Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (3-ნაწილი)

20 Sentyabr 2019 - 09:41

 ალლაჰის გახსენება (ზიქრი)

1. იმამ ალი: „გახსოვდეს ალლაჰი, რომელსაც მოაქვს ჩვენს გონებაში სიმშვიდე და სულის ნათება. გახსოვდეს ალლაჰი, რომელიც გვაახლოვებს ცათა სასუფეველთან.“ (გურარულ-ჰიქემი, თავი 2, გვ.66, თქმ.1858)

2. იმამ ალი: „გახსოვდეს ალლაჰი... მოიხსენიე იგი მორჩილებით, თაყვანისცემით, იცხოვრე მშვენიერი ცხოვრებით მასთან ერთად, და იგი მოგიყვანს ხსნის გზაზე.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 78, გვ.39, თქმ.16)

3. წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „თუ ადამიანი ემორჩილება ალლაჰს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ახსოვს ალლაჰი მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით იცავს იგი ნამაზს, ინახავს მარხვას ან კითხულობს  ყურანს.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 77, გვ.86, თქმ.3)

4. იმამ საჯადი ასე ხსნის ალლაჰის გამონათქვამს: „ალლაჰის გახ¬სენება - დიდებული საქმეა“: “ალლაჰი ყოველთვის უნდა გახსოვდეს, როდესაც ეჩეხები ორ საპირისპირო ცნებას: ჰალალსა და ჰარამს (ალლაჰის მიერ ნებადართულსა და ალლაჰის მიერ აკრძალულს).“ (ნურუს-საგალაინი, ტომი 4, გვ.162, თქმ.61)

5. იმამ ბაგირი: „მართლ მორწმუნეებს, როგორც განათლებულ ხალხს, გააჩნიათ აზროვნება და გონება. სიტყვები, რომლებსაც ისმენენ ისინი საკუთარი ყურით, არ დაუშვებენ, რომ უარყონ ზიქრი (ალლაჰის გახსენება), ხოლო ფუფუნება, რომელსაც საკუთარი თვალებით ხედავენ, მუდმივად შეახსენებს მათ ალლაჰის არსე¬ბობაზე.“ (ბიჰარულ-ენვარი, ტომი 73, გვ.36, თქმ.17)

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge