Ən son

ისლამის ისტორია 49-ნაწილი

01 Fevral 2019 - 13:36

მოსწავების ანგელოზმა, მართლაც ამცნო მოციქულს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოციქული განერიდა 
იქაურობას. თანმხლებნი, მოციქული რომ ვერსად ნახეს, მის ძებნას შეუდგნენ. ბოლოს მედინიდან ჩამოსულმა პირმა 
ამცნო რომ მოციქული მედინაში იმყოფებოდა. მუჰამედმა მუსლიმანებს აუხსნა ებრაელთა ვერაგული ჩანაფიქრი და 
ბრძანა მომზადებულიყვნენ ბენი-ნაზირელებთან  საბრძოლველად. მოციქულმა მუჰამედ იბნ მასლამა გაგზავნა ბენი-ნაზირელებთან ამბის შესატყობინებლად, რომ ათი დღის განმავლობაში აყრილიყვნენ მედინიდან. ბენი-ნაზირის 
მოსახლეობაში უსიამო შფოთი დატრიალდა. ამ დროს მოციქულის მოწინაარმდეგეთაგან აბდულაჰ იბნ უბაიმ 
შეატყობინა ბენი-ნაზირელებს რომ დარჩენილიყვნენ მედინაში და მათ უსაფრთხოებას ის დაიცავდა. შეპირდა, რომ ორი 
ათასი კაცით შეებრძოლებოდა  მუსლიმანებს. აბდულაჰის მხარდაჭერამ ებრაელებს მედინიდან აყრა გადააფიქრებინა. 
თემის თავკაცმა მუჰამედს შეატყობინა, რომ ისინი აყრას აპირებდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაუახლოვდებოდნენ კიდეც. მუსლიმანთა ჯარმა ებრაელთა ციხე-სიმაგრე 6 დღის განმავლობაში ალყაში შეინახა. ამ ხნის განმავლობაში მათ 
დასახმარებლად არავინ შეწუხებულა. არც აბდულაჰი და არც ყურეიშელები. ბოლოს ებრაელები იძულებული გახდნენ 
მედინა დაეტოვებინათ. მოციქულმა მათ მხოლოდ ერთი აქლემის საზიდი ტვირთის წაღება უბრძანა. საბრძოლო 
იარაღის გატანაც აუკრძალა. ებრაელებმა ქონების წაღება არ დაიზარეს. ზოგი მათგანი სახლის ფანჯრის ჩარჩოებსაც ტვირთავდა აქლემზე და დაცარიელებულ კედლებს ანგრევდა. ებრაელთა ერთი ჯგუფი - მეორე ჯგუფი კი სირიისაკენ წავიდა. ებრაელთა უძრავი ქონება და მიწა მოციქულის განკარგულებაში გადავიდა.  ებრაელებისგან დარჩენილი ქონების გასაყოფად მოციქული მუჰაჯირებისა და ანსარების წარმომადგენლებს მოეთათბირა. მან ანსარებს უთხრა: :"მუჰაჯირები თქვენი სტუმრები არიან და თქვენს სახლებში ცხოვრობენ. თუ თანახმა იქნებით დარჩენილ ქონებას მუჰაჯირებს დავურიგებ და ისინი თქვენი სახლებიდან გავლენ". სად იბნ მეაზი და სად იბნ იბადე (ოვსისა და ხაზრაჯის 
თავკაცები) დატანხმდნენ მოციქულს შეთავაზებაზე. მოციქულმა ქონება მუჰაჯირებს შორის გაანაწილა. 
ანსარების ორ უპოვარსაც მიუჩინა ულუფა. 

iman.ge