Ən son

ისლამის ისტორია 41-ნაწილი

12 Oktyabr 2018 - 13:40

უჰუდის ბრძოლა
ბადრის ბრძოლაში დაღუპულთა დატირების აკრძალვამ ყურეიშები შურისძიების გრძნობა უფრო გაამძაფრა. ამას
ჯაბ იბნ აშრაფის ლექსად გამოთქმული მოწოდებებიც ემატებოდა და შურისძიების დრტვინვა უფრო და უფრო
მძვინვარებდა. ყურეიშის თავკაცებმა დაადგინეს, რომ  მედინაზე გამავალი საქარავნო გზებით მოსარგებლეს
ყველა თაჯირისგან შეეგროვებინათ საჭირო სახსარი და ჯარი შეეკრიბათ მუსლიამენბზე შურისძიებისათვსი.
დახმარებისათვის მეზობელ ტომებსაც მიმართეს. ამგვარად სამი ათასი მებრძოლისგან შემდგარი ჯარი გაამზადეს.
მებრძოლმა გასართობად მომღერალი ქალებიც იახლეს.ზოგიერთ მონა-მსახურსაც აღუთქვეს თავისუფლების
მინიჭება, თუ ისინი მუსლიმანთა გამორჩეულ თავკაცს მოკლავდნენ. ჯუბეირ იბნ მუთიმ თავისი აბისინული ზანგი
ვაჰში სწორედ ამ პირობით ჩართო ამ ბრძოლაში.

მოციქულმა შეიტყო ყურეიშელთა საბრძოლო მზადების შესახებ

მუჰამედის ბიძამ აბასმა, რომელიც ფარულად იცავდა ისლამს, მედინაში წერილი მოსწერა და ყურეიშთა
საბრძოლო მზადების შესახებ შეატყობინა. შიკრიკმა წერილი მოციქულს მეჩეთში გადასცა. მოციქულმა წერილი უბაი იბნ ქაბს წააკითხა. მედინის ებრაელთა თემმა და ისლამის სხვა მოწინააღმდეგეებმა ძალიან გაიხარეს ამ ამბის შეტყობით და მუსლიმანებზე და მათ სულისკვეთებაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას შეეცადნენ.
შავვალის თვის 5 რიცხვს მუჰამედმა მედინის მიდამოების დასაზვერად ორი კაცი გაგზავნა. მზვერავებმა ამბავი
მოუტანეს მუჰამედს, რომ ყურეიშებმა მედინის საძოვრებს შეასიეს თავიანთი საქონელი და საძოვრები პირწმინდად
გადააძოვინეს. მოციქულმა ეხლა ჰუბაბ იბნ მუნზარს დაავალა მტრის ჯარის რაოდენობის შესახებ ცნობის
მოპოვბა. ირკვეოდა, რომ ყურეიშების მედინასკენ წამოსვლა გარადუვალი იყო.ხუთშაბათს დღეს, შავვალის თვის 6 რიცხვს მუსლიმანებმა განთიადამდე მეჩეთის და მუჰამედის სახლს და მის მიდამოებს უყარაულეს. პარასკევს საბჭო შეიკრიბა თავდაცვის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით. საბჭოში აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი.ერთი ჯგუფი აბდულ იბნ უბაიუ ანსარის (იგი ისლამის მხოლოდ გარეგნულად იცავდა რწმენით კი ისევ წარმართი 
იყო.) და მუჰაჯირთა რამდენიმე თავკაცის მხარდაჭერით მოითხოვდა, რომ ქალები ერთ მაღლობზე განეთავსებინათ,
საიდანაც მტერს ქვებს დაუშენდნენ. კაცები კი მედინის ქუჩებს დაიცავდნენ ანუ მოითხოვდნენ, რომ მტერს ქალაქში
დახვედროდნენ და არა ქალაქს გარეთ. ანსართა ახალგაზრდა წარმომადგენლები და ბადრის ბრძოლის მონაწილენი კი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მტერის ქალაქში შემოსვლამდე ადხვედროდნენ. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა ისლამის სახელოვანმა სარდალმა ჰამზამაც. მან თქვა: ვფიცავ, ყურანის მომასწავებელ ღმერთს, რომ სანამ მტერს ქალქაში შემოსვლამდე არ გავანადგურებ, პირში ლუკმას არ ჩავიდებ. მოციქულმა უმრავლესობის აზრი გაიზიარა და
ქალაქგარეთ მტრის ახვედრის გეგმა შეიმუშავა. აბდულაჰის წინადადება შეიძლება იძლეოდა კიდეც გამარჯვების
გარანტიას, მაგრამ მოციქულმა ეს წინადადება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გაუმართლებელი იქნებოდა.
მართლაც, ქალების ბრძოლაში ჩართვა და მტრის კარის ზღურბლთან ლოდინი ვერაფერი ვაჟკაცობა იყო.
მუჰამედმა ჩაიცვა საბრძოლო აღჭურვილობა და გამოცხადდა თავშეყრის ადგილას. ანსარებმა მოციქული რომ
დაინახეს იფიქრეს, ალბათ ვაიძულეთ ქალაქგარეთ ბრძოლაო და ერთხმად ასე მიმართეს: `მოციქულო როგორც
დაგვისახავს, ისევე მოვიქცევითო. ამაზე მუჰამედმა უპასუხა:"თუ მოციქულმა საბრძოლო აღჭურვილობა ჩაიცვა სანამმტერს არ შეებმის, აღჭურვილობას ვერ გაიხდისო". ამის შემდეგ სახალხო ნამაზი აღასრულეს. მუჰამედმა
ჯარს გამარჯვების სულისკვეთება განუმტკიცა და 1000 კაციანი ჯგუფით მედინადან ავიდა. ჯარს სამი დროშა
მიუძღოდა, ერთი ოვსებს ეკავათ, მეორე -ხაზრაჯელებს და მესამე მუჰაჯირებს. ამჯერადაც ბევრმა უწლოვანმა მოინდომა ბრძოლაში მონაწილეობა. მოციქულმა მათგან მხოლოდ ორი კარგი ემისრე შეარჩია და დანარჩენი მედინაში გააბრუნა. მედინიდან უჰუდისკენ მიმავალ გზაზე შეტად წოდებულ ადგილს რომ მიაღწიეს აბდულაჰ იბნ უბაიმ მისი აზრის გაუთვალისწინებლობა მოიმიზეზა და თავის მომხრე ერთ ჯგუფთან ერთად მედინაში გამობრუნად.  ისლამის ჯარმა გზა განაგრძო. შეიხანად წოდებულ ერთ ადგილას ღამე გაათიეს. დილით ნამიზი აღასრულეს და უჰუხდისაკენ აიღეს გეზი. მეორე დილით უკვე უჰუდში იყვნენ და განთიადის ნამაზიც აქვე აღასრულეს.პოზიციების შესარჩევად ადგილმდებარეობა ყურადღებით დაათვალიერა მუჰამედმა. უჰუდის მთას ერთი ბილიკი სერავდა. მოციქულმა აქ მეისრეთა ორი ჯგუფი ჩააყენა და თან მკაცრად გააფრთხილა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მტერი ბილიკზე არ გაეტარებინათ. მართლაც, ამ ბილიკის დაცვას დიდი მნიშვნელობა რომ ენიჭებოდა. ამას ქვემოთ დავინახავთ. 







iman.ge