Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (17-ნაწილი)

27 Dekabr 2019 - 10:36

იმამ სადიგი: „თუ გინდათ, რომ თქვენი ლოცვები შესმენილი და მიღებული იყოს ალლაჰის მიერ, მაშინ პატიოსანი გზით უნდა იშო¬ვოთ ფული და მისცეთ ხალხს ის, რაც მას ეკუთვნის. თუ ადამიანმა სცადა ფულის შოვნა უპატიოსნო გზით, მაშინ მისი ლოცვები ალლაჰის ყურამდე ვერ მივა.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 93, გვ.321, თქმ.31)


იმამ სადიგი: „არიან ადამიანები, რომლებიც ლოცულობენ, და ალლაჰი ავალებს მათ საქმეებს ორ ანგელოზს: „მე მივიღე მისი ლოცვა, მაგრამ არ იჩქაროთ მისი წადილის ასრულება, რადგან ძალიან მომეწონა მისი ხმა.“არიან ადამიანები, რომლებიც ლოცუ¬ლობენ, და ალლაჰი ეუბნება ანგელოზებს: „დროულად აუსრულეთ მას სურვილი, მისი ხმა არ მომწონს.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.489, თქმ.3) 

 

იმამ საჯადი: „თუ ადამიანი თავის საქმეში არ იქნება სხვის იმედზე და ყველა საქმეს მხოლოდ ალლაჰს მიანდობს, ალლაჰი შეისმენს და მიიღებს ყველა მის ლოცვებს ყველა საქმეში.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.148, თქმ.3)

 

 

იმამ ალი: „თუ ზოგჯერ შენ რამეს ითხოვ, მაგრამ ვერ იღებ, ადრე თუ გვიან მიიღებ უფრო მეტს, ვიდრე ითხოვდი. იმიტომ რომ, ის, რასაც ამჟამად ითხოვ, შეიძლება დაანგრიოს შენი რწმენა. მოით¬ხოვე ისეთი რაღაცეები, რომლებიც მოგიტანენ სარგებელსა და სიმშვენიერეს. მაშინ სამუდამოდ დაიხსნები ვნებისგან.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, წერილი 31)

 

 

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ გინდა, რომ შენი ლოცვები მივიდეს ალლაჰამდე, თუ გინდა თავი დაიხსნა მწუხარებისაგან, დაეხ¬მარე ყველა ადამიანს მძიმე დღეებში.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.2961)

 

 შუქური (მადლიერება)


იმამ სადიგი: „ალლაჰის მიმართ მეტი მორჩილება რომ არსე¬ბობდეს, ვიდრე მადლიერება, რომელსაც ადამიანი გამოხატავს მის მიმართ, მაშინ ალლაჰი დაჟინებით მოითხოვდა ამას. მაგრამ საუკეთესო მორჩილება არ არსებობს, ამიტომაც ალლაჰმა აირჩია მხოლოდ მადლიერება და განსაკუთრებით: „ადამიანთა შორის ძალიან ცოტაა ისეთები, ვინც მადლობას მიხდის.“(მისბაჰუშ-შარია, გვ.24)

         

წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „როდესაც მაძღარი ადამიანი მად¬ლობას უხდის ალლაჰს საჭმლისთვის, ეს უთანაბრდება ორუჯს (მარხვას), რომელსაც იცავენ ალლაჰის გზაზე. როდესაც ჯანმრთელი ადამიანი მადლობას უხდის ალლაჰს ჯანმრთე¬ლობისთვის, ეს უთანაბრდება ავადმყოფის მოთმინებას. როდესაც მიტევებული ადამიანი მადლობას უხდის ალლაჰს მიტევებისთვის, ეს უთანაბრდება იმ ადამიანის მადლიერებას, რომელსაც არაფერი გააჩნია და კმაყოფილდება ცოტათი.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.94, თქმ.1)

 

iman.ge