Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (21-ნაწილი)

03 Iyul 2020 - 09:04

იმამ ალი: „უსურვო ყველას სიკეთე - ეს არის ყველაზე უკეთესი გზა, რათა მიიღო ალლაჰის წყალობა.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.476, თქმ.3353)

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ალლაჰი ამბობს: „თუ ადამიანმა ჩაიფიქრა სიკეთის გაკეთება, მაგრამ რატომღაც ვერ შეძლო ამის შესრულება, მე მაინც ჩავთვლი ამას ერთ სამადლო საქმედ, ხოლო თუ მან მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე, მაშინ მე ჩავთვლი ამას მრავალგზის სამადლო საქმედ. თუ ადამიანმა ჩაიფიქრა ცოდვის ჩადენა, მაგრამ არ ჩაიდინა, მაშინ მე არ ჩავთვლი ამას ცოდვად, ხოლო თუ მან ჩაიდინა ეს ცოდვა, მე მაინც ჩავთვლი ამას მხოლოდ ერთ ცოდვად.“                  (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.2068)

 იმამ ალი: „თუ სურვილები და ზრახვები ბოროტია, მაშინ აუცი-ლებლად მოხდება უბედურება.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.125, თქმ.4021)

 იმამ სადიგი: „ადამიანი, რომელსაც გააჩნია კეთილი სურვილები და ზრახვები, გამოირჩევა სპეტაკი სულით, ვინაიდან სულის ხსნა ყველა ეჭვებისაგან დამოკიდებულია სურვილებისა და ზრახვების გულწრფელობაზე.“ 
(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 70, გვ.292, თქმ.31)

იმამ ალი: „თუ ადამიანს შეემთხვა უბედურება ან განიცადა დანაკარგი, გულწრფელი სიყვარულით და ზრახვებით უნდა შეს-თხო¬ვოს ალლაჰს დახმარება. მაშინ მას დაუბრუნდება ის, რაც დაკარგა და ყველაფერი გამოსწორდება.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 78)

 მეცნიერება (განათლება)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „როგორც მიწიერ, ასევე იმქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა სიკეთე თავმოყრილია მეცნიერებაში, ხოლო ვნება - უვიცობაში.“   (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 70, გვ.292, თქმ.31)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ყველაზე მცოდნე ადამიანად ითვ¬ლება ის ადამიანი, ვინც თავის ცოდნას სხვების ცოდნასაც უმატებს.“(ელ-ემალი, ტომი 1, გვ.73, თქმ.41)
                                          

 წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მეცნიერების შეცნობა აუცილებელია ყოველი მუსულმანისთვის. გახსოვდეთ, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც შეიცნობს მეცნიერებას.“   (ელ-ქაფი, ტომი 1, გვ.30, თქმ.1)

იმამ ალი: „როცა ჭურჭელი ივსება, მასში უკვე არაფერი ეტევა. მეცნიერება - ერთადერთი ტევადობაა, რომელიც ივსება და უფრო ფართოვდება.“    (ნაჰჯულ-ბელაღა, თქმ.196)                                       

იმამ ალი: „ცოდნა უნდა მისცე მათ, ვინც ამას აფასებს და აქვს სურვილი შეიცნოს მეცნიერება.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 4, გვ.106, თქმ.5458)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მეცნიერი იცნობა სამი ნიშნით: ის მხოლოდ სიმართლეს ამბობს, ჰარამისგან შორს იჭერს თავს და ადამიანებთან ურთიერთობაში თავმდაბლურად უჭირავს თავი.“ (მირასუ ჰადისი, ტომი 2, გვ.35, თქმ.120)

iman.ge