Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (20-ნაწილი)

26 Iyun 2020 - 10:31

 იმამ ბაგირი: „თეგვის მეშვეობით ალლაჰი იცავს ადამიანებს შეუგნებლად ჩადენილი საქმეებისგან და მოუწოდებს, გააკეთონ ისეთი საქმეები, რომლებზეც აქამდე არა იცოდნენ რა.“ (ელ-ქაფი, ტომი 8, გვ.52, თქმ.16)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანი, რომელიც სცდილობს ცოდ¬ვებისგან თავის დაღწევას, ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს უნდა ლაპარაკობდეს, თუნდაც ეს სიმართლე მის საწინააღმდეგო რომ იყოს.“                     (მეანილ-ეხბარი, გვ.195)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „სრულფასოვანი თეგვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა შეისწავლოს ის, რაც არ იცის, ხოლო შემდეგ შეასრულოს ის, რაც ისწავლა.“ (თენბიჰულ-ხევათირი, ტომი 2, გვ.120)

იმამ სადიგს შეეკითხნენ ალლაჰის შემდეგი გამონათქვამთან დაკავშირებით: „ნუ ცოდავ; იყავი ალლაჰის წინაშე ისეთი, როგორც ამას ჭეშმარიტი თეგვა მოითხოვს. “იმამმა უპასუხა: „იყავით მორჩი¬ლნი ალლაჰის მიმართ, დაემორჩილეთ მის ბრძანებებს, გახსოვდეთ ალლაჰი, ნუ გავიწყდებათ მადლობის გადახდა და ნუ გაჰკიცხავთ ალლაჰს.“   (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 70, გვ.292, თქმ.31)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ჭეშმარიტად, კეთილმორწმუნე ადამიანად ითვლება ის ადამიანი, რომელიც უწინარეს ყოვლისა ანგარიშვალდებულია საკუთარ თავთან და თავის სურვილებთან. ადა¬მი¬ანს უნდა ახსოვდეს, საიდანაქვს მასსაჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, და როგორ აქვს მოპოვებული ეს ყველაფერი: ჰალალი (ნებადართული) თუ ჰარამი (აკრძალული) გზით.“ (ქანზალ-უმმალი, ტომი 3, გვ.699, თქმ.8501)

 ნიეთი (სურვილები და ზრახვები)

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანი, რომელსაც აქვს კეთილი სურვილები და ზრახვები, აუცილებლად მოხვდება სამოთხეში.“ 
(ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.3163)

იმამ ალი: „ადამიანის მშვიდობიანი ცხოვრება, მისი ბედნიერება და დოვლათი პირდაპირ დაკავშირებულია მისი სურვილებსა და ზრახვებთან.“  (გურარულ-ჰიქემი, თავი 6, გვ.245, თქმ.10141)

იმამ ალი: „თუ ადამიანს აქვს კეთილი სურვილები და ზრახვები, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.462, თქმ.9186)
იმამ ალი: „კეთილი სურვილები და ზრახვები მომდინარეობენ შინაგანი გულახდილობიდან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.384, თქმ.4817)

იმამ სადიგი: „ღმერთო! ჩათვალე ჩემი სურვილები და ზრახვები ყველაზე კეთილშობილურად, ხოლო ჩემი საქმეები ყველაზე კარ-გებად. ღმერთო! შეავსე ჩემი სურვილები და ზრახვები შენი წყალობით.“   (საჰიფათუნ სეჯადია, ლოცვა 20)

iman.ge