Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (7-ნაწილი)

18 Oktyabr 2019 - 11:58

4. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ გსურს ბედნიერი ცხოვრება, გმირული სიკვდილი, მძვინვარე დღეებში სწორი გზის, ხოლო სიცხეში ჩრდილის პოვნა, ისწავლე ყურანი. იმიტომ რომ ყურანი დიდსულოვანი ალლაჰის სიტყვაა, რომელიც გვიცავს ეშმაკისაგან.“ (ჯამიულ-ეხბარიგვ.41)

 5. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ყველაზე გულმართალი სიტყვები, მოქმედი რჩევები და ლამაზად ნათქვამი თქმულებები ღვთის წიგ­ნშია.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 77, გვ.116, თქმ.8)

 6. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ყოველი მორწმუნე, რომელიც კითხულობს ყურანს, რათა კარგად შეიცნოს რელიგია და ალლაჰი, მიიღებს ალლაჰისგან წყალობას, რომელიც ღირსია ანგელოზებისა და წინასწარმეტყველების.“  (ვესაილუშ-შია, ტომი 6, გვ.183, თქმ.7683)

 7. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:მტკიცედ დაიჭირე ღვთის წიგნი... ადამიანი, რომელიც ბოლომდე მიყვება ყურანის რჩევებს, მიიღებს ალლაჰის წყალობასა და წავა ძალიან შორს.“(ნაჰჯულ-ბელაღახუთბა 155)

 8. იმამ ალი:გახსოვდეთ, რომ ყურანში არის აღწერილი მომავლის მეცნიერება, წარსულის ამბები და ყველა პრომლემის გადაჭრა.“(ნაჰჯულ-ბელაღახუთბა 157)

9. იმამ ალი:ყურანს აქვს ლამაზი გარეგნობა და ღრმა არსი. მასში აღწერილი სასწაულები არ არის უგუნური, უცნაურობები დაუსრუ­ლებელია, ხოლო შავი ლაქები მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით მჟღავნდება.“  (ნაჰჯულ-ბელაღახუთბა 17)                      

 

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge