Ən son

მუსლიმ მეცნიერთა 20 დიდი გამოგონება, რომლებმაც შეცვალა კაცობრიობის ყოფა (2-ნაწილი)

07 May 2013 - 10:08

ღერძული სისტემა: სწორი მიმართულების მოქმედების სხვა მიმართულებაზე გადამტანის სისტემა პირველად მუსლიმმა მეცნიერმა ალკიზირმა აღმოაჩინა. უნდა ითქვას, რომ შიდაწვის ძრავის გამოგონებამდე ყველანაირ მექანიკურ მოწყობილობას საფუძველი სწორედ ამ მეცნიერმა დაუდო.

 ტანსაცმელი: ტანსაცმლის ნაჭრის და სარჩულის მიწებების ტექნოლოგია პირველად შუა აღმოსავლეთში იქნა აღმოჩენილი.
გუმბათოვანი და სალტისებური ნაგებობეი:
გუმბათოვანი და სალტისებური ნაგებობები პირველად ისლამურ არქიტექტურაში გაჩნდა. ამგვარი არქიტექტურისათვის საჭირო მოწყობილობა მუსლიმ მეცნიერების საშუალებით შეიზიდა ევროპაში. ინგლისის მეფე ჰენრი მეხუთის სასახლის არქიტექტორი ერთ-ერთი მუსლიმი იყო.

ქირურგიული ხელსაწყოები:
დღეს-დღეობით მსოფლიოში გამოყენებული ქირურგიული ხელსაწყოების უკანასკნელი დიზაინი ამავიების წარმომადგენელ ალ ზეჰრავიეს ეკუთვნის. 200 ასეთი ხელსაწყო თანამედროვე მედიცინაში დღესაც გამოიყენება. ცხოველური ნაწლავებიდან დამზადებული ძაფებით შეკერილ ორგანოებში ამ ძაფების თავისით გაქრობაც ზეჰრავიეს აღმოჩენაა.

 ქარის წისქვილი:
 ქარის წისქვილი პირველად ირანში გამოიგონეს და შემდგომ არაბულ ქვეყნებში გავრცელდა. ევროპაში ასეთი წისქვილი მისი აღმოჩენიდან 500 წლის შემდეგ გაჩნდა.


 აცრა:
 პირველი აცრაც ისლამურ სამყაროში აღმოაჩინეს. 500 წლით ადრე ვიდრე ევროპაში ბავშვები წითელას საწინააღმდეგოდ აიცრებოდნენ ოსმალეთში ბავშვები უკვე იცრებოდნენ.

მელნიანი კალამი:
 პირველი მელნიანი კალამი 953 წელს ეგვიპტის სულთნის დაჟინებული მოთხოვნით, რომელსაც წერისას თითები მელნით ეთხუპნებოდა, გამოიგონეს.

ალგორითმი:
ალგორითმი და ტრიგონომეტრია ევროპაში ისლამური სამყაროდან შევიდა

ერთ ჭურჭელში სამგვარი საჭმელი:
ალი იბნ ნაფი ერაყიდან ესპანეთის კორდოვაში, რომ იმოგზაურა, ევროპა ერთ ჯამში სამგვარი საჭმლის კულტურას მაშინ გაეცნო. ნაფის მენიუში შედიოდა წვნიანი, შემდეგ თევზი და მას მოჰყვებოდა ხორცი. ამის შემდეგ ხილს გეახლებოდათ.  პირველი მინის ჭიქებიც ევროპაში ამ პერიოდში შევიდა.


iman.ge