Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (13-ნაწილი)

29 Noyabr 2019 - 09:49

4. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ამრ ბე მარუფ“- დანაიჰ აზ მუნქარ“- შეუძლია დაიცვას მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც გამოირჩევა შემდეგი სამი თვისებით: ის უნდა იყოს ზრდილობიანი, სამართლიანი დაამრ ბე მარუფ“-ისა დანაიჰ აზ მუნქარ“-ის კარგი მცოდნე.“ბიჰარულ-ენვარიტომი 100, გვ.87, თქმ.64)(

5. იმამ ალი: „ადამიანი, რომელიც მიუწოდებს სიკეთისკენ, გახდება საყრდენი მართლმორწმუნეებისთვის, ხოლო ადამიანი, რომელიც შორს არის ბოროტებისგან, ამხელს ორპირმართლმორწმუნეებსდა იცავს ადამიანებს პირმოთნეობისგან.“ (ელ-ქაფი, ტომი 4, გვ.95, თქმ.1)

 6. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:მანამდე ვიდრე ადამიანები მოუწო­დე­ბენ ერთმანეთს სიკეთის კეთებისკენ, ეხმარებიან ერთმანეთს და შორს არიან ბოროტებისგან, დედამიწაზე იბატონებს ბედნიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები დაკარგავენ ბარაქას, დაიწყე­ბენ ერთმანეთში კინკლაობას და არ ექნებათ დახმარება არც ცაზე და არც მიწაზე.“ (თეჰზიბულ-ეჰქამი, ტომი 6, გვ.181, თქმ.22)

 7. იმამ ბაგირი:ალლაჰი ეწვია წინასწარმეტყველ შუეიბს: „შენი რწმენის ასი ათასს ადამიანს მოვუტან ტანჯვას და წამებას. ამათგან ორმოცი ათასი იქნება ცოდვილი, სამოცი ათასი კი კეთილი და კარგი ადამიანი.“ შუეიბმა თქვა: „ღმერთო ჩემო, ცოდვილებმა ეს დაიმსა­ხურეს, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა რა დააშავეს?“ ალლაჰმა უპასუხა: „ისინი თანაცხოვრობენ ცოდვილებთან და ამიტომაც უნდა დაისაჯონ.“  (ელ-ქაფი, ტომი 5, გვ.56, თქმ.1)

 8. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:თუ ვინმეს ჩაფიქრებული აქვს ბოროტი საქმე, თავი უნდა შეიკავოს თუ არა ხელებით, მაშინ ენის მეშვეობით, თუ არა ენით, მაშინ გულის კარნახით. თავის შეკავება გულის კარნახით - რწმენის ყველაზე დაწყებითი საფეხურია.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.3010)

 9. იმამ ბაგირი:ამრ ბე მარუფ“- დანაიჰ აზ მუნქარ“- წინასწარმე­ტყველების გზაა. ეს იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი საქმეებია, რომ ყველა დანარჩენი საქმე დამოკიდებულია მათზე. მათთან თქვენი გზები იქნება უსაფრთხო, ხოლო ძალით წართმეული უკან დაგიბრუნდებათ. მტერი დაისჯება, საქმეები კი დალაგდება.“(ელ-ქაფი, ტომი 5, გვ.56, თქმ.1)

 10. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ადამიანი, რომელიც ხალხს სიკე­თისკენ მოუწოდებს და იცავს ბოროტებისგან, ითვლება წინასწარ­მეტყველის ჰალიფად (სულიერი მეთაური) დედამიწაზე. (მუსთადრაქულ-ვესაილ, ტომი 12, გვ.179, თქმ)

iman.ge