Ən son

ოჯახის შემქნამდე გასათვალისწინებელი გარემოებანი

06 Sentyabr 2010 - 21:08

მომავალი საცოლის ახლოს და კარგად გაცნობისათვის უპრიან ხერხად ითვლება, საპარტნიორო მხარესთან გასაუბრება. ამ გზით გარკვეულწილად მისი გაცნობა შესაძლებელი ხდება. თანაცხოვრების ასაგებად გასაუბრებული პირები მათივე ხასიათიდან გამომდინარე, ან იწონებენ ერთ-ურთს ან არ იწონებენ. მაგ: ზოგს ადამიანური განწყობა-ხასიათებიდან ერთგვარად დინჯი თავის სამყაროში ჩაკეტილი, ეულობას მიდრეკილი ხასიათები იზიდავს. ზოგს კი პირიქით, მოძრავი, მხიარული, კომუნიკაბელური ხასიათები იზიდავს. საუბარში ორივე მხრის შინაგანი გახსნილობა თითოეულის შინაგან სამყაროზე უცდომელ ინფორმაციას იძლევა და ამდენად მათი რეალურად ნამდვილი ხასიათები ნათლად წარმოჩინდება. ამდენად სამომავლო ერთობლივი თანაცხოვრების გარკვევის შესაძლებლობაც უცდომლად დადგინდება.


  მსგავს საუბრებში აუცილებელია ნათლად დაზუსტდეს შემდეგი საკითხები: ოჯახის წარმართვაში თითოეული მათგანის როლი, ცხოვრების მოტივი თუ ფუფუნებით ხასიათის მიმდევრობა და შესაძლებლობა, თავსაბურავის ტარებასთან დაკავშირებული შეხედულებები, ნათესავებთან მიმოსვლის საკითხები, თაობის გაგრძელება თუ ქალის სამსახურში დასაქმების საკითხები, აზრთა სხვადასხვაობისას პრობლემის გადაწყვეტის როლი; ქორწილის რიტუალის ჩატარების სახეობა (მარტივად თუ ფუფუნებით).

   ჩამოთვლილ საკითხთა გარდა ორივე მხრისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები უნდა დაზუსტდეს.


  მხარეებმა თავიანთი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები სრულიად უნდა აცნობონ ერთმანეთს არ უნდა დაუმალონ. რა თქმა უნდა არსებობს უმნიშვნელო პრობლემები, რომლის გამჟღავნებაც აუცილებელი არ არის. ამგვარად კარგად გაცნობილებს მომავალ თანაცხოვრებაში ნაკლები სირთულეები ექნებათ.


 ზოგი ოჯახები ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით საქორწინოდ შეთანხმებულნი დროებითი თანაცხოვრების დროს განსაზღვრავენ ხოლმე, რომ ვარაუდების სინამდვილეში დარწმუნდნენ. საცდელი დროის გავლის შემდეგ ისინი უკვე ზიარ ოჯახურ თანაყოფას შეუდგებიან.


მეუღლის შერჩევისას აჩქარება არ ეგების


 მეუღლის შერჩევისას გათვალისწინებულ სირთულეებს რომ არ შეეჩეხოთ, საჭიროა, რომ აუჩქარებლად ვიმოქმედოთ.


   მეუღლის შერჩევისას სუსტი სქესის წარმომადგენლებს მართებთ უფრო ყურადღებიანნი იყვნენ. ისლამური რელიგია კაცებთან ურთიერთობაში გამოუცდელ ქალიშვილებს ურჩევს, დაქორწინებამდე ოჯახის უფროსს ანუ მამას დაეკითხონ რჩევა. რა თქმა უნდა გასათხოვარის სურვილის საწინააღმდეგოდაც არ შეიძლება გათხოვება. ოჯახის შექმნას ორივე მხარის თანხმობა უნდა უძღოდეს. ნების საწინააღმდეგო ქორწინებები ხშირად ცუდი შედეგით ბოლოვდება. გამოკვლევები გვიჩვენებენ რომ ნების საწინააღმდეგო ძალდატანებითი ქორწინება ქალების შემთხვევაში თითქმის ორჯერ მეტია კაცებისაზე.


  ყურადღება და სიფხიზლე საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობებია. ცნობილია, რომ ჩაკეტილ გარემოში გაზრდილი, საზოგადოებრივ მოვლენებში და ვითარებებში გამოუცდელი ქალიშვილები მეუღლის შერჩევისას გულუბრყვილო ნაბიჯებს დგამენ. გულ-გონებით წმინდა ქალიშვილები მეუღლის შერჩევისას აუცილებლად უნდა დაეყრდნონ გამოცდილ ახლობლებს და ოჯახის წევრებს. ამ საკითხისადმი გულუბრყვილო დამოკიდებულება კარგის მომასწავებელი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ისლამში ყურადღება და სიფხიზლე უმთავრეს საკითხებად არის განხილული. მორწმუნე ადამიანები სიცრუის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ, ნეტარი წინასწარმეტყველი გვირჩევდა: “ღვთის მოშიში სიაშკარავის პატრონია.”

მკითხაობა (ისთიხარა)


ზოგი პირი და ოჯახი აქაოდა სწორი გზის გასარკვევად მკითხავებს ან მკითხაობას მიმართავენ ხოლმე, მაგრამ რადგანაც მკითხაობის წესებში სწორ სარგებლობას ვერ ახერხებენ, ხშირად უადგილოდაც მიმართავენ ხოლმე. გასაგებია, რომ მკითხაობა ვერ და არ უნდა ცვლიდეს ადამიანურ გონიერებას, გამოცდილებას, ნებისმიერი ადამიანი თუ საკუთარი გამოცდილება საკმარისი არ აღმოაჩნდა მაშინ სხვის გონივრულობას და გამოცდილებას უნდა მიმართოს, მაგრამ თუ პირმა თავისი პრობლემა მაინც ვერ მოაგვარა და ისევ გაურკვევლობის უსიამო შფოთში აღმოჩნდა, მაშინ მას შეუძლია მიმართოს ღმერთს და შესთხოვოს, რომ იგი ამ უსიამო გაურკვევლობიდან გამოიყვანოს, ამ თხოვნას “ისთიხარა” – ეწოდება. ვინც ისთიხარას მიმართავს იგი სრულიად დარწმუნებული უნდა იყოს ღვთის მადლსა და სასოზე ისთიხარა იგივე ლოცვაა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისთიხარა აუცილებლად გაამართლებს მლოცველის თხოვნას. ამის შესახებ ერთ-ერთ მეცნიერს უთქვამს: “ისთიხარა აუცილებლობას არ მოაქვს” –ო.

მეუღლეობის საკითხში საჭირო ცნობების მოუძიებლად ისთიხარისთვის მიმართვა ისლამურ საზომებს არ ეთანხმება.

ქორწინებისათვის მზადების პერიოდში უადგილო ხარჯები


 ქორწინებისთვის მზადების პერიოდში ქორწილის ფუფუნებით ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები, ქორწინებისთვის მზადებისას ურთულესი საკითხები ქორწილის ფუფუნებით ჩატარების სურვილის შედეგად ჩნდება. ზოგჯერ უმნიშვნელო საკითხებს ისეთი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ის უმთავრესი რასაც ოჯახის მომავლის გათვალისწინება ჰქვია, სრულიად უყურადღებოდ რჩება. ძვირად ღირებული რიტუალები, სულისშემხუთველი წეს-ჩვეულებები, მოდური სიახლეები ახლადდაქორწინებულთათვის და მათი ახლადშექმნილი ოჯახისათვის შემაძრწუნებელ რეალობად იქცევა.

  ისლამის წინასწარმეტყველის ცხოვრების გზა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მარტივად აღნიშნა მან თავისი ქორწინება, რითაც შემდგომ დაქორწინებულებს ოჯახის შექმნა ბევრად გაუადვილა.


  ვითარება ბევრად სავალალოა ჩვენს დროში, როცა საცოლე და გასათხოვარ ახალგაზრდებს მისი გადალახვის შინაგანი გამბედაობა უსუსტებათ. თუმცა გონიერი და შეგნებული ოჯახები ახერხებენ ამ მოდურობისაგან თავის დაღწევას, ქორწინებებს მარტივი და აუცილებელი რიტუალებით ახორციელებენ.


  ქორწინების უმთავრეს პრობლემატურ საკითხთაგანი მეჰრიიე (ჯვრისწერა) და მზითევია. მეჰრიიე ნეფის დედოფლისადმი გამჟღავნებული სიყვარული და თავაზიანობაა. ეს ტრადიცია ქალის ბუნებას სრულიად შეესაბამება, მაგრამ ამავე დროს აქ ანგარებიანობის მომენტი ხანდიხსან იმდენად თვალშისაცემი ხდება და ერთგვარ ვაჭრობად წარმოგვიდგება.


  ისლამური გადმოცემების თანახმად, ძვირიანი მზითევის და სხვა ეკონომიური პირობების გათვალისწინებით მეუღლეობაში შესული ქალი უნაყოფო და უბარაქოდ არის მიჩნეული (ვასაილუშ-შია, აზვაბულ-მუჰურ) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვერც ჯვრისწერის (ქებინ) და ვერც ძვირიანი მზითევის ფაქტორი განქორწინებას წინ ვერ უდგება. ოჯახის სიმტკიცის ბალავარი ოჯახის წევრთა შორის ურთიერთპატივისცემის, სიწრფელის და სანდოობის მომენტებია. ამიტომ ქორწინების ორივე მხარე მატერიალურ-რეალობას ყოვლად  სათუთად უნდა მოეპყრან, ზუსტ შესაბამისობაში უნდა გადაწყვიტონ მოდურობის ამბიცია, მომავალი ოჯახის მატერიალური  შესაძლებლობითაა.


 


ცოლ-ქმრობის უფლება-მოვალეობების ცოდნის აუცილებლობა


 ახალგაზრდა მეოჯახეები კარგად უნდა ერკვეოდნენ ოჯახის როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ოჯრედის) არსის მნიშვნელობაში და ცნობდნენ ამ ორგანიზაციის ერთგვარი ფორმით წარმართვის აუცილებლობას. ოჯახს ამ ფორმის საფუძვლიანი ათვისება და მათვე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება მართებს. ხშირად ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ოჯახი მარტივი რამ გახლავთ და მის არსში ჩაწვდომით თავის შეწუხებას გაურბიან, რაც შემდგომ მათ ზოგჯერ გადაულახავი სირთულეების წინაშე აღმოაჩენს ხოლმე. როგორც წესი ყოველ ოჯახში გამოურჩევლად ერთ-ერთი წესი და ჩვეულება დომინირებს და გამოურჩევლად ერთ იდეას მიმართავენ მისი წევრები. ბუნებრივია რომ შვილებიც შესაბამისად ამ ფორმის, ამ იდეის ზეგავლენის ქვეშ აღიზრდებიან. ზოგ ოჯახებში მამაკაცის, ზოგ ოჯახებში კი ქალის წარმმართველი ძალა მოქმედებს. შვილებიც შემდგომ საკუთარ ოჯახებში სწორედ ამ მეთოდს (ოჯახის წარმართვის ფორმას) მიმართავენ ხოლმე.


  ქორწინებამდე ახალგაზრდების მიერ მეუღლეობის უფლება-მოვალეობათა ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს ფრიად საყურადღებო საკითხი ჯეროვნად ვერ გაუსიგრძეგანებიათ. ტრადიცია, რომელიც ახალგაზრდობას სამომავლოდ შეამზადებს ჯერ ვერ არის ჩამოყალიბებული. არადა ასეთი შემზადებისათვის სათანადო ცოდნით აღჭურვილობას მრავალი საოჯახო უსიამოვნების თავიდან აცილება შეიძლება მოჰყვეს.

   მეუღლეობისადმი სერიოზული დამოკიდებულების აუცილებლობა


 ოჯახური მოვალეობის პრაქტიკულ დაკისრებამდე ახალგაზრდებმა შემდეგი რამ აუცილებლად უნდა დაიცვან. ქმრის ცოლის მოვალეობის შესრულება, პარტნიორტან სრული შეთანხმებულობის მიღწევა და ოჯახში სასიამოვნო  და სახალისო გარემოების შექმნა. ოჯახურ უღელში შებმის შემდეგ კაციც და ქალიც თავს ოჯახის სრულყოფილ წევრებად უნდა მიიჩნევდნენ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ და ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნავდნენ. ოჯახის სიმშვიდის და დადგენილი უფლებების დამარღვეველი ნებისმიერი საქმიანობა ან ქმედება ცოლისგანაც და ქმრისგანაც  დაუყოვნებლივ უნდა უარყოფილ იქნას ოჯახის მომავლისთვის სასარგებლო აზრს პატივისცემით უნდა მოეპყრან. ამ თქვენს საზიარო ოჯახში უსათუოდ შექმნის საამურ ატმოსფეროს, თანაგრძნობით უნდა მოეპყრან ერთი-მეორის სულიერ სიმშვიდეს და ოჯახის სასიცოცხლო ინტერესები მეორეხარისხოვან პრობლემებს არ უნდა ანაცვლონ.


   მატერიალურ და არც ისე იშვიათად, სულიერ საფუძველზე უთანხმოება ცოლ-ქმარს შორის ხშირია. აქ ორივე მხარეს მართებს მოუხმონ უკიდურეს გონიერებას, სულიერ სიწმინდეს და სიწრფელეს.

          .

 

მუჰამედ ალი სადათი