Ən son

ისლამის ისტორია 46-ნაწილი

07 Dekabr 2018 - 14:55

აბი ამირის ვაჟი ჰანზალა ოცი წლის ყმაწვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა წინასწარმეტყველის მოწინააღმდეგედ ითვლებოდა და ყურეიშთა მხარეზე უჰუდის ბრძოლაში დაეცა, თავად ჰანზალამ სხვა გზა აირჩია: 
ახალდაქორწინებულმა ჰანზალამ გადაწყვიტა მუსლიმანთა მხარეზე ებრძოლა. მან მოციქულს მიმართა თხოვნით. 
ბრძოლის დაწყებისთანავე აბუ საფიანს მოსაკლავად მიუვარდა. ჰანზალს მოქნეულმა ხმალმა აბუ სუფიანის ცხენი 
დასცა. სუფიანს ყურეიშელი ლეისი მიეხმარა. სხვა ყურეიშელმა მხედარმა ჰანზალა ოროლით დაჭრა ჰანზალა გამოუვიდა მას მოკლა და თვითონაც დაეცა. ჰანზალას შესახებ აბუ სუფიანი ამბობდა: მუსლიამნებმა 
ბადრის ბრძოლაში ვაჟი ჰანზალა მოკლეს, ჩვენ კი უჰუდში მუსლიამნების ჰანზალა მოვკალითო. ალის იბნ მალაქის ბიძა, ალი იბნ ნაზირი მოგვითხრობს, რომ მოციქულის მოკვლის ხმა რომ გავრცელდა, მუჰაჯირებისა და ანსარების ერთი ჯგუფი გაერიდა ბრძოლის ველს, ბრძოლაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. როცა იბნ ნაზირმა მათ ჰკითხა, თუ რატომ მიატოვეს ბრძოლის ველი, მათ უპასუხეს: "მოციქული მოკლეს". მაშინ ნაზირმა მიუგო: "მოციქულის არყოფნის შემდეგ, ყოფნას რა აზრი აქვს. ადექით და თქვენ ეწამეთ მოციქულის გზას". ნაზირმა ეს თქვა და მტერს შეება. მისმა სხეულმა სამოცდაათი ჭრილობა რომ მიიღო მოწამეობრივად დაეცა. მერყევი რწმენის ადამიანთა შესახებ ყურანი გვაუწყებს: "ერთმა ჯგუფმა ხორცის ტკივილს ვერ გაუძლო და წარმართობის უსასოობით განიმსჭვალა. გადარჩენის 
უსუსური გზების ძიებას შეუდგა. ორი მოწინააღმდეგე ჯარის დაპირისპირებისთანავე გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. მათი ამგვარი საქციელის გამო ეშმაკმა მათ სატანჯველი არგუნა, ხოლო ღმერთმა მიუტევა მათ. ღმერთი მიმტევებელი და შემწყნარებელია". მოციქულის მოკვლით იმედგაცრუებულთა მიმართ ყურანი ასე გვასწავლის: "მუჰამედი მხოლოდ მოციქულია. მასზე უწინაც წინასწარმეტყველნი მოსულან და წასულან. მუჰამედის სიკვდილით ან მოკვლით ისევ უკუნს და უმეცრებას დაუბრუნდებით? ვინც დაუბრუნდება, ღმერთი მას ზიანს არ არგუნებს. ღმერთი მადლიერთ უბოძებს~. 
ყურანში ზემოაღნიშნულის თაობაზე უამრავი მოსწავებაა, დაინტერესებულებმა მიმართეთ `ალი-იმრანის" სურას 121-179 აიებს. 
მოციქულის დაბრუნება მედინაში 
მუჰამედმა მედინაში დაცემულ მუსლიმანებისთვის გარდაცვლილის ნამიზის აღსრულების შემდეგ მედინასკენ 
გამოემართა. მთელი მედინა გლოვის ზარს მოეცვა. ყოველი ოჯახი თავის დაღუპულ წევრს დასტიროდა. ასეთი ვითარება მედინის ებრაელთა თემს და აბდულლაჰ იბნ უბათის და მის მომხრეებს ახარებდათ მხოლოდ. ამ ორი მუსლიმანთა მოწინაარმდეგე ჯგუფის გაერთიანება და ქალაქის სიმშვიდის დარღვევა სულაც არ იყო გამორიცხული. 
მუჰამედმა მეორე დღეს დილიდანვე გასცა ბრძანება, შეეყარათ ჯარი და მტრის კვალში ჩასადგომად მედინიდან 
უჰუდის მიმართულებით გასულიყვნენ. შეყრილი ჯარი მხოლოდ უჰუდის მებრძოლთაგან უნდა შემდგარიყო. 
ბრძოლის ველიდან გამოქცეულებს ამ ოპერაციებში მონაწილეობის ნება არ მისცა მოციქულმა. აქ ორი მიზეზი 
იყო განმსაზღვრელი.: 
1. ბრძოლის ველიდან გამოქცეულებისთვის და საღვთო ომის (ჯიჰადი) უარის მთქმელთათვის ეჩვენებინათ, რომ მათ 
ასეთი ბრძოლისთვის სათანადო ღირსება არ გააჩნდათ. 
2. მათი თავნებობისა და მოუწესრიგებლობის გამო დამარცხდა მუსლიმანთა ჯარი უჰუდში და ამიტომ თავად 
მათ უნდა გამოეჩინათ ინიციატივა ხელმეორედ უჰუდში გამგზავრების. მესამე და არც ისე უმნიშვნელო მიზეზი კი ის იყო, რომ ჯიჰადში მონაწილეობაზე უარისმთქმელთაგან ჯარის შედგენისას, მოწინააღმდეგენი იფიქრებდნენ, რომ 
მუსლიმანები უჰუდის ბრძოლის შედეგად დასუსტდნენ. მუჰამედმა აბდულ იბნ უმმი და მაქთუმი თავის ნაცვლად 
დატოვა მედინაში, დროშა ალის ჩააბარა, ორი რუქათი ნამიზი აღასრულა, აბჯარი მოისხა, ცხენი მოითხოვა და 
უჰუდისკენ დაძრა ჯარი. ჯარი მედინიდან რვა მილის მოშორებით ჰამრაულ-ესედად წოდებულ ადგილას მოვიდნენ. 
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იქ გაატარეს. მოციქულმა ბრძანა 500 ადგილას კოცონი დაენთოთ. 
ცეცხლის ალები შორიდანაც კარგად ჩანდა. პარასკევს მოციქული მედინაში დაბრუნდა. მუჰამედის ამ ტაქტიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჰამრაულ-ესედის სოახლოვეში ჩასაფრებული და მედინაში სალაშქროდ მომზადებული აბუ სუფიანი მუსლიმანთა ასეთი შემართებით გაოცდა და შეშინდა კიდეც. ხუზაის თემის თავკაცმა აბუ სუფიანის განზრახვა რომ შეიტყო, ურჩია: "მე გირჩევ აქედანვე მექაში გაბრუნდე, რადგან მუჰამედს დიდძალი ჯარი შეუყრია და შურისძიებას 
აპირებს". მუსლიმანები გამწარებულნი არიან და თავიანთი წინდაუხედავობის გამო სინდისის ქენჯნა აწუხებთ. აბუ 
სუფიანმა გაითვალისწინა ხუზაისთემის თავკაცის ნათქვამი და მექაში გაბრუნდა. 

iman.ge