20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (22-ნაწილი)
Cümə günü, 22.12.2017, 10:17am (GMT+4)

ეკონომიკური ბლოკადა
 
ყურეიშელები ისლამის გავრცელებას ვერაფრით ეწინააღმდეგებოდნენ. შეიკრიბნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ბენი-ჰაშიმის გვარის საწინააღმდეგო ხელშეკრულება უნდა შეედგინათ, რაზეც ყურეიშის ყველა თავკაცი ხელს მოაწერდა. ხელშეკრულება ასეთი შინაარსის იყო: "არავის აქვს უფლება ბენი-ჰაშიმელებთან აღებ-მიცემობის (ვაჭრობის), ქალის გათხოვება-რძლის მოყვანის. მუჰამედის მოწინააღმდეგეებისთვის კი ყოველმხრივი დახმარების გაწევა ევალება ყველას". ხელშეკრულების ტექსტი მანასურ იბნ აქრამამ შეადგინა და მას ოთხოცმა კაცმა მოაწერა ხელი. ხემლმოწერილი ტექსტი ქააბას ტაძარში გამოკიდეს, ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა მხოლოდ ერთმა ყურეიშელმა თავკაცმა, სახელად მიუთინ იბნ ადიმ. მემატიანეთა ცნობით, ხელშეკრულება დაიწერა მუჰარემის თვის პირველში მუჰამედის წინასწარმეტყველის ღვთითშთაგონებულობის მეშვიდე წელს. ხელშეკრულების შესახებ აბუთალიბს რომ მოახსენეს, მან ასეთი შინაარსის ლექსი წარმოთქვა: "ნუთუ არ იცით, რომ მუჰამედი მუსას მსგავს წინასწარმეტყველად მიგვაჩნია და გვწამს. მით უფრო, რომ წინარე გარდმოვლენილ ღვთის წერილებში მისი წინასწარმეტყველება აღნიშნულია". ამ ნათქვამით აბუთალიბმა ისლამის რწმენა და მოციქულის მფარველობა გამოხატა. მართლაც მან სასწრაფო ზომები მიიღო, დაიბარა ახლობლები და მექასთან ახლოს მთებში გახიზვნა და ერთხანს იქ დაბინავება დაავალა. ამგვარი ქმედებით აბუთალიბმა ბენ-ჰაშიმელები ყურეიშელთა მოულოდნელი თავდასხმებისგან იხსნა. ბანაკის ოთხივე მხარეს გუშაგები გაამწესა, მუჰამედი კი ყოველ შუაღამეს სხვა ბინაში გადაჰყავდა, მის მაგიერ თავის ერთერთ ვაჟს აძინებდა. მოციქულის ნაცვლად წოლა ხშირად ალის უხდებოდა, რომელიც მუჰამედის მფარველობაში საოცარ ერთგულებას და თავდადებას იჩენდა. ამ ბლოკადამ სამ წელს გასტანა. ბენ-ჰაშიმელებმა დიდი სიძნელეები გამოიარეს, რადგან საკვები პროდუქტი ფაქტიურად არ მიეწოდებოდათ. ხანდახან დამშეული ჩვილების ღნავილი შორ მანძილზეც ისმოდა. თუმცა მუჰამედის სანდო პირების მეშვეობით ხორბლით დატვირთული აქლემების ფარულად შეყვანა ბანაკში მაინც ხერხდებოდა. ესენი იყვნენ წინასწარმეტყველის ჯერ კიდევ მოუქცეველი სიძე აბულ ასი და ხადიჯეს ძმისშვილი ჰაქიმ იბნ ჰიზამი.
 
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (21-ნაწილი) (15.12.2017)
ისლამის ისტორია (20-ნაწილი) (08.12.2017)
ისლამის ისტორია (19-ნაწილი) (01.12.2017)
ისლამის ისტორია (18-ნაწილი) (10.11.2017)
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]