Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (8-ნაწილი)

25 Oktyabr 2019 - 09:34

10. იმამ სადიგი:ყოველი მორწმუნე, ვინც სიმართლეს ვერ ჰპოვებს საღვთო წიგნში (ყურანში), ინტრიგებისაგან ვერ იქნება დაცული.“ (ელ-მეჰასინიტომი 1, გვ.341, თქმ.702)

 5 - წინასწარმეტყველი

 1. იბნ შაჰრ აშუბი:ჯერ კიდევ მანამდე, როცა წინასწარმეტყველი მუჰამმედი არჩეულ იქნა წინასწარმეტყველად, მას უკვე ჰქონდა ოცი წინასწარმეტყველის თვისება. ამ თვისებათაგან თუნდაც ერთ-ერთი რომ ყოფილიყო ერთ ადამიანში, ეს საკმარისი იქნებოდა მისი სიდიადის დასამტკიცებლად. აქრამი[1] იყო დაჯერებული, ერთგული, ნიჭიერი, მადლიერი, პატიოსანი, მჭერმეტყველი, კეთილმოსურნე, ღირსეული, ჭკვიანი, ღვთისმოშიში, მამაცი, ბეჯითი, თავმდაბალი, მშვიდი, კეთილი, გულისხმიერი, მომთმენი და ზრდილობიანი. მას არ უყვარდა არც ასტროლოგები, არც ქურუმები და არც მომავლის წინასწარმეტყველები.“  (ელ-მენაგიბ ლი იბნი შეჰრაშუბი, ტომი 1, გვ.107)

 2. იმამ ალი ამბობს წინასწარმეტყველის შესახებ: „ეს არის ექიმი, რომელიც დაიარება მიწაზე თავის მედიცინასთან ერთად. მას თან დააქვს სამედიცინო ინსტრუმენტები და მალამოები. ამ ინსტრუ­მენტებს იყენებს იქ, სადაც მას ხვდება დაბრმავებული გულები, დაყრუებული ყურები და დამუნჯებული ენები. ექიმი ჩნდება იქ, სადაც საჭიროა და მკურნალობს მათ წამლების მეშვეობით.“(ნაჰჯულ-ბელაღახუთბა 108)

 3. ქაბულ-აქბარი: „თორაში“ (წმინდა წიგნი) ჩვენ ვკითხულობთ:მუჰამედი რჩეული წინასწარმეტყველია. ის არც ფიცხია, არც უხეში, იგი არ იწვევს ხმაურს ბაზრებში, არ პასუხობს ბოროტებით ბორო­ტებას და ყველაფერს პატიობს.“(ელ-თებეგათულ-ქუბრატომი 1, გვ.360)

 4. იმამ ჰუსეინი:წინასწარმეტყველი თავის ახლობლებს ისე ექცევა, რომ ყოველი მათგანი ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველისთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია.“(ბიჰარულ-ენვარიტომი 16, გვ.152, თქმ.16)

5. იმამ ალი:ის უკანასკნელი წინასწარმეტყველთაგანია და ადამიანთა შორის ყველაზე გულუხვი, ყველაზე ერთგული, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ზრდილობიანი ადამიანია დიდი გულით და საუკეთესო მანერებით. პირველი დანახვისთანავე ხალხს ეგონა, რომ იგი პირქუში იყო, მაგრამ ახლოდან გაცნობის შემდეგ მათ პირდაპირ შეუყვარდათ ეს ადამიანი. მასზე ამბობდნენ: „არც მანამდე და არც მას შემდეგ მსგავსი პიროვნება არ შეგვხვედრიაო.“(ბიჰარულ-ენვარიტომი 16, გვ.190, თქმ.16)



 

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge