Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (14-ნაწილი)

06 Dekabr 2019 - 09:50

 

9. იმამ ბაგირი:ამრ ბე მარუფ“- დანაიჰ აზ მუნქარ“- წინასწარმე­ტყველების გზაა. ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი საქმეებია, რომ ყველა დანარჩენი საქმე დამოკიდებულია მათზე. მათთან თქვენი გზები იქნება უსაფრთხო, ხოლო ძალით წართმეული უკან დაგიბრუნდებათ. მტერი დაისჯება, საქმეები კი დალაგდება.“ (ელ-ქაფი, ტომი 5, გვ.56, თქმ.1).

 10. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ადამიანი, რომელიც ხალხს სიკე­თისკენ მოუწოდებს და იცავს ბოროტებისგან, ითვლება წინასწარ­მეტყველის ჰალიფად (სულიერი მეთაური) დედამიწაზე. (მუსთადრაქულ-ვესაილ, ტომი 12, გვ.179, თქმ.13817).

 

 10 - ჯიჰადი

1. იმამ ალი:ჯიჰადი (წმინდა ომი ალლაჰის სახელით) - სამოთხის ერთ-ერთი კარია. ალლაჰი აღებს ამ კარს განსაკუთრებული მეგობრებისთვის. ეს არის მისი ჯავშანი და ფარი.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 27).

2. იმამ ალი:ალლაჰი თვლის ჯიჰადს მთავარ, დიდებულ საქმედ და თავის თანაშემწედ. ალლაჰს ვფიცავ, რომ ჯიჰადს შესწევს ძალა უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო და რელიგია.“ (ვესაილუშ-შია, ტომი 11, გვ.9, თქმ.15).

 

3. იმამ ალი:ზოგისთვის ალლაჰის მიერ წინასწარ განსაზღვრულია ბუნებრივი სიკვდილი, ზოგისთვის კი - დაღუპვა. თითოეულ ჩვენგანს ელოდება ბოლო, რომელიც წინასწარ მოხაზულია ალლაჰის მიერ. ნეტარ არიან ისინი, ვინც   ალლაჰის გზაზე სწირავს თავს.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ტომი 3, გვ.184).

 

4. იმამ ალი:ჯიჰადი ალლაჰის სახელით აუცილებელია ხელებით თუ არა (.. რეალურად), მაშინ სიტყვით, სიტყვით თუ არა, მაშინ სულით.“    (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 100, გვ.49, თქმ.32).

 

5. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:თუ გაატარებ ერთ ღამეს ალლაჰის სახელის სადარაჯოზე, ეს უფრო უკეთესია, ვიდრე გაატარო ათასი ღამე ლოცვებში და ათასი დღე დაიცვა მარხვა ორუჯი.“ (ქანზულ-უმმალი, ტომი 4, გვ.326, თქმ.10730).

 

 6. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:როცა დღის განმავლობაში ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ შემთხვევით ვინმეს არ მიაყენო ზიანი, ეს ყველაზე უკეთესი ჯიჰადია.“    (ელ-მეჰასინი, ტომი 1, გვ.297, თქმ.1449).

 

7. იმამ ალი:თუ ქალი კარგად უვლის თავის ქმარს, ეს ნიშნავს ქალის ჯიჰადს.“ (ხისალი, გვ.620).

 

8. იმამ ალი:იბრძოლე რწმენისათვის აღტაცებით. დასძლიე შენი წყრომა, თავი დაიხსენი ავი ჩვევებისგან. დაე, შენი სურვილები იყოს წმინდა, ნამდვილი და სუფთა, სრულყოფილი იყოს შენი ჭკუა და გონება. ეს ყველაფერი ალლაჰის კმაყოფილებას იწვევს.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 3, გვ.365, თქმ.4760).

 


 

iman.ge