Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (11-ნაწილი)

15 Noyabr 2019 - 10:30

6. იმამ ალი: ყურადღება მიაქციე, სად და რაზე ასრულებ ნამაზს. თუ შენი ლოცვა არ იქნება ჰალალი (ალლაჰის მიერ ნებადართული), ალლაჰი მას არ მიიღებს.“ (თუჰეფულ-უგული, გვ.174)

 

7. იმამ სადიგი: ადამიანს, რომელიც ასრულებს თუნდაც ერთ ნამაზს, ალლაჰი იხსნის განცდებისაგან. ამის გარდა იხსნის მასაც, ვისაც თუნდაც ერთი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული.“ (ელ-ქაფი, ტომი 3, გვ.266, თქმ.11)

 

8. იმამ სადიგი:ფატიმას კრიალოსანის დამარცვლა ყოველი ნამაზის შემდეგ ჩემთვის უფრო მეტად ძვირფასია, ვიდრე ათასჯერ შესრულებული ნამაზი.“  (ელ-ქაფი, ტომი 3, გვ.343, თქმ.15)

 

9. იმამ სადიგი: ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვანია თითოული მუსულმანისთვის. ეს სრულფასოვანს ხდის ნამაზს, იწვევს ალლაჰის კმაყოფილებასა და ანგელოზების აღტაცებას.“    (ეთ-თეჰზიბი, ტომი 2, გვ.110, თქმ.183)

 

10. იმამ სადიგი:მართლმორწმუნე ადამიანი სამი ნიშნით განი­საზღვრება: ვისთან მეგობრობს, რა დროს ასრულებს ნამაზს და როგორ ასრულებს ნამაზს.“   (ელ-მეჰასინი, ტომი 1, გვ.396, თქმ.885)

 

8 - ორუჯი (მარხვა)

1. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: სამოთხეს აქვს კარი, რომელსაც უწო­დებენრაიანს“. ამ კარიდან სამოთხეში შეიძლება მოხდნენ ისინი, ვინც იცავს მარხვა ორუჯს.“  (მეანილ-ეხბარი, გვ.409)

 

2. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „დაიცავით ორუჯი და იქნებითჯანმრთელები.“ (ნაჰჯულ-ფესაჰა, თქმ.1854)

 

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: მას, ვინც გაუმასპინძლდება მარხვაზე მყოფ ადამიანს, ალლაჰი დაასაჩუქრებს შარბათით, და ის ვეღარა­სოდეს გამოცდის წყურვილის გრძნობას.“ (დეაიმულ-ისლამი, ტომი 1, გვ.269)

 

4. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ღმერთო! ჩვენ ვიცავთ ორუჯს შენთვის და იფთარის დროს (ორუჯის მარხვის პერიოდში საკვების მიღება საღამოს საათებში) ჩვენ მივირთმევთ შენს საჭმელს. მიიღე ჩვენი ორუჯი! წყურვილი მოკლულია, ძარღვებში სისხლი შეთამაშდა, დაგვრჩა მხოლოდ ღვთის წყალობა.“ (ელ-ქაფი, ტომი 4, გვ.95, თქმ.1)

 

 5. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:თუ ორუჯი დაეხმარება ადამიანს საკვებისგან თავის შეკავებაში, ალლაჰი გამოკვებავს თავის მონა-მორჩილს სამოთხის საჭმლითა და სასმლით.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 40, გვ.331, თქმ.13)

iman.ge