Ən son

ისლამის ისტორია 42-ნაწილი

02 Noyabr 2018 - 15:38

ჯარების განლაგება 
ჰიჯრეთის მეორე წლის შავვალის თვის შაბათი დღე იყო. დილიდანვე იზრუნა მოციქულმა ჯარების განლაგებაზე. 
(ამჯერად 3000 მტრის წინაშე სულ 700 მუსლიამნი იდგა.) მუჰამედმა ასე მიმართა მებრძოლებს: `მე თქვენ მხოლოდ 
ღმერთის დანაბარებს გირჩევთ: "დაემორჩილეთ ღვთის ბრძანებას და შიდა დაპირისპირებებს მოეშვით. მტერთან 
შებმას უამრავი სირთულე ახლავს. მხოლოდ ღმერთის მფარველობაში მყოფი ადამიანები შეძლებენ გაუძლონ 
მტერის დარტყმას. ღმერთი მორჩილთ ფარავს, სატანა - ურჩთ. მოსწავების ანგელოზმა შემატყობინა, რომ ამ ქვეყანასყოველი თავისი კუთვნილის მითვისების შემდეგ დატოვებს. ბრძანების გარეშე მტერს ნუ შეუტევთ". 
მტერმაც განალაგა თავისი ძალები. მარჯვენა ფლანგი ხალიდს ჩააბარა, მარცხენა აქრამას. ჯავშნიანი ქვეითები შუაში ჩააყენა. დამცავი ძალები წინა ხაზზე განალაგა. 

ბრძოლის დაწყება 
აბუ სუფინმა თავისი ჯარის მედროშეებს ასე მიმართა: "ჯარის გამარჯვება მედროშეთა საბრძოლო მცდელობაზე 
ბევრად არის დამოკიდებული. ჩვენ ბადრის ბრძოლაში სწორედ მედროშეთა დაბნეულობის გამო წავაგეთ. თუ ბენი-აბდულ დარის ტომი დროშის ჯეროვან ტარებას ვერ შეძლებს, ჯობია ეხლავე ჩააბაროს სხვა ტომს: ამ მიმართვის 
დასრულებისთანავე ბრძოლა დაიწყო: ერთ-ერთი მედროშე იბნ აბი თალჰ, წინ წადგა და თქვა: მუჰამედის მომხრენო, თქვენ ამბობთ, რომ ამ ბრძოლაში დაღუპული მუსლიმანი სამოთხეში მოხვდება. ხოლო ყურეიშთა დაღუპულები კი -
ჯოჯოხეთში". ეხლა არის თქვენს შორის ვინმე ისეთი, რომელსაც მე სამოთხეში გავგზავნი, ან ის მე -ჯოჯოხეთში. მასთან შესაბმელად ალი წადგა წინ და თვალის დახამხამებაში მტერი მიწაზე უსულოდ დასცა. აბი თალჰა გარდა ყურეიშებს კიდევ რვა მედროშე ჰყავდათ შერჩეული. ყველა მათგანი ბენი აბდულარის ტომიდან იყო. ალიმ ცალ-ცალკე შებმით ყველა ისინი მოკლა. მათ შემდეგ ალისთან შესაბმელად ზორბა ტანის მონამ სახელად სუაბი, აიღო დროშა. სუაბი სიბრაზისგან თვალებში ცეცხლს აკვესებდა, მაგრამ ალის ხმალმა ისიც დასცა. ყურეიშელი ქალები თავიანთ მეომრებს სიმღერებითა და ასეთი შეძახილებით ამხნევებდნენ: "თუ მტერზე გაიმარჯვებს, ჩვენს ალერსს დაიმასურებთ, თუ ბრძოლის ველიდან გაიქცევით, ჩვენც გაგექცევით". ყურეიშებმა ათივე მედროშე დაკარგა. მტერი შიშმა 
შეიპყრო და გაქცევას შეეცადნენ. მუსლიმანებმა გამარჯვება მოიპოვეს. 

iman.ge