Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (16-ნაწილი)

20 Dekabr 2019 - 09:54

9. იმამ ქაზუმი: „იმამ ქაზუმს შეეკითხნენ ალლაჰის შემდეგ გამო­ნათქვამთან დაკავშირებით: „ყოველი მორწმუნე ალლაჰის ნებას უნდა ენდოს.“ მან უპასუხა: „არსებობს ალლაჰის ნებისადმი ნდობის საფეხურებიერთ-ერთი მათგანი ალლაჰის ნების მინდობაარაც არ უნდა გაგიკეთოს ალლაჰმამიიღე ყველაფერი მორჩილებითიცოდე რომ ეს გაკეთდა შენივე კეთილდღეობისთვისენდე ალლაჰის ნებას და გჯეროდეს მისი ყველა შენს საქმეში.“(ელ-ქაფიტომი 2, გვ.65, თქმ.5).

10. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ალლაჰი ამბობს: „მასვინც არ მომმართავს დახმარებისთვის და წავა სხვასთანჩამოვართმევ ყვე­ლა მიწიერ და ციურ კეთილდღეობასმაგრამ თუ ადამიანი მომმართავს მეარ დავტოვებ მის თხოვნას უპასუხოდ.“ (ელ-ემალი ლით-თუსიგვ.585, თქმ.1210).

12 - ლოცვა

1. იმამ სადიგი: „მე თქვენ გთავაზობთრომ ილოცოთამგვარად თქვენ უფრო დაუახლოვდებით ალლაჰსვიდრე სხვა გზებითუმნიშვნელო საქმეების გამო ნუ დაანებებთ თავს ლოცვასვინაიდან ალლაჰი თავად გახლავთ დიდი და მცირე საქმეების ბატონ-პატრონი.“   (ელ-ქაფიტომი 2, გვ.467, თქმ.6).                                     

2. იმამ ჰასანი: „თუ ადამიანის გულში თანხმობის გარდა არაფერიამაშინ მე უზრუნველვყოფრომ ყველა მისი ლოცვა შესმენილ იქნას ალლაჰის მიერ.“    (ელ-ქაფიტომი 2, გვ.62, თქმ.11).

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „მეტი ილოცეთ ბედნიერ დღეებშითუ გინდათრომ თქვენი ლოცვები ალლაჰმა უბედურებისას შეის­მინოს.“   (ნაჰჯულ-ფესაჰათქმ.3023).

4. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „არც ერთი ლოცვა არ იქნება ისე სწრაფად შესმენილიროგორც დაკარგული ადამიანის ლოცვარომელიც ლოცულობს სხვა დაკარგულ ადამიანზე.“ (ბიჰარულ-ენვარიტომი 93, გვ.359, თქმ.17).

5.წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ლოცვა აშლილ მდგომარეობაში უფრო სასარგებლოარადგან აშლილ გრძნობებს უფრო მივყა­ვართ ღვთის წყალობისკენ.“ (ბიჰარულ-ენვარიტომი 93, გვ.347, თქმ.14).

 

iman.ge