Ən son

ლოცვა მომიძღვენით, რომ შევისმინო და აგისრულოთ!

06 Sentyabr 2010 - 20:41

უფალი ღმერთი ყურანში ბრძანებს: -“უფალი მოგიწოდებთ: “ლოცვა მომიძღვენით, რომ შევისმინო და აგისრულოთ” (შემეხმიანეთ, ჩემს მსახურებას თავის ქედმაღლობაში ვინც ვერ დაიტევს ჯოჯოხეთში უკანასკნელი უღირსივით შევა! (ს. მუმინინ, აია.60).


  ლოცვა: დახმარების თხოვნას, შეწევნის თხოვნას ნიშნავს. რწმენით დაკავშირებულ ზე არსებისაგან რაღაცის თხოვნას ლოცვა ჰქვია. ერთ სიბრტყეზე მყოფთაგან ერთის მიერ მეორისაგან რაღაცის თხოვნას კი ბრძანება ჰქვია.


  რელიგიური მნიშვნელობით ლოცვა: ღვთის მონის თავისი უფლისადმი წრფელი და ერთგული მსახურების საფასურად რაიმეს თხოვნის მიზნით ხელების ღვთისკენ გაწოდება.


  ლოცვა ღმერთს და ადამიანს შორის ურთიერთობის გზაა. ღმერთთან დამოკიდებულებაში ყოფნა კი ადამიანის ბუნებაში ძევს, მისი გაჩენის არსშია დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, ადამიანები ხშირად სიძნელეებში აღმოჩენის დროს მიმართავენ უფალს.  სიძნელეებიდან თავის დაღწევის შემდეგ ისევ მიივიწყებენ ლოცვას და მეორე საშიშროებასთან პირისპირ აღმოჩენამდე აღარ ახსენდებათ. ზოგი ლოცვას ტრადიციულ ზნე ჩვევად მიიჩნევს ასეთი გაგება საფუძველშივე დიდი შეცდომაა. ღმერთი – ბრძანებს: “თუ არ ლოცულობთ თქვენ უფლის წინაშე რაოდენ დაფასდებით?” (ს. “ფურგან” აუა 77) თითქოს მხოლოდ ჭირში მყოფთ უფრო უნდა ახსოვდეს უფალი და უზრუნველი – არა ესეც შეცდომაა. იმამი ალი გვასწავლის: “უბედურების ტალღები ლოცვით უნდა ავიცილოთ” (ბიჰრულ ანვარ, 301 გვ.) ერთ-ერთ ჰადისში წინასწარმეტყველი გვბრძანებს: “ლოცვა ღვთის მოშიშის იარაღი, რელიგიის საყრდენი სვეტი, ცათა და მიწათა მადლია...“ (ალ-ქაფი მეორე ტომი გვ. 300. ჰად.37).

  ლოცვის პირობანი: იმისათვის, რომ ლოცვა უფლის წინაშე შესმენილ იქნას და სასურველი შედეგით დაგვირგვინდეს აღვნიშნავთ რამდენიმე პირობას.


1.    “იხლას” (ერთგულება). მლოცველი ლოცვისას მხოლოდ უფალს უნდა მიმართავდეს და მას სთხოვდეს შემწეობას და მტკიცედ უნდა სჯეროდეს, რომ უფალი შეისმენს და დაეხმარება. სრული სიწრფელით არავითარი ორპირობით ღმერთისთვის შეხმიანება და ცოდნა იმისა, რომ ღმერთს ძალუძს აღასრულოს მისი თხოვნა ან არ აღასრულოს.


  ამირალ-მომინი ბრძანებს: “უფლისგან საჭიროების თხოვნისას წრფელი სურვილით ითხოვე, რადგან გაღებაც და უარიც მის ხელშია.” ზოგიერთი ადამიანი უფალსაც მიმართავს ერთდროულად სხვა პიროვნების იმედითაც რჩება. რა თქმა უნდა სხვა ადამიანები მიზეზებით გადმოდგებიან, მაგრამ მათი მიზეზებიც ისევ ღვთის ნებით არის შესაძლებელი, ლოცვისას ადამიანი უფალს ისე უნდა მიებას, თითქოს მოწყვეტილია ყველაფერს და მხოლოდ ღვთის მადლში სუფევდეს.


2.    ლოცვის დასაწყისში ღვთის სადიდებელი და ხოტბა წარმოთქვი, წინასწარმეტყველი ახსენე. ლოცვის დაწყების წინ, რათა მისი თხოვნა შესმენილ და აღსრულებულ იქნას, კარგი იქნება თუკი უფალს ყველა საბოძვარისთვის მადლობას ეტყვის. სიკეთის საზღაურად მადლიერების გამოხატვა უპირველესი ზნეობრივი მომენტია. იმამი ალი ბრძანებს: “ყოველთვის როცა უფალს რამეს შესთხოვდე ჯერ უფლის მოციქული მოიხსენიე და მადლი შესწირე, შემდგომ ღმერთს სათხოვარი შესთხოვე. შეუძლებელია, რომ ღმერთი ორი საჭიროებიდან ერთს შეისმენდეს და მეორეს – არა.” (“ნაჰჯულ-ბელაღე 361- სიბრძნე”). ე. ი. მოციქულისთვის მადლის შეწირვის შემდგომ ღმერთი საჭიროების თხოვნას აუცილებლად აღასრულებს. ანუ პირველი თხოვნისას უფალი მოციქულისათვის აღვლენილ მადლს მასვე განაკუთვნებს და შემდგომს – მლოცველის სურვილს თავადვე შეისმენს და აღასრულებს.

3.  მიზნის მიღწევისათვის მცდელობის არ დაკლება თხოვნის აღსრულების კიდევ ერთი პირობათაგანია. მლოცველი არ უნდა ადუნებდეს თავის ძალისხმევას, მაქსიმალურად იყენებდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ღვთიური შეწევნა სულაც არ გულისხმობს მლოცველის პასიურობას. სნეულების განსაკურნავად ექიმის რჩევების აუცილებლობის მსგავსად მლოცველის თხოვნის საყრდენი საქმე და მცდელობაა. იმამი ალი ბრძანებს: “ლოცვა საქმის გარეშე იგივეა, რაც ისრისა და მშვილდის უქონლად ნიშანზე დამიზნება: (“ნაჰჯულ-ბელაღე 337- სიბრძნე”). მისაღები გამოცდების ჩაბარების სურვილის მქონე აბიტურიენტი თუ არ მოემზადება და მხოლოდ ლოცვის ძალით დააპირებს ჩარიცხვას, ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, არც მხოლოდ საკუთარ თავზე დაიმედებული სიამაყე ივარგებს. ღვთის უამრავი დაბრკოლების გადალახვისათვის საჭირო შინაგან ზომიერებას წარმოაჩენს.


4.  ლოცვის აღსრულებაზე ზე მმოქმედი მიზეზებიდან ერთ-ერთი ღვთისნიერობაა (თაკვა) – ანუ ღვთისმოშიში და აკრძალულისგან თავშეკავებული. იმამი ალის მუჰამად იბნ აბუ ბეკურუსადმი მიწერილ წერილში ნათქვამია: “ღვთისნიერი ადამიანის ლოცვა ღვთის წინაშე არასდროს უარიყოფა და მათთვის განკუთვნილი საიქიო სიკეთე ოდნავადაც არ მოიკლებს” (“ნაჰჯულ-ბელაღე 27-ე წერილი). ე.ი. ღვთისნიერი კაცის ლოცვა ყოველთვის აღსრულებადია, რადგან ღმერთი დააფასებს მათ შეუდრეკელ და წრფელ მორჩილებას. ძნელბედობაში კაცს შეუძლია მიმართოს წმინდა და ღვთისნიერს, თუკი იგი თავის თავში ღვთის წინაშე შესმენილ იქნეს.


5.  სათანადო დრო და სივრცე. წმინდა სივრცეებში და დროებში ლოცვების აღსრულებას უპირატესობები ახლავს. ხუთშაბათი და პარასკევი, ყადრის ღამე, მაბასის ღამე.  აუცილებელი ნამაზების შემდგომ, წვიმიან ამინდში, არაფათზე (მთა), მეშერულ-ბარამში (მეჩეთი), იმამი ჰუსეინის მეჩეთში, ქააბას სახლში ლოცვებს გასნსაკუთრებული სიძლიერე ენიჭება.


6.  ლოცვის უწყვეტობა. ღვთის შეწევნას დანატრებული მორწმუნე ნებისმიერ ცხოვრებისეულ მომენტში და სულიერ განწყობაში უნდა აღავლენდეს ლოცვას, ღმერთს არ უნდა ივიწყებდეს. იმამი ალის ამ ბრწყინვალე გამოთქმას მიაქციეთ ყურადღება: “მათ ვინც გასაჭირში ღმერთს შემწეობას სთხოვს, ხოლო ლხინში კი განუდგება მას, არ მიბაძოთ.” (“ნაჰჯულ-ბელაღე 150-ე სიბრძნე). განცხრომაში მყოფიც ჭირში მყოფით მუდამ დაუცხრომელად უნდა ლოცულობდეს.


7.  თავაზიანობა, უღირსობის და ჩადენილ ცოდვათა გამო სინდისის ქენჯნა ლოცვის აღსრულებას დიდად უწყობს ხელს.


8.  ღვთის წინაშე ლოცვის მიღების რწმენა და უსასოობისგან თავის დაღწევა. იმამი ალი ბრძანებს: “იცოდე, რომ ცათა და ქვეყანათა უფალმა შენ ლოცვა გირჩია და მისი აღსრულების გარანტიას თავადვე იძლევა. შენ მოგიწოდა, რომ სთხოვო, რათა მოგეცეს. (ლოცვის პასუხის მიმართ ნებისყოფით იყავი). თხოვნის უპასუხოდ დარჩენის შემთხვევაში უსასოობაში ნუ ჩავარდები. ხანდისხან პასუხი  გვიანდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ შენთვის პასუხის დაგვიანებით, შენ გარკვეულ დროს ერთიათად გაჯილდოვებს”

ლოცვის პასუხის აღსრულების დაგვიანების ან საერთოდ უპასუხოდ დატოვების საიდუმლოება ჩვენთვის დაფარულად რჩება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კაცის მიერ ჩადენილი ზოგი ცოდვა ლოცვის შესმენაში ერთგვარ დაბრკოლებას ქმნის. ამირადმომინი ბრძანებს: “საღვთო ლოცვის დამაბრკოლებელი ცოდვები მომიტევე ღმერთო!” ხანდისხან ლოცვა აღისრულება მაგრამ გვიან, ამის მიზეზი შეიძლება თავად ლოცვაში იყოს, ან მლოცველში, ან გარემოში სადაც იკვებება. უღირსი მეგობრებიც ჩვენი სათხოვარის აღსრულებას უარყოფით გავლენას ახდენენ. იმამი ალი ბრძანებს: “ლოცვის აღსრულების შეყოვნება უსასოს ნუ გაგვხდის, რადგან ბოძებული ნიჭი სურვილის ხარისხზეა დამოკიდებული, შეიძლება, რომ ჯილდოს მონიჭება იყოს, შეიძლება შენ გინდოდეს ერთი რაღაც, მაგრამ ქვეყნად და მარადიულობაში შენთვის უფრო დიდი წახალისება არის გათვალისწინებული და იქნებ შენი სათხოვარის უპასუხოდ დატოვება სულაც საჭირო იყოს შენთვის. იქნებ მრავალი შენი სურვილთაგან სულაც შენი რწმენის დათრგუნვას მოემსახუროს.” (“ნაჰჯულ-ბელაღე წერილი 31-ე”).


 ღმერთმა იცის კაცის სიკეთენიც და უკეთურებანიც, ამიტომ ხანდისხან განზრახ გადადებს სათხოვრის აღსრულებას, რომ მთხოვნელმა უფრო შემართებით მიმართოს ღმერთს და სათხოვრის არსით აინთოს. პასუხის შეყოვნების გამო ღმერთის მოწყალებას ზურგი არ უქციოს. ჩვენი მოვალეობა დაუცხრომელი ლოცვაა. უფალმა უკეთ იცის ჩვენი ბედნიერების საფუძვლად რა უფრო იქნება გამოსადეგი.


 


ლოცვის აღსრულებაში ხელისშემშლელი გარემოებანი


  ლოცვა და ღვთის განდიდება ისლამური საზოგადოების მადლშემოსილობის უპირველესი ფაქტორთაგანია. ლოცვა ხელს უწყობს საზოგადოებას მუდამ ხალისიანად, იმედმიცემით და მხიარულ მდგომარეობას. ქვემოთ გავეცნოთ ლოცვის ღვთის წინაშე შესასმენის დამაბრკოლებელი გარემოებანი:


იმამი სადიკი ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს: “Oოთხგვარი მთხოვნელის ლოცვა არ აღისრულება.


1.   თავის საცხოვრისში გამოკეტილი ერთბაშად რომ გაიძახის 

“ღმერთო მიბოძე ბარაქა და მადლი” ღმერთი ასეთს პასუხობს: მე შენ გარჯა არ გიბრძანე?


2.  მაწყევარი ცოლის მყოლი კაცის ლოცვა. ღმერთი ბრძანებს: “მისი (ცოლის) მართვა შენთვის არ დამიქვემდებარებია?


3.  ქონების უსარგებლოდ გამფანტველის, რომელიც ღმერთს “ღმერთო ბარაქა მიბოძე”-ო მიმართავს. (ღმერთი) მას პასუხობს: “თქვენ ფულის ხარჯვისას შუა ზღვრის დაცვა არ გიბრძანეთ?”


4.  გამსესხებლის ლოცვა, რომელმაც მოწმის გარეშე გაასესხა და შემდეგ მსეხხებელმა ნასესხები ქონება უარყო. ღმერთი ბრძანებს: “გასესხებისას მოწმის თანდასწრება არ გიბრძანე?”


ერთ წმინდანს ჰკითხეს: ღმერთი გვირჩევს “მოითხოვეთ და მოგეცემათო”, მაშ ჩვენი თხოვნა რატომ არ აღსრულებულა? წმინდანმა უპასუხა: რადგან, თქვენმა გულმა ათგზის შესცოდაო.

 პირველი: თქვენ აღიარეთ ღმერთი, მაგრამ მისი მოთხოვნები ვერ შეასრულეთ. ე. ი. თქვენი ეს აღიარება უმაქნისი შეიქნა.


მეორე: წინასწამეტყველს ერწმუნეთ, მაგრამ შემდგომ მისი მოწოდებების საპირისპიროდ მოიქეცით


მესამე: თქვენ წარმოგზავნილი წიგნი წაიკითხეთ, “შევისმინეთ და ვეთაყვანეთო” –ბრძანეთ, მაგრამ საქმით არ მისდიეთ.


მეოთხე: ცეცხლს კი შეუშინდით, თუმცა ცოდვები მაინც ჩაიდინეთ და გეჰენიას მიუახლოვდით, სად გაქრა თქვენი შიში?!


მეხუთე: სამოთხეს ვნატრობთო თქვით, თუმცა ყოველი საქმიანობით უფრო და უფრო დაშორდით მას. ეს რანაირი გვარის ნატვრაა.


მეექვსე: უფლის ბოძებულობით ისარგებლეთ, მაგრამ მადლიერნი არ დარჩით.


მეშვიდე: უფალმა სატანასთან სამტროდ მოგიწოდათ “ჭეშმარიტად სატანა თქვენი მტერია, მაშ თქვენც ემტერეთ მას.” თქვენ სიტყვით მას მტრობა გამოუცხადეთ, მაგრამ საქმით მასთან დამეგობრების გეგმები მოხაზეთ.


მერვე: თქვენ მხოლოდ სხვის ხინჯებს ამჩნევდით და განიკითხავდით თუმცა თავად უფრო იყავით განკითხვის ღირსი.


მეცხრე: სიკვდილს (მის ჭეშმარიტებას) აღიარებთ, მაგრამ მისთვის კი არ ემზადებით.


მეათე: საკუთარ მკვდრებს მარხავთ, მაგრამ მათ მაგალითს არ იღებთ.


 ამგვარად, თქვენი რომელი თხოვნა უნდა აღისრულოს?! თქვენ ხომ ლოცვის აღსრულების შესაძლო კარი მტკიცედ ჩარაზეთ?


როცა მლოცველი უფალს ლოცვას უძღვნის და თხოვნა არ შეისმინება ან შეყოვნდება, ეშმაკი მაშინვე შეეცდება კაცის გულში ღმერთის საწინააღმდეგო ზრახვები ჩაუნერგოს, მაგრამ თუ მლოცველი ლოცვას არ შეწყვეტს და ამით სატანასაც დაამწუხრებს, უფალს ეს მოეწონება, რადგან სატანასთან ბრძოლა უდიდეს ღვთისმსახურებად ითვლება.


 

იმანი