Ən son

ბანქოს თამაში (ყუმარი)

11 Oktyabr 2010 - 16:29


“მორწმუნენო! ღვინო, ბანქო, კერპთათვის შესაწირავი და მკითხაობის ისრები ბინძური და სატანის საქმეა. გაერიდეთ ასეთებს, რომ ხსნას ეწიოთ. უეჭველად, რომ სატანას ღვინისა და ბანქოს მეშვეობით თქვენ შორის შურის და სიძულვილის დათესვა სურს, ნამაზისგან თქვენს გაშორებას ცდილობს. ასე, რომ თქვენ განუდგებით, თუ არა  ბინძურ საქმიანობას?” (ს. “მაიდა” 90-91-აიე).
  კაცობრიობა ბანქოს (კუმარ) თამაშისადმი მიდრეკილებას უძველესი დროიდან ამჟღავნებს. კუმარი მხოლოდ ინდივიდისათვის არა, მთელი საზოგადოებისათვის შეადგენს საფრთხეს. უნდა იცოდეთ, რომ წამგებ-მომგები ნებისმიერი საქმე კუმარად ჩაითვლება. მაგ: ლატარეა, ლოტო, კარტი, კაზინო და სხვა. ზოგიერთები ასეთი თმაშებით ვითომ ერთობიან, ხალისდებიან. მაგრამ ასე სულაც არ არის, ისინი დროთა განმავლობაში ამ აზარტის მსხვერპლად იქცევიან. რამდენი ოჯახი დანგრეულა, ბავშვი დაობლებულა, სისხლი დაღვრილა.

იმანი