Ən son

ისლამის ისტორია 43-ნაწილი

09 Noyabr 2018 - 14:13

დამარცხება გამარჯვების შემდეგ 
მუსლიმანთა ჯარის გულადმა ნაწილმა მტრის დევნა დაიწყო. დანარჩენმა ნაწილმა კი, დაარხეინებულნი რომ 
მტერი აღარ მობრუნდებოდა, იარაღი დაყარეს და ნაალაფარის შეგროვებას მიჰყვნენ. ფრონტის ზურგის 
დამცველ მოისრეებიც, ასევე მოიქცნენ. მიუხედავად მეთაურის დაჟინებული მოთხოვნისა არ მიეტოვებინათ 
პოზიცია: "ჩვენ აქაურობა არ უნდა მივატოვოთ. მოციქულმაც ასე გვიბრძანა". მაგრამ მებრძოლებმა მაინც მიატოვეს 
პოზიციები და ქვევით ნაალაფარის გასაყოფად გამოიქცნენ. მხოლოდ აბდულლაჰ იბნ ჯუბეირმა თანმხლებ ათ კაცთან 
ერთად არ მიატოვა პოზიცია და იქვე დარჩა. ამ დროს მტერმა შეძლო დაქსაქსული ძალების მობილიზება. - ხალიდმა კარგად უწყოდა მთის გამკვეთი ბილიკის სტრატეგიული მნიშვნელობა. იგი რამდენჯერმე შეეცადა კიდეც ამ ხაზის გარღვევა, მაგრამ დიდი დანაკარგებით უკუიქცა. ამჯერად ნაწილმა ბილიკის დამცველთა სიმღერით 
ისარგებლა და შეუტია. ჯუბეირის ხაზის შეუდრეკელობის მიუხედავად მტერმა გაარღვია ხაზი და დამცველები ამოჟლიტა. ნაალაფარის-გართული ჯარი მტრის პირისპირ აღმოჩნდა. ამ შეტაკებაში რამდენიმე მუსლიმანი იქნა მოკლული. - ალ კამის ასულმა, ამრამ ხალიდის წარმატებით გულმოცემულმა დროშა აღმართა. აღმართული დროშიც 
დანახვაზე უკუქცეული ყურეიშელები დროშის ირგვლივ შეჯგუფდნენ. მობილიზებულმა მტერმა მუსლიმანები ალყაში 
მოაქცია. ყურეიშელებმა სახელად ლისიმ მუსლიმანთა მხედართმთავარი მურაბ იბნ უმეორი მოკლა. უმეორს სახეზე 
რიდე ეფარა, ამიტომ მკვლელმა იგი მუჰამედად მიიჩნია და ატეხა ყვირილი რომ მუჰამედი მოვკალიო. ამის გაგონებაზე 
ისლამის მებრძოლები უსასოობამ მოიცვა, მიმოიფანტნენ. ყურეიშელებმა კი უფრო გაბედულად შეუტიეს მუსლიმანებს. 
სწორედ ამ მიზეზების გამო მუსლიმანები დამარცხდნენ. მოციქული ზოგიერთი მებრძოლის თავდადებული ბრძოლის 
წყალობით გადარჩა სიკვდილს. ამ მებრძოლთა სახელი ცნობილია ისტორიაში. მაგ.: იბნ ასირი წერს: " ... ისლამის ჯარი რომ დაიქსაქსა მტერმა იერიში უშუალოდ მუჰამედზე მიიტანა. მაგრამ ალი დაუღალავად იგერიებდა მათ. ამ ვითარებაში მოსწავების ანგელოსმა აკურთხა ალი. ალისთანა მებრძოლი და ზულფილარისთანა (ხმალი) ხმალი არ არსებობსო". 
თვით ალი ასე აღწერს: " ... ყურეიშებმა რომ შემოგვიტიეს ანსართა და მუჰაჯირთა უმრავლესობა ბრძოლის ველიდან 
უკვე გაქცეული იყო. ჩემს სხეულზე 70-მდე ჭრილობის მიუხედავად მოცუქულს გააფრთებით ვიცავდი. ხმალი ღრმად 
გადამატყდა, მუციქულმა თავისი ხმალი მიწყალობა". 
იბნ ჰიშამი ამ ბრძოლაში ყურეიშთაგან მოკლულთა სახელების ჩამოთვლისას აღნიშნავს, რომ ამათი 
უმრავლესობა ალის ხმლით განიგმირა. მეორე პირი, რომელიც ასევე თავდადებით იცავდა მოციქულს იყო აბუ დეჯანე. მისი გმირობის შესახებ მრავალი თქმულება არსებობს, ერთ-ერთი ასეთია: ბრძოლის 
წინ მოციქულმა ხმალი აიღო, ზე აღმართა და თქვა: "ამ ხმალს სათანადოდ ვინ მიუზღავსო?~. მრავალი ადგა და 
მზადყოფნა განაცხადა, მაგრამმოციქულმა ხმალი არც ერთს არ დაუთმო. ბოლოს აბუ დეჯანემ ჰკითხა: _ ამ ხმლისთვის 
ზღობის არსი რაში მდგომარეობსო?. მიციქულმა აუხსნა: "ხმალი იმდენი უნდა ატრიალო და ურტყა სანამ არ 
გაიღუნებაო". აბუ დეჯანემ მიუგო: "მე მივუზღავო". მერე დამცველი და მფარველი მოციქულის ჰამზა იბნ 
აბდულ მუთალიბი მართლაც დიდი შეუპოვრობით გამოირჩეოდა. იგი მოციქულზე მეორე თავდასხმის დროს 
განიგმირა. მისი მკვლელი ვაჰში აბაში ამბობს: `მე მუჰამედს ვერანაირად ვერ ვუდგებოდი. მისი დამცველი ალი 
გააფრთებით იგერიებდა მუჰამედზე მისულ მტერს და ფხიზლად მოქმედებდა. მაგრამ ჰამზა იმდენად ჩაერთვებოდა 
ხოლმე ორთაბრძოლებში, რომ ირგვლივ საფრთხეს ნაკლებ ამჩნევდა. მე მალულად მივეპარე და ზურგსუკან პოზიცია 
შევარჩიე. გაცხარებულ ბრძოლაში გართულ ჰამზას ზურგიდან ვუმიზნე და ოროლით გავუპე გული. 
მეოთხე დამცველი ნასიბად წოდებული მანდილოსანი უმმა ამირი დიდ თავდადებულობით გამოირჩეოდა. ისტორიამ მისი შეუდრეკელობის მრავალი თქმულება შემოინახა. თავდაპირვლად მისი მოვალეობა წყლის ზიდვით 
იფარგლებოდა. მოციქული საფრთხეში რომ დაიგულა ხმალს მოკიდა ხელი. მოციქულის უშუალოდ დაცვაში ჩაება. ნასიბა მხარში დაიჭრა. მოციქულმა ნასიბას შვილს უხმო, რომ დედისთვის მიეხედა, შვილიც დაიჭრა. ნასიბამ შვილს 
ჭრილობა შეუხვია და მოციქულის დასაცავად მოუწოდა: "შვილო ადექი და მოციქული დაიცავი". დასახელებულ ადამიანთა თავდადებით გადარჩა მოციქული, მაგრამ მან მრავალი ჭრილობა მიიღო. აბდულლაჰ იბნ შაჰაბმა მოციქულს შუბლი გაუხეთქა. აბი ვაკასის შვილმა უთბამ ოთხი ქვს ესროლა მოციქულს და წინა კბილი ჩაუმტვრია. იბნ კუმეია ლეისიმ მოციქულის სახეში ხმალი ისე ჩასცხო, რომ მუზარადის რგოლებმა ღაწვის რბილში შეაღწია. მუჰამედის გადარჩენას მისი მოკვლის შესახებ ხმის გავარდნამ შუწყო ხელი. მტერი მის სხეულს მკვდრებში 
ეძებდა. მუსლიმანებმა ამ ჭორის გავრცელება მიიჩნიეს უპრიანად და სინამდვილის განცხადებისგან თავი შეიკავეს. 
მუჰამედი ხევში გადამალეს. ხევისკენ მიმავალ გზაზე მოციქული ღრმა ორმოში ჩავარდა, ალიმ დაუყოვნებლი გაუწოდა ხელი და ამოიყვანა. მუსლიმანთაგან პირველმა ვინც მუჰამედი იცნო ქაბ მალიქი იყო. ბრძოლის ველიდან 
ხევში დამალული მებრძოლებმა მუჰამედი რომ დაინახეს სინდისის ქენჯნა იგრძნეს და თავები ჩაქინდრეს. 
მოციქულს სისხლი მობანეს, ჭრილობა შეუხვიეს. აქ მას უმთავრესად ალი და ფატიმა ეხმარებოდა. შუადღის ნამიზი 
მოციქულმა იქვე აღასრულა, რადგანაც ჭრილობებისგან უღონოდ იყო. ნამაზის შემდეგ ასე მიმართა ჯარს: მოციქულის სისხლიანი სხეულის გამო, უფლის რისხვა მტრის მიმართ გაათკეცდა". 

iman.ge