უმმალი, ტომი 10, გვ.147, თქმ.28750)

იმამ ალი: „ადამიანები წესიერები იქნებოდნენ, რომ არა ზოგი თავისებურება. ისინი ეგუებიან უვიცობას, ენანებათ სხვისთვის ცოდ¬ნის მიცემა, ორპირები არიან, თავიანთი მოსაზრებები გენიალური ჰგონიათ და არ ითვალისწინებენ სხვათა მოსაზრებებს.“ (ელ-მევაიზულ-ედედია, გვ.263)

იმამ სადიგი: „პირველ რიგში ალლაჰმა მიიღო განათლებული ადამიანების შეპირება, რომ ისინი უვიცებს შეასწავლიან, ხოლო შემდეგ მიიღო უვიცების.           (ელ-ქაფი, ტომი 1, გვ.41, თქმ.1)

iman.ge