Ən son

თამბაქოს მმწეველო მამებო ყურადღებით იყავით!

26 Sentyabr 2010 - 19:12

ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი ილქერ ოქთენი აცხადებს რომ, სიგარეტის მწეველი მამების შვილებში კიბოს გაჩენის რისკი მეტია.

სნნ-ის მიერ გადმოცემული ინფორმაციით აბკარის უნივერსიტეტის ონკოლოგიური კვლევის ცენტრის სიგარეტთან ბრძოლის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოსაქვეყნებლადფ კონფერენცია გაიმართა.

ილქერ ოქთენმა კონფერენციის დასაწყისში სიგარეტის მავნებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბოს, გულის დაავადებების, ფილტვების დაავადებები მეტი წილი სიგარეტის მწეველებზე მოდის. “სიგარეტის წევით ადამიანები არამარტო თავითავს არამედ ოჯახს, განსაკუთრებით კი მცირეწლოვან ბავშვებს ვნებენ. მწეველი მამების სენი შვილზეც გადადის.”

“ამგვარ ინფორმაციებში ჩემთვის აღმაშფოთველი მომენტი არსებობს; პირველი, არის ინფორმაციის მოწოდების სტილი. ახალი პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ მისი ჩვეულებრივი მდგომარეობისათვის აღქმა სწორი არ არის. ასეთი მიდგომა წევის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტს სცემს” თქვა ყოფილმა მწეველმა “დუარლარის” კომენტატორმა ალი ჯაფარმა. შემდეგ მან დასძინა: “სიგარეტის საფრთხე მთელი მსოფლიოსათვის არის ცნობილი, მაგრამ სიგარეტის ლობის მხრიდან გაწეული მცდელობის შედეგად სიგარეტის საფრთხის განცდა თითქმის ქრება. ჩემი შეხედულებით აქ მიდგომა ყოვლად სერიოზული უნდა იყოს. ყველაზე ზემმოქმედი საშუალებით უნდა ხდებოდეს ინფორმაციის გამახვილება და ხალხის ყურადღებამდე მიტანა. აი, მაგალითად როგორც ყოველთვის სრულიად ჩვეულებრივად ითქვა, რომ თურმე ონკოლოგიური სენი მამიდან შვილზეც გადადის. ეს ხომ საშინელებაა. ექიმებმა აღშფოთების ზარს უნდა ჩამოჰკრან, რომ სიგარეტის ლობის მხრიდან ამ აღშფოთების განეიტრალება ვერ მოხერხდეს. რაც შეეხება ამ შხამიანი ჩვევის უარყოფით შედეგს, ეს ფაქტია. მე თვითონ ვიყავი ამ საშინელებაში ჩაფლული და შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მანამდელ და შემდგომ ცხოვრებას შორის ცა და დედამიწის მსგავსი განსხვავებაა.


სიგარეტის წევას ხანდახან მძიმე ავადმყოფობას უწოდებენ. სინამდვილეში ეს მძიმე ჩაფლულობაა, აქედან თავის დაღწევის გზა პიროვნული გადაწყვეტილების მიღებაა

“დუარლარ”