Ən son

თქმულებები უცოდველთაგან (1-ნაწილი)

06 Sentyabr 2019 - 10:22

1 - ალლაჰის შემეცნება

2.  წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „ალლაჰის შემეცნება მრავალ ქმე-დე¬ბათა შორის საუკეთესო ქმედებაა. მეცნიერება მოგი¬ტანს ბევრ სიკე¬თეს, მიუხედავად იმისა, რამდენ ქმედებას ჩადიხარ, რაც შეეხება უმეცრებას, არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.“ (ქანზულ-უმმალი, ტომი 11, გვ.143, თქმ.28731)

3.  იმამ ალი: „თუ შენ განსჯის უნარი შეგწევს და, ამასთანავე, დაი-სა¬ხავ ძიების გზებს, აუცილებლად შეამჩნევ, რომ ჭიანჭველა ისეთივე ქმნილებაა, როგორიც ხურმის ხე. ეს ქმნილებები მოწმობენ იმას, თუ რამდენად გამოყენებულია მასში ოსტატური დახვეწილობა და ამასთანავე იძლევიან არჩევანის საშუალებას. მიუხედავად მათი განსხვა¬ვებულობისა: დიდი თუ პატარა, მძიმე თუ მსუბუქი, ძლიერი თუ სუსტი - ყველა ერთნაირად  ალლაჰის მიერაა შექმნილი.“      (ნაჰჯულ-ბელაღა, ხუთბა 184)                                                                                                               

4.  იმამ რზა: „მე შენ გეუბნები, რომ ალლაჰი დახვეწილი ქმნილებაა, ვინაიდან თავად შეიქმნა  დახვეწილობა და უწყის დახვე¬წილი საგნების შესახებ. ნუთუ, შენ ვერ ამჩნევ მისი ქმნილებების ნიშან-თვისებებს გამოვლენილს წვრილ და მსხვილ ხე-მცენარეებში, დიდ და პატარა ცხოველურ არსებებში, კოღოებში და მწერებში, რომლებიც კოღოებზე იმდენად მომცრონი არიან, რომ მათი სქესის განსაზღვრაც კი შეუძლებელია. მე შევამჩნიე დახვეწილობა იმაში, რაც მან შექმნა და მივხვდი, რომ თავად შემომქმედიც დახვეწილია.“      (ელ-თოვჰიდი, გვ.63)                                                                                                      

5.  წინასწარმეტყველი მუჰამმედი: „როდესაც ალლაჰმა შექმნა ცა და მიწა, მან ასევე გაიღო უამრავი წყალობა, რომელიც მთლიანად მოიცავდა სივრცეს ცასა და მიწას შორის. დედამიწაზე მან დატოვა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წყალობა. სწორედ ამ წყალობით დედა განიცდის სიყვარულს საკუთარი შვილის მიმართ, ველური ცხოველები და ზოგიერთი ფრინველები ერთმანეთის მიმართ. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი წყალობა ეკუთვნის განკითხვის დღეს. და განკითვის დღეს ის ერთი წყალობა მიუერთდება დანარჩენს.“    

                                            

ჰადი მუვაჰჰიდი iman.ge