Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (12-ნაწილი)

22 Noyabr 2019 - 09:57

6. იმამ ალი: ორუჯი არ ნიშნავს საჭმლისა და სასმელის აკრძა­ლვას. ეს არის იმის უარყოფა, რაც არ მოსწონს ალლაჰს.“ (ნაჰჯულ-ბელაღა, ტომი 20, გვ.299)


7. იმამ ალი: „თუ ადამიანი იცავს ორუჯს, მისი ძილიც ალლაჰის მიმართ სამსახურად ითვლება. მისი დუმილი არის კრიალოსანი, ლოცვები მიიღება ალლაჰის მიერ, ხოლო ყოველი სასიკეთო საქმე ორ საქმედ ითვლება.“   (ედ-დეავათ ლილ-რევენდი, გვ.27)

 

8. იმამ სადიგი:ორუჯის მიზანია მდიდრებისა და ღარიბების თანასწორობა, ვინაიდან მდიდარს დაუყონებლივ უსრულდება ყვე­ლა სურვილი და ის არასოდეს განიცდის შიმშილს, რათა შეიბრალოს ღარიბი.“    (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 96, გვ.371, თქმ.53)

 

9. იმამ სადიგი:ორუჯი არის ფარი ყველა დაავადებისაგან, რაც დედამიწაზე არსებობს, და ფარდა, რომელიც ადამიანს იხსნის ტანჯვი­საგან იმ ქვეყნად.“ (მუსთადრაქულ-ვესაილი, ტომი 7, გვ.369, თქმ.8441)

 

10. იმამ სადიგი: ადამიანისთვის, რომელიც იცავს ორუჯს (მარხუ­ლობს), აუცილებელია მხოლოდ კეთილი სიტყვების გამოთქმა.“    (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 96, გვ.325, თქმ.15)

 

9 - სიკეთისკენ მოწოდება და ბოროტებისგან თავის დახსნა

1. იმამ ალი:კეთილი საქმეები და ჯიჰადი (წმინდა ბრძოლა ალლაჰის სახელით) - ეს არის წვეთი ზღვაშიამრ ბე მარუფ“ (სიკეთისკენ მოწოდება) დანაიჰ აზ მუნქარ“-თან (ბოროტებისგან თავის დახსნა) შედარებით.“    (ნაჰჯულ-ბელაღა, თქმ.374)

 

2. იმამ ალი: ამრ ბე მარუფ“-ის დანაიჰ აზ მუნქარ“-ის გამო ადამიანს არც სიკვდილი უახლოვდება და არც ბარაქა აკლდება. პირიქით, ეს კეთილშობილური საქმეა, რომელიც ალლაჰს კიდევ უფრო მეტად დააკმაყოფილებს. ყველაზე საუკეთესო საქმედ ითვლება სასტიკ ხელისუფალთან სიმართლის თქმა.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.611, თქმ.3648)

 

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:თუ ადამიანები არ იცავენამრ ბე მარუფ“-სა დანაიჰ აზ მუნქარ“- და არ ემორჩილებიან რჩეულებს, ალლაჰი მისცემს ძალაუფლებას მათ შორის ყველაზე ცუდ და სასტიკ პიროვნებებს. მაშინ ყველაზე კეთილი ადამიანების ლოცვებიც არ მიიღება ალლაჰის მიერ.“  (ელ-ემალი ლის-სადუგი, გვ.245)


 

 

iman.ge