20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (23-ნაწილი)
Cümə günü, 19.01.2018, 11:57am (GMT+4)

სასწაულებრივი შემწეობანი 
 
ამიტომ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ხელშეკრულების პირობებზე და ეს დანარჩენი თავკაცებისთვისაც ერჩიათ. ჰიშამ იბნ ომარი ზუჰეირ იბნ უმაიას ეწვია და უთხრა: "რამდენად მოსაწონია, რომ შენი ნათესავი ჰაშიმები ულუკმაპუროდ არიან დაგდებულნი, შენ კი მსუყე საჭმელებით ნებივრობო? ვფიცავ ღმერთს, რომ შენ აბუჯაჰლის ნათესავების მიმართ ასეთი დადგენილება რომ გამოგეტანა, ის ამას არ დათანხმდებოდა და უარს იტყოდა". ზუჰეირმა თქვა: "მე მარტო ხელშეკრულებას ვერ დავარღვევ, ერთი მომხრეც რომ გამომიჩნდეს, დავარღვევდი~.  ჰიშამმა თავის მომხრეობა შესთავაზა. და ახლა მუთი იბნ ადისაც ეწვია. "დარწმუნებული ვარ, არც შენ დათანხმდები აბდულმანაფის შვილების - ბენი-ჰაშიმის და ბენი-მეთალიბის ამ მდგომარეობაში ყოფნას". მუთიმ უთხრა: "მე ამ საქმეში უძლური ვარ". მაშინ ჰაშამმა მიუგო: "შენ ორი მომხრეც გეყოლება: ჩემი და ზუჰეირის სახით". მუთიმ უთხრა: "ის დანარჩენებიც უნდა ამოგვიდგნენ მხარში". ჰიშამმა ეს ჩანაფიქრი აბულბუხთარს და ზამაიასაც გაანდო და მომხრეობა შესთავაზა. ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ განთიადზე მეჩეთში შეკრებილიყვნენ. ყრილობა ზუჰეირის გამოსვლით დაიწყო: "მექელებო, ჩვენ აქ ფუფუნებაში ვნებივრობთ, ჰაშიმის შთამომავალნი კი შიმშილსა და სიცივეში იტანჯებიან. ნათესაური ურთიერთობის დამამახინჯებელი ეს ხელშეკრულება უსათუოდ უნდა გაუქმდეს. აბუჯაჰალმა თქვა: `ამ ხელშეკრულების გაუქმება არ შეიძლება". მაშინ ზამამ მიუგო: "ჩვენ თავიდანვე არ გვინდოდა ამ ტექსტის შედგენა". აბულ-ბუხთარამ ზამას სიტყვები დაადასტურა: "ჩვენ ამ ნაწერს ოფიციალურად არ ვცნობთ". მუთიმმა თქვა: "მართალია, არც მე ვცნობ ამ ხელშეკრულებას". მუთიმმა ეს თქვა, ადგა, შევიდა ტაძარში და ხელშეკრულების ტექსტის ჩამოხევა მოინდომა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ტექსტის ხელნაწერი ეგულებოდა, ნახა, რომ ტექსტი მთლიანად შეჭმულია ჩრჩილის მიერ, დარჩენილია მხოლოდ ის ადგილი, სადაც ღმერთის სახელია მოხსენიებული. ზოგიერთი მემატიანე აღნიშნავს, რომ წინასწარმეტყველს ეუწყა ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებული ამბები. მან აბუთალიბს ამცნო. აბუთალიბი და წინასწარმეტყველი თანმხლებლებთან ერთად დაუყოვნებლივ მოადგნენ ქააბას. ყურეიშელებიც სწრაფად გაჩნდნენ იქ, დაუწყეს დაკითხვა: "_ შენ ჯერ კიდევ არ გინდა ჩვენი ნათესაური ურთიერთობის აღდგენა და შენი ძმისწულის მფარველობისაგან ხელის აღება?~ აბუთალიბმა კითხვას ბრძანებით უპასუხა: "ხელშეკრულება მაჩვენეთ!" ყურეიშელებმა დაბეჭდილი ყუთი, რომელშიც ხელოშეკრულების ტექსტი იდო, გამოიტანეს, მაგრამ ჯერ არ გახსნეს. აბუთალიბმა ჰკითხა: "ეს ამ სამი წლის წინ დაწერილი ტექსტია. დიახო - უთხრეს. აბუთალიბი:"ვიღაცამ ხო არ გახსნა და არ შეეხო". არაო - უპასუხეს. აბუთალიბი: ჩემ ძმისწულს უფლისგან ეუწყა ერთი ამბავი. თუ მართალი გამოდგა მისი ნათქვამი, მაშინ მე გადმოგცემთ მუჰამედს და თქვენ მოკალით. ყურეიშელები დათანხმდნენ ამ პირობაზე. მაშინ აბუთალიბმა თქვა: "ჩემი ძმისწული მეუბნება, რომ ხელშეკრულების ტექსტი ჩრჩილმა შეჭამა". ყურეიშელებმა სწრაფად ახსნეს ბეჭედი და ნახეს, რომ სიტყვა "ღმერთის"გარდა ტექსტისგან არაფერია დარჩენილი, მაგრამ ყურეიშელებს განზრახვაზე (ხელშეკრულების პირობეზე) ხელი არ აუღიათ. აბუთალიბი და წინასწარმეტყველი იულებულნი გახდნენ, ისევ მთებს შეხიზნებოდნენ. მოციქულის საწინააღმდეგო ბრძოლები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენებით არ იფარგლებოდა. მტრები მუჰამედის პიროვნულ ღირსებასაც ეხებოდნენ და მისი სულიერად დათრგუნა სწადდათ. მაგ. ას იბნ ვაილი წინასწარმეტყველს უნაყოფოს უწოდებდა: "განეშორეთ მას, ის უნაყოფოა და სიკვდილის შემდეგ უშვილძიროდ გადაეგება ამ ქვეყნიდან". ამ ნათქვამის საპასუხოდ ასეთი გაცხადება გარდმოევლინა მუჰამედს: `ღმერთი მოციქულს მრავალ შვილს უბოძებს~ ("ქოვსარი").
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (22-ნაწილი) (22.12.2017)
ისლამის ისტორია (21-ნაწილი) (15.12.2017)
ისლამის ისტორია (20-ნაწილი) (08.12.2017)
ისლამის ისტორია (19-ნაწილი) (01.12.2017)
ისლამის ისტორია (18-ნაწილი) (10.11.2017)
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]