Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (10-ნაწილი)

08 Noyabr 2019 - 10:30

6. იმამ ჰუსეინი:თუ ადამიანი მესტუმრება, მეც აუცილებლად ვესტუმრები მას განკითხვის დღეს, და თუნდაც ის ცეცხლში იწვოდეს, მაინც გადავარჩენ.“  (ელ-მუნთახაბ ლით-თურეიგვ.70)                    

 7. იმამ სადიგი:შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ხალხმრავალ ქალაქში, იყოს ერთი ჩვენთაგანი, თუ ამ ქალაქში მოიძებნება სხვა ადამიანი, ვისაც ალლაჰის მასზე მეტად ეშინია.“(ელ-ქაფიტომი 2, გვ.78, თქმ.10)

8. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: მეჰდი ჩემი შვილია. ის უცებ გაუჩი­ნარდება და როდესაც კვლავ გამოჩნდება, დედამიწაზე სამართ­ლიანობა იქნება გამეფებული (ისევე, როგორც ადრე იყო გამეფებული სისასტიკე).“  (მუნთახაბარ-ასარი, ტომი 1, გვ.249, თქმ.8)

 9. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: სინამდვილეში ალლაჰმა ერთი სინათლიდან შეგვქმნა მე, ფატიმა, ჰასანი და ჰუსეინი.“ (ჯამიულ-ეხბარიგვ.46)

 10. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ჩემი სხეულის ერთი ნაწილი (ერთ-ერთი შვილთაგანი) იქნება დამარხული ხორასანში. ყოველ უბედურს, რომელიც მას მოინახულებს, ბედნიერება ელის, ხოლო ყოველ ცოდვილს ეპატიება ცოდვები.“(მენ ლა იაზურუჰულ-ფაგიჰიტომი 2, გვ.583, თქმ. 3187)

 7 - ნამაზი

 1. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ვიდრე ერთმორწმუნე ადამიანებს ეყვარებათ ერთმანეთი, ნამაზს შეასრულებენ, ღარიბ-ღატაკე­ბისთვის გაიღებენ ზაქათს (შემოსავლების ნაწილს), იქნებიან სტუმართმოყვარენი, მანამდე კეთილდღეობაში იცხოვრებენ.“(ელ-ემალი ლით-თუსიგვ.647, თქმ.1340)

 2. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: ნამაზი არის გასაღები ყოველი კეთილდღეობისა.“  (ელ-ფირდოვსი, ტომი 2, გვ.404, თქმ. 3796)

 3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: ნამაზის შესრულება ადრეულ ასაკში იწვევს ალლაჰის კმაყოფილებას, საშუალო ასაკში - ღვთის წყალობას, ხოლო ხნიერ ასაკში - მონანიებას.“(სუნენულ-დარგუთნიტომი 1, გვ.201, თქმ.974)

 4. „ხალხნო! ადამიანი, რომელიც ასრულებს ნამაზს, ესაუბრება უშუალოდ ალლაჰს. ამიტომ მან უნდა იცოდეს ის, რასაც ლაპა­რაკობს.“   (მუსნედუ იბნი ჰენბელი, ტომი 2, გვ.129)

 5. იმამ ალი:ნამაზის შემსრულებლებმა რომ იცოდნენ, რაოდენ გარემოცულნი არიან ღვთისაგან ბოძებული წყალობით, მაშინ ისინი მთელ სიცოცხლეს გაატარებდნენ ციურ თაყვანისმცემლობაში.“(გურარულ-ჰიქემითავი 5, გვ.116, თქმ.7592)

 

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge