Ən son

ისლამის ისტორია 47-ნაწილი

14 Dekabr 2018 - 13:57

ჰამრაულ-ესედში ყურეიშების ჯარის მებრძოლი აბუ აზათი მუსლიმანებმა ტყვედ აიყვანეს. აზათი ბადრის 
ბრძოლაშიც მონაწილეობდა, მაშინაც ჩაუვარდათ მუსლიმანებს ტყვედ, მაგრამ მოციქულმა ის შეიწყნარა და 
მექაში გაუშვა, მაგრამ აზათმა სიტყვა მისცა, რომ მეტად ის მუსლიმანთა საწინააღმდეგო ბრძოლებში მონაწილეობას არ 
მიიღებდა. მან დაარღვია ეს აღთქმა. მოციქულს შეევედრა გათავისუფლება. მოციქულმა უპასუხა: "ღვთისმოშიში ერთ 
ხვრელში ორჯერ არ გაძვრება. უკვე არ გექნება იმის შესაძლებლობა". მექაში ჩასულმა თქვა: "მუჰამედი ორჯერ 
გავაცურეო". ჰამრაულ-ესედის ოპერაცია  ისტორიის წიგნებში ცალკე ბრძოლად არის აღნუსხული. მაგრამ დღეს ცალკე ბრძოლად ვერ მიიჩნევა, რადგან უჰუდის ბრძოლის მიყოლებით მომხდარი მოვლენაა და უჰუდის ბრძოლის ერთ-ერთ 
მომენტად უნდა გაიგებოდეს. უჰუდის ბრძოლა ჰიჯრის მეორე წლის შავვალის თვის 7 რიცხვს, შაბათ დღეს (ჰიჯრიდან 32 თვის შემდეგ) მოხდა. იმამი ჰასან მუჯთაბე ამ წლისრამაზანის თვეში დაიბადა. ამ წელს სხვა მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. 

 თავი XIV 
ჰიჯრის მეოთხე წელიწადის მოვლენები 
ამ წელს უამრავმა მოვლენამ იჩინა თავი. ამ მოციქულმა ერთი ჯგუფი არაბეთის ნახევარკუნძულის დასაზვერად 
ხუთგზის მიავლინა. მოციქულმა ამ წელს სამი ბრძოლა გამართა და ჯარსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. დიდი 
მხედარი- ზედ იბნ დასინი და სუბაიბ იბნ აჰდი ეწამა ისლამის საქმეს. 

რაჯის ბრძოლა 
(ყურანის მასწავლბელთა დახოცვის გეგმა) 
მუჰამედი წერა-კითხვის მცოდნე მუსლიმანებს, მეზობელ თემებში გზავნიდა, რომ ისლამური რწმენით 
დაინტერესებულთათვის ყურანი ესწავლებინათ. ასეთი მასწავლებლების მეშვეობით ისლამმა მთელ ნახევარკუნძულზე დაიწყო გავრცელება. ზოგიერთმა ისლამისადმი მხოლოდ განწყობილმა თემმა ამით ისარგებლა და ვერაგული ზრახვით მოციქულს მიმართა, რომ მათ თემში მოევლინა ყურანის მასწავლებელნი:"`მოციქულო! ისლამი ჩვენს შორის ფეხს იკიდებს და ვრცელდება, რამდენიმე მასწავლებელი ჩვენს თემშიც მოავლინე?". ასეთი წინადადებით მიმართეს მუჰამედსაზალის და კარას თემების თავკაცებმა. მოციქულმა დააკმაყოფილა მათი თხოვნა და 6 კაცისგან 
შემდგარი ჯგუფი მოავლინა, მაგრამ სიფრთხილისათვის მასწავლებლებმა თან საბრძოლო იარაღიც იქონიეს. ასე რომ 
ერთ ხელში ყურანით და ერთ ხელში ხმლით მიუახლოვდნენ აზალის და კარის თემებს ყურანის მასწავლებლები. 
მასწავლებელთა ჯგუფმა რაჯის წყაროსთან შეისვენა. ამ დროს მათ თავს დაესხნენ აღნიშნული თემის წარმომადგენლები და მათი დატყვევება დააპირეს. მასწავლებლები შეიარაღებულნი იყვნენდა დიდი წინაღმდეგობა გაუწიეს. თუმცა სამი დაიღუპა, დანარჩენი სამი ტყვედ აიყვანეს - ზეიდი, ხუბაიბი და აბდულაჰი. ტყვები მექის გზას გაუყენეს, რომ ყურეიშებისთვის მიეყიდათ. გზაზე ერთმა ტყვემ ხელები შეიხსნა, ხმალი აიღო და თავდამსხმელებს შეებრძოლა, რამდენიმე მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა და თვითონაც დაეცა. დანარჩენი ორი მექაში ჩამოიყვანეს. ზეიდი საფვან იბნ უმარიამ 50 აქლემად იყიდა, რათა მაის შური ეძია. ხუბაიბი უგბათ იბნ ჰარისმა იყიდა 80 მისხალ ოქროდ, რომ ბადრის ბრძოლაში მოკლული მაის შურისსაძიებლად ტყვე ხეზე ჩამოეხრჩოთ. საფვანმა ჩამოხრჩობის სერის საყურებლად ყურეიშების ერთი ჯგუფი დაპატიჟა. აბუ სუფიანი მიუახლოვდა ზეიდს და ჰკითხა: "თანახმა ხარ შენ მაგივრად მუჰამედი მოიკლას და შენ ცოცხალი დარჩე?, ზეიდმა უპასუხა: `ვფიცავ ღმერთს, მუჰამედის ფეხში ეკლის ჩასობაზეც არ დავთანხმდებოდი!". აბი სუფიანმა ჩაილაპარაკა: "მე დღემდე მუჰამედის მომხრეებში ამგვარი თავდადებული არ შემხვედრია". ბოლოს ზეიდიც და ცოტა მოგვიანებით ხუბაიბიც მოკლეს. ხუბაიბის სიკვდილით დასჯამდე, მან სთხოვა ნამაზის აღსრულების საშუალება მიეცათ. ყურეიშებმა დართეს ნება. ხუბაიბმა ორი რუქათი ნამაზი აღასრულა, ადგა და თქვა: "ვფიცავ ღმერთს, რომ ნამაზის აღსრულებას ისევ გავაგრძელებდი, რომ არ გეფიქრათ სიკვდილის ეშინია და დროს წელავსო". ის ღმერთს შეევედრა: "ღმერთო, წინასწარმეტყველის წინაშე ჩვენი ვალდებულება აღვასრულეთ. ჩვენი მდგომარეობა ამცნე მოციქულს. მტერი კი მოსპე, უფალო!"ხუბაიბი ხეზე მიაბეს. ბადრის ბრძოლაში დაღუპულთა 
შვილებს უხმეს, დაახლოებით 40 კაცამდე, მათ ხელში ოროლი დააკავებინეს და უბრძანეს ეჩხვლიტათ. მისი გვამი ერთხანს ასე ხეზე ჩამოკიდებული დარჩა. ამირ იბნ უმარამ ფარულად ჩამოხსნა და მიწას მიაბარა. 

iman.ge