Ən son

ისლამის ისტორია 48-ნაწილი

11 Yanvar 2019 - 14:03

ბერი-მაუნას ბრძოლა 
აბუ ბარად წოდებული ერთი პირი მედინაში ჩამოვიდა. მოციქულს ეწვია ად თხოვნით მიმართა: "თუ მედინაში 
ყურანის მცოდნეებს გამოგზავნი და ხალხს ისლამისაკენ მოუწოდებენ, დარწმუნებული ვარ ყველა მოიქცევაო". მოციქულმა მიუგო: "მე ნეჯდელებს ჩემს ხალხს ვერ მივანდობო". აბუ ბერამ დაიფიცა: "მათ უსაფრთხოებაზე მე 
ვიზრუნებო". მოციქულმა მუნზირის ხელმძღვანელობით ორმოცკაციანი ჯგუფი გაგზავნა ნეჯდაში. ისინი ბერი-მაუნად წოდებულ ადგილას გაჩერდნენ. მუსლიმანთაგან ერთ-ერთმა მოციქულის წერილი მიუტანა ამირის თემის თავკაცს. 
თავკაცმა წერილი არც წაიკითხა. წერილის მომტანი მოკლა და დანარჩენების დასახოცად თემის ხალხისგან დახმარება 
ითხოვა, მაგრამ დახმარება ვერ მიიღო, რადგან თემის ხალხმა თქვა, რომ ამ ხალხის უსაფრთხოებაზე 
პასუხისმგებელი აბუ ბერა არისო და ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერევით. მაშინ თავკაცმა სხვა თემებისგან მიიღო 
მხარდაჭერა და ყურანის მასწავლებელთა ჯგუფს დაესხნენ თავს. მუსლიმანები შეეცადნენ თავდაცვას, მაგრამ მტერმა 
ყველა მათგანი ამოხოცა. შემთხვევით გადდარჩა მხოლოდ ერთი - ქაბი, რომელმაც მოციქულს ამბავი მოუტანა.. რაჯის 
და ბერი-მაუნას მოწამეებზე ამბავი ერთდროულად ეუწყა მოციქულს. მოციქულმა მათი მკვლელები დასწყევლა. 
ბენი-ნაზირის ბრძოლაბენი-ნაზირის ტომი მედინაში მცხოვრები სამი ებრაული დასახლებიდან ერთ-ერთი იყო. მედინის პოლიტიკური სტაბილურობის მიზნით მუჰამედმა მათთან ხელშეკრულება დადო. 
ჰიჯრის მეოთხე წელიწადი რაბიულ-ავალის თვეში მოციქული ათკაციან ჯგუფთან ბენი-ნაზირის ციხესიმაგრეში 
მივიდა რომ მათთან დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად მათგან დახმარება ეთხოვა. მუჰამედი 
ციხის ალაყაფთან ჩამოქვეითდა და მისი მიზანი გაუმხილა. ებრაელები კარგად დახვდნენ მიციქულს, მოუსმინეს და 
დახმარებაც აღუთქვეს. მუჰამედი ერთ-ერთი მათგანის სახლთან ჩამოჯდა. ამასობაში თემის თავკაცები შეიკრიბნენ 
და მოილაპარაკეს, რომ მუჰამედს სხვადროს ასე დაიმარტოხელებდნენ და სწორედ ის ხელსაყრელი ვითარება 
იყო, რომ მოეკლათ. ერთ-ერთს დაავალეს, რომ ასულიყო იმ ბინის სახურავზე სადაც მუჰამედი იჯდა და იქიდან მას 
თავში დიდ ქვა დაეშვა. ამ ჩანაფიქრის აღსრულებას რომ აპირებდნენ ამავე ტომიდან სელამ იბნ მიშკანმა 
წინააღმდეგობა გაუწია და თქვა, რომ ღმერთი მუჰამედს ამცნობს ჩვენს ზრახვებს და მერე ხელშეკრულების 
პირობების დაცვა გაგვიჭირდებაო.

iman.ge