Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (5-ნაწილი)

04 Oktyabr 2019 - 09:38

3 - ალლაჰთან კავშირი (ურთიერთობა)

 

1. იმამ ალი: „ნებისმიერი საქმის დაწყების წინ ადამიანმა უნდა წარ­მოსთქვას შემდეგი სიტყვები: „ბისმილლაჰირ რაჰმანირ რაჰიმ“. ეს მოუტანს მას წარმატებას ყველა საქმიანობაში.“(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 92, გვ.242, თქმ.47)

 

2. იმამ სადიგი: „ადამიანი, რომელიც ყოველი საქმიანობის დროს­ფიქრობს ალლაჰზე, იცხოვრებს მშვიდი და უზრუნველი ცხოვრებით. ღმერთი უწყალობებს ადამიანს, რომელიც ფიქრობს მასზე.“(მისბაჰუშ-შარია, ტომი 1, გვ.175, თქმ.83)

 

                        

3. იმამ ალი: „თუ ადამიანმა დაალაგა ურთიერთობა ალლაჰთან, მაშინ ალლაჰიც დაალაგებს მის ურთიერთობებს გარშემო მყოფ ადამიანებთან.“(ბიჰარულ-ენვარი, ტომი 71, გვ.366, თქმ.12)

 

4. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ალლაჰი განსჯის ადამიანებს არა გარეგნობისა და სიმდიდრის მიხედვით, არამედ გულებისა და საქმიანობების მიხედვით.“ (ელ-ემალი ლით-თუსი, ტომი 1, გვ.536, თქმ.1162)

 

5. იმამ ალი: „დაე, იყოს ბედნიერი ის ადამიანი, რომელიც თავისი ფიქრები, საქმეები და სურვილები მიუძღვნა ალლაჰს.“(თუჰაფულ-უგული, გვ.100)

 

6. იმამ ალი: „თუ ადამიანი ალლაჰის გამო ამბობს უარს რაღაცაზე, მაშინ ალლაჰი მისცემს მას იმაზე მეტს, რაზეც უთხრა უარი.“(გურარულ-ჰიქემი, ტომი 5, გვ.295, თქმ.8909)

 

7. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ღმერთო! მომეცი შენი სიყვარული, შენი მოყვარულების სიყვარული და ნებისმიერი სიყვარული, რომე­ლიც შემაყვარებს შენ თავს. დაე, შენი სიყვარული გრილი წყალივით მწყუროდეს.“   (მუჰაჯათულ-ბეიზა, ტომი 8, გვ.5)

 

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge