Ən son

რა არის ცოდვა?

06 Sentyabr 2010 - 21:24

ცოდვის უკეთურობანი იმდენად ვრცელია, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელიცაა. თუმცა ზოგიერთის ჩამოთვლა მოხერხდება.


ცოდვა სიკეთეს სპობს, უკეთურებას გზას უთმობს;


ცოდვა კაცის სიცოცხლეს ამოკლებს და სიკვდილი ყრმობაშივე ეწვევა;


ცოდვა სიმშვიდეს არღვევს, საზოგადოებაში დაპირისპირება იჩენს თავს;


ცოდვა აშენებულს ანგრევს, ნანგრევთა რიცხვს ამრავლებს;


ცოდვა სიხარულს მწუხარებით ცვლის;


ცოდვა მშვენიერებას ხრწნის და სიმახინჯეს არგუნებს;


ცოდვა კაცს სიმშვიდეს ურღვევს, ტანჯვაში ამყოფებს;


ცოდვა კაცს ყოველგვარ ნიჭთაგან უბოძვარს ხდის, სიღატაკეში ამყოფებს;


ცოდვა კაცს ჯანმრთელობას აცლის, სნეულს ხდის;

 ერთი გადმოცემის მიხედვით იმამი სადიკი ბრძანებს: “იცოდეთ, რომ შეუცოდველად არანაირი უბედურება და სნეულება არ შეგემთხვევათ. ღვთის მცნება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ თქვენი საკუთარი უკეთური ქმედებებია თქვენდამი მიმართული ნებისმიერი უბედურება, მაგრამ ღმერთმა მრავალჯერ შეგიწყნარათ” შემდეგ იმამი დასძენს: “ყოველშემთხვევაში ღმერთი უფრო გწყალობთ, ვიდრე განგსჯით!”


  ცოდვა ბარაქას ამწირებს, ქვეყანას გაუსაძლისს ხდის. იმამი ბაგირი ამბობს: “ცოდვლიანი მონა ღვთის მადლის გარეშე რჩება!” იმამი სადიკი ამბობს: “ ჭეშმარიტად, ცოდვა ღვთის მონას მადლის გარეშე ტოვებს” იმამი ბაგირი დასძენს: “ცოდვილ კაცს მადლი გაურბის.” იმამი ბაგირი დასძენს: “ კაცთა ერთმა ჯგუფმა ფული დადო, რომ ერთი ნაკვეთის მოსავალს უეჭველად დააბინავებდნენ. შეთანხმდნენ მაგრამ “ღვთის შეწევნით”-ო არ უთქვამთ, მათი ნაჯაფარი ღვთის ნებით სრულიად განადგურდა.

იმანი