Ən son

ქრთამი

11 Oktyabr 2010 - 16:52

აკრძალული გზით შეძენილ ქონებას ბარაქა არ მოაქვს, ასეთი ქონება უპირველესად ჩვენს სულიერებას ვნებს. მრუდე გზით გამდიდრების მსურველთა ხვედრი, ყოველთვის უღირსობით და ტანჯვით დასრულებულა. ქრთამიც არამი მოგების ერთ-ერთი სახეა. ქრთამი საზოგადოებაში უსამართლობის, უთასანსწორობის გაჩენას უწყობს ხელს. მუჰამადი ამის შესახებ გვარიგებს. “ქრთამის აღებისაგან თავი შეიკავეთ, ჭეშმარიტად, ის წმინდა ურწმუნოებაა. მექრთამე სამოთხეს სურნელს ვერ ეღირსება.”
  ანგარებიანობის დაძლევა და ძლიერი ნებისყოფა თუ შეძლებს მრუდე გზისგან თავის შეკავებას. ჰადისში ნათქვამია: “ხმლის ქნევა, წესიერი გზით ქონების შეძენაზე ადვილია!” ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ყოველი გროში, ყოველი ლუკმა, მხოლოდ წესიერებით მოვიპოვოთ. მრუდე საქმეებს არ გავეკაროთ, ცოდვა არ ჩავიდინოთ, რადგან ბედნიერება და კეთილდღეობა მხოლოდ დაუშვებლისგან თავშეკავებით მიიღწევა. 

ელშან მუსტაფაევი