Ən son

რაში გამოიხატება ბეწვის ხიდის ჭეშმარიტება?

11 Oktyabr 2010 - 17:01


 “ბეწვის ხიდი” ჯოჯოხეთის თავზე გამავალი გზის ნაწილია და იგი ან ყველამ ან უმრავლესობამ უნდა გაიაროს.
  რასაც ქვეყნის (სოფლის) გზა ჰქვია, აქ იგულისხმება მისწრეფათა, მიზანთა ერთობლიობა. იმ თვისებათა და საქმიანობის მთლიანობა, რომლებიც ადამიანს უკავშირდება.
  ყველა ეს მისწრაფება, თვისება და საქმე განკითხვის ჟამს ან ფართო და საამურ ანდა შემზარავ და ვიწრო გასასვლელის სახით იქნება გამოხატული.
  ყოველი ადამიანი ღვთის დადგენილებებთან და წმინდა ღვთისმოსავთა მოწოდებებთან თავისი მოახლოვიდან და მორჩილებიდან გამომდინარე მართალ ბეწვის ხიდთან (სირადი-მუსთაკიმ) უფრო ახლოს იდგება და განკითხვისას ამ გზას უსაფრთხოდ და მშვიდად გაივლის. ხოლო ყოველი ადამიანი, რომელიც ღვთის რჩევებს თავს არიდებდა, წინასწარმეტყველთა  მოწოდებებს არ შეისმენდა და  მრუდე გზას ადგა ის “სირათი-მუსთაკიმ”-იდან შორს რჩება და განკითხვისას ბეწვის ხიდზე გავლისას ჯოჯოხეთში შთაინთქმევა. ამიტომ ბეწვის ხიდსა და ადამიანის ამ ქვეყანაზე გავლილ გზას შორის ზუსტი შესაბამისობა და მისადაგებულობა არსებობს. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ადამიანის მიერ ქვეყანაზე გავლილი გზა ბეწვის ხიდზე მოხვედრისას ან გადის ამ ხიდს ან ჯოჯოხეთში შთანთქმით ვლინდება. ბეწვის ხიდზე გასვლის სიჩქარე დამოკიდებულია ისევ და ისევ ადამიანის ღვთისნიერობასა და ღვთისმოსავობაზე. ღვთისმორჩილნი ხიდზე სინათლესავით გაივლიან, მაგრამ ღვთის ურჩნი და ვნებათაღელვის მონანი შესაბამისად ამ ხიდზე დიდ სიძნელეებს გადაიტანენ.
  ჰადისებში ამის შესახებ ნათქვამია:L “ბეწვის ხიდზე (სირათ) ზოგნი სინათლის ნახტომით, ზოგნი ცხენის ჭენების მსგავსად, ზოგნი კი დაოთხილნი (ხელებისა და მუხლების მეშვეობით) ზოგნი ნახევრად ცეცხლმოკიდებულნი, ზოგნი კი საერთოდ ვერ გაივლიან და ჯოჯოხეთში ამოჰყოფენ თავს.”
   ჩვენ მუსლიმებმა, როცა ისლამის გაჩენიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ გვიხდება ცხოვრება, საფრთხეს თავი რომ ავარიდოთ, გამოცხადებათა საუფლო არ უნდა მივატოვოთ და ღვთიურ მოწოდებებს დავემორჩილოთ. ღვთის მოციქული ალის ეუბნება: “ალი! განკითხვის ჟამს მე, შენ და ჯაბრაილი ბეწვის ხიდის გასაწყისში ვიდგებით და ვინც შენი სიწმინდის ხელმწიფებას არ აღიარებს ხიდზე ვერ გადავა.”
   ქვეყანაზე წმინდის ყალბისაგან, მართლის ცრუსაგან გარჩევა ადვილი არ არის. ამიტომ ჰადისებში სირათი (ხიდი) ბეწვზე წვრილად და ხმალზე მჭრელად არის წარმოდგენილი.
  ნეტარი წინასწარმეტყველი გვირჩევს: “სირათი 7 ხიდისგან შედგება, ბეწვზე წვრილი და ხმალზე მჭრელი. ყოველი მათგანი 3 ათასი გზაა, ათასი წილი ზევით, ათასი წილი ქვევით და ათასი წილი წრიულად. ყოველი ხიდის კვანძზე მიდგომისას კითხვა-პასუხი იწყება. პირველ ხიდზე რწმენის შესახებ, მეორეზე  ნამაზის (ლოცვის) შესახებ, მესამე ხიდზე – ზექათზე (სამოწყალო შესაწირავზე) მეოთხეზე მარხვის შესახებ, მეხუთეზე ჰაჯჯის (ქააბაზე მომლოცველობის) შესახებ, მეექვსეზე მოშურნეობის შესახებ, მეშვიდეზე კი – მშობლების შესახებ ხდება კითხვა-პასუხი.”
   მაღალ ღმერთს შევთხოვოთ, რომ ბეწვის ხიდზე უდრტვინველად გავლის მოწყალება გაიღოს ჩვენთვის. ამინ!”

ისლამურ- განმანათლებლური საიტებიდან გადმოთარ