Ən son

ისლამის ისტორია 45-ნაწილი

30 Noyabr 2018 - 13:20

ბრძოლის დასასრული 
ალიმ მუჰამედს შეატყობინა, რომ ყურეიშელები მექაში გაბრუნებას აპირებდნენ. ცოტათი კი დამშვიდდა მოციქული 
მაგრამ სიფრთხილე არ მოადუნა. უჰუდის ბრძოლაში 70 (ზოგის გადმოცემით 74 ან 84) მუსლიამნი დაეცა. ყურეიშების 
მხრიდან დანაკარგი 22 კაცს არ აღემატებოდა. მუსლიმანები მიხვდნენ თავისი დამარცხების მიზეზს - მათ არ შეასრულეს 
მოციქულის ბრძანება და სტრატეგიული ჩასაფრების ადგილი მიატოვეს. ყურეიშელთამექისაკენ გამგზავრების 
შემდეგ მუჰამედმა აუცილებელ საქმეებს შეუდგა: მოციქულმა ჰამზა იკითხა: ჰამზას გვამს ბრძოლის ველის შუაგულში 
მუცელგაფატრულ, ყურებ და ცხვირ დაჭრილ მდგომარეობაში წააწყდნენ. მუჰამედმა თქვა: :"ყურეიშებზე 
როცა კი გავიმარჯვებ, მათგან 30 კაცი ამგვარად უნდა დავსაჯოო". შემდეგ ჰამზას გვამთან ასეთი სიტყვები 
წარმოთქვა: "შენ რომ ეწიე იმ საშინელებას მეტად აღარასოდეს ვეწევით. მოსწავების ანგელოსმა მითხრა, რომ 
ჰამზას ზეციურ სასუფეველში "ღმერთის და მისი წინასწარმეტყვე-ლის -ლომის წოდება მიენიჭა". ჰამზას დამ, საფიამ ძმის სხეულის მონახულება მოისურვა, მაგრამ მოციქულის დავალებით საფიას ძმის გვამის მონახულება აუკრძალა. საფიამ თქვა: "გავიგე ჩემი ძმის გვამი შეურაცხყოფილია, მაგრამ ღვთის გზაზე მის ასეთ მდგომარეობას უთუოდ შევეგუები~. საფიას შვილმა -ზუბეითმა დედის ნათქვამი ამცნო მუჰამედს. მუჰამედმა გვამის მონახულების ნება დართო. მუჰამედის ბრძანებით ჰამზა უჰუდშივე დაასაფლავეს. მსგავსევე დასახიჩრებული აბდულ იბნ ჯაჰშის გვამის ჰამზას გვერდით მიაბარეს მიწას. მოციქულმა სად იბნ რაბიც იკითხა და მისი ამბის გასაგებად მუჰამედ იბნ მასლამა გაგზავნა. მასლამმა სადი მკვდრებს შორის მიაგნო. იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მასლამამ უთხრა: "მოვსულვარ, რომ შენს შესახებ 
მოციქულს შევატყობინოო". სადმა უთხრა: `მე უკვე მკვდრებში ვწევარ, მოციქულს ჩემი სალამი უთხარი, მის 
მომხრეებს კი გადაეცი, რომ მოციქული მტკიცედ დაიცვან, რომ უფლის წინაშე პირნათლად წარდგნენ." სადმა სული 
დალია. მასლამამ ყველაფერი მოციქულს უამბო. მოციქულმა თქვა: "ღმერთმა აცხოვნოს, სიცოცხლეშიც და სიცოცხლის 
უკანასკნელ წუთებშიც მისი გული ღმერთის და წინასწარმეტყველის სიყვარულით ფეთქდა". მართალია, მუჰამედის მომხრეთაგან ზოგიერთები შეშინდნენ და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთა თავდადება ღმერთისადმი და მოციქულისადმი უსაზღვრო მიზნებით იყო გამსჭვალული. ასეთთა რიცხვს ამირ იბნ ჯამუჰიც ეკუთვნოდა. იგი სახიჩარი იყო (ერთი ფეხით კოჭლობდა), მისი 4 ვაჟი ლომივით იბრძოდა უჰუდის ველზე. 
ჯამუჰის უჰუდის ბრძოლაში მონაწილეობაზე ვაჟები არ თანხმდებოდნენ, იგი გამოცხადდა მოციქულთან და მიმართა: 
"ჩემი შვილები ბრძოლაში მონაწილეობას მიშლიან. მე კი ჩემი კოჭლი ფეხით სამოთხეში მინდა ვიაროო". 
მოციქულმა მოუსმინა ჯამუჰის და მის ვაჟებს ასე უთხრა: "ნუ დაუშლით, იქნებ უფალმა მოწამეობა მას ნიჭივით 
უბოძა". მოხუცი ჯამუჰი გამოვიდა გარეთ და ღმერთს მიმართა, რომ იგი ამის შემდეგ თავის ოჯახში აღარ დაებრუნებინა. წავიდა უჰუდში და მოწამეობას ეწია. ასევე საოცარია ჯამუჰის მეუღლის ჰინდის ხვედრიც. ჰინდმა დაღუპული 
თავისიანების გვამების მედინაში წამოსაღებად აქლემით გაემგზავრა უჰუდში. უჰუდიდან გამომგზავრებულმა გზად 
მანდილოსანთა ერთ ჯგუფს შემოეყარა. მანდილოსნებმა ჰკითხეს: "შენ უჰუდიდან მოდიხარ და იქ რა ამბებიაო". 
ჰინდმა უპასუხა: "წმინდა მოციქულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მისი კარგად ყოფნით კი ყოველგვარი 
უბედურება ადვილი გადასატანია". ღმერთმა ზოგი ღვთისმოშიში მოწამების მწვერვალს აზიარა. მანდილოსნებმა 
ისეც ჰკითხეს: "აქლემით ვის გვამებს ეზიდებიო". ჰინდმა უპასუხა: "ქმრის, ძმის და შვილის. მედინაში მინდა მივაბარო 
მიწას". აქლემი ზანტად მიიწეოდა. ერთ-ერთმა მანდილოსანმა თქვა: "იქნებ სიმძიმის ატანა უჭირსო". ჰინდმა უპასუხა: "ეს ძლიერი აქლემია. უჰუდისკენ სწრაფად მიდის, მედინისკენ კი, როგორც არ ვექაჩები, ფეხის გადადგმა უჭირს". 
ჰინდი იძულებული გახდა, უკან უჰუდში გამობრუნებულიყო და ყველაფერი მოციქულისთვის ეამბნა. 
ასეც მოიქცა. მოციქულმა ჰკითხა:"თავისუფლად სახლიდან გამოსვლისას შენმა ქმარმა რა თქვა?". ჰინდმა უპასუხა: 
"ჩემმა ქმარმა ღმერთს მიმართა და თქვა: `ღმერთო, ჩემს ოჯახში მეტად ნუ დამაბრუნებო". მაშინ მოციქულმა ურჩია, რომ მოწამებრივად დაღუპული თავისიანები ჰინდს უჰუდში მიებარებინა მიწისთვის, რადგან ღმერთმა მიიღო ჯამუჰის 
თხოვნა. მაშინ თვალცრემლიანმა ჰინდმა შესთხოვა მოციქულს, რომ ღმერთისთვის მისი საიქიოში თავისიანებთან 
ყოფნა ეთხოვა. 

iman.ge