Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (15-ნაწილი)

13 Dekabr 2019 - 09:32

9. იმამ ალი:იყავით გულმოდგინე, იშრომეთ, მოამზადეთ ის, რაც დაგჭირდებათ (გზაში გასამგზავრებლად). ნუ მისცემთ საშუალებას მიწიერ ყოფას, რომ მოგატყუოთ ისევე, როგორც მოატყუა ისინი, ვინც  იყო თქვენამდე.“   (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 230)

 

10. იმამ ბაგირი:ერთი კაცი მივიდა იმამთან და ჰკითხა: „მე არ ჩამიდენია ბევრი კარგი საქციელი, არ შემისრულებია ბევრი ნამაზი და ორუჯსაც ვერ ვიცავ მკაცრად. მაგრამ მე ყოველთვის ვცდი­ლობდი, რომ ლუკმა, რომელსაც ვჭამ, და ჩემი ქორწინება იყოს ჰალალი (ნებადართული).“ იმამმა უპასუხა: „განა ჯიჰადი მუცლისა და მუცლის ქვედა ნაწილის შეკავებას არ ნიშნავს?“ (ელ-ეჰასინი, ტომი 1, გვ.292, თქმ.448)  

 

11 - თავაქქული (მინდობა ალლაჰის ნებას)

 

1. იმამ ალი:მინდობა ალლაჰის ნებას ნიშნავს თავის დახსნას ნებისმიერი ბოროტებისგან და დაცვას ნებისმიერი მტრისგან.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.79, თქმ.56)

 

2. იმამ ალი:მას, ვინც მიენდო ალლაჰის ნებას, ძნელი მოეჩვენება ადვილად და ის გადაჭრის ნებისმიერ პრობლემას.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 5, გვ.425, თქმ.9028)

 

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ალლაჰი დააკმაყოფილებს მას, ვინც მიენდო მის ნებას, და აჩუქებს მას სანატრელ წყალობას.“ (ქანზულ-უმმალი, ტომი 3, გვ.103, თქმ.5693)

 

4. იმამ სადიგი:ალლაჰის ნებას ენდობიან როგორც ღარიბები, ასევე მდიდრებიც და ეს ნდობა მათთვის სამშობლოს ტოლფასია.“ (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.65, თქმ.3)

 

5. იმამ ბაგირი:ის ვინც ენდო ალლაჰის ნებას და მის დახმარებას, გამარჯვებული იქნება.“                           (ჯამიულ-ეხბარი, გვ.322)

6. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ალლაჰისადმი ნდობა გათვითცნო­ბი­ერებული უნდა იყოს.“  (ქანზულ-უმმალი, ტომი 3, გვ.103, თქმ.5696)

 

7. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:მკითხაობა - ცოდვაა, მაგრამ ალლაჰი დაიხსნის მათ, ვინც ენდო მის ნებას.“ (სუნენუ იბნი მაჯე, ტომი 2, გვ.1170, თქმ.3538)

 

8. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:წინასწარმეტყველმა აქრამმა[1] დაინახა ადამიანები, რომლებმაც შეწყვიტეს მიწათმოქმედება და შეეკითხა: „რა მოგივიდათ?“ მათ უპასუხეს: “ჩვენ ალლაჰის ნებას დავყევით.“ აქრამმა უთხრა: „არა, თქვენ ალლაჰის ნებას კი არ მიენდეთ, უბრალოდ სხვებისთვის მძიმე ტვირთად იქეცით.“(მუსთადრაქულ-ვესაილი, ტომი 11, გვ.217, თქმ.12789)



 

iman.ge