Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (6-ნაწილი)

11 Oktyabr 2019 - 09:40

8. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:თუ შენ კარგად განეწყობი ალლაჰის მიმართ, მაშინ ალლაჰიც იქნება კარგად განწყობილი შენ მიმართ.“(ბიჰარულ-ენვარიტომი 70, გვ.374, თქმ.42)

 9. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ ადამიანი ორმოცი დღის განმავ­ლობაში იქნება მორჩილი ალლაჰის მიმართ, მაშინ სიბრძნისა­ნაკადები გადაეცემა მისი გულიდან მეტყველებაში.“(ნაჰჯულ-ფესაჰათქმ. 2836)

 10. იმამ სადიგი:თუ ადამიანი მორჩილებით იღებს ყველაფერს, რასაც ალლაჰი სთავაზობს, მაშინ მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ალლაჰი გაიღებს მისთვის ყველა მოწყალებას და აუსრულებს ყველა სურვილს.“  (ელ-ქაფი, ტომი 8, გვ.241, თქმ.330)

4 - ყურანი

 

1. წინასწარმეტყველი მუჰამმედი:ადამიანს, რომელიც ბევრს კითხუ­ლობს ყურანს, სახლი აქვს სავსე ბარაქითა და მოწყალებით. როგორც ციური ვარსკვლავები ანათებენ დედამიწის მაცხოვრებ­ლებისთვის, ასევე ეს სახლები ანათებენ ციური მაცხოვრებლე­ბისთვის.“   (ელ-ქაფი, ტომი 2, გვ.610, თქმ.1)

 2. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: იცოდეთ! მე ვუჩვენებ გზას და წავი­ყვან ჩემთან სამოთხეში მათ, ვინც სწავლობს და ასწავლის ყურანს.“(ქენზულ-უმმალიტომი 1, გვ.531, თქმ.2375)

                           

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: შვილო ჩემო! ნუ მოეკიდები დაუ­დევრად ყურანის კითხვას. იგი აცოცხლებს ჩვენს გულებსა და გვიცავს ცუდი საქმეებისგან.“   (ქენზულ-უმმალი, ტომი 2, გვ.291, თქმ.4032)

 

 

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge