Ən son

ისლამის ისტორია 44-ნაწილი

16 Noyabr 2018 - 13:50


ყურეიშების გაუგონარი დანაშაულობანი 
ყურეიშების ქალები ხშირად მუსლიმანთა გვამების სხვადასხვაგვარი დასახიჩრებით ერთობოდნენ. გვამებს ხან 
ყურებს აჭრიდნენ, ხან ცხვირს. აბუ სუფიანის ცოლმა სახელად ჰინდმა მუსულმანთა სხეულის ორგანოები 
ყელსაბამზე ააწყო და ასე ატარებდა. იგივე ჰინდმა, ჰამზას გვამს მუცელი გაუფატრა, ღვიძლი ამოგლიჯა და კბილებს 
შუა მოიქცია, მაგრამ რამდენს არ შეეცადა, მაინც ვერ დაღეჭა. ეს ისეთი საზიზღრობა იყო, რომ ამის გამო აბუ სუფიანმაც კი უსაყვედურა ცოლს. ჰინდის ეს საქციელი ისტორიამ დაიმახსოვრა და მის შთამომავლობას `ღვიძლის 
მჭამელები~ უწოდა. 

 იდეოლოგური ბრძოლა 
ყურეიშებმა ვითარების თავიანთ სასარგებლოდ წარ-მართვა მოინდომეს. აბუ სუფიანმა და აქრაბამ გამოიტანეს 
კერპი "ჰუბალი" და ხმამაღლა გაიძახოდნენ: "გაუმარჯოს ჰუბალს". ამით იმის თქმა სურდათ, რომ წარმართობამ 
ყურეიშებს გაამარჯვებინა, ხოლო მონოთეიზმმა მუსლიმანები დაამარცხებინა. მაშინ მოციქულმა ალის და კიდევ რამდენიმე მუსლიამნს დაავალა ყურეიშებისთვის პასუხის გაცემა. მუსლიმანები გაიძახოდნენ: "ღმერთი დიდი და 
ძლევამოსილია". აბუ სუფიანმა ახლა მეორე კერპი "უზზა" გამოიტანა. მუსლიმანებმა ამაზეც სათანადო პასუხი გასცეს. 
ყურეიშები მექასკენ გამოემართნენ. 

iman.ge