20/02/2018 Ana səhifə Cavablar Linklər Bizim Haqqimizda Əlaqə
      [ Geniş Axtarış ]  
 
Dünya ədalət sorağında, ədalətsə Mehdi (ə) intizarındadır.
 
Bütün Məqalələr  
Quran
Xəbərlər
Əxlaq
Tarix
Bilirsinizmi?
Nübuvvət
İmamət
ქართულად
Ədəbiyyat
Əhkam
Ailə
Əqaid
Sual-cavab
Dualar
Dahilərimiz
Kitabxana
Maarif
İbadət
Hədis
İMAN jurnalı
::| Newsletter
Your Name:
Your Email:
 
 
ქართულად
 
ისლამის ისტორია (21-ნაწილი)
Cümə günü, 15.12.2017, 10:01am (GMT+4)

ყურანის მოსმენის აკრძალვა
 
ყურეიშთა წინასწარმეტყველის საწინააღმდეგო აგიტაციამ და გრძნეულებაში დადანაშაულებამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ყურეიშებმა გადაწყვიტეს, როგორმე ხელი შეეშალათ ყურანის აიების მოსმენისათვის, როგორც თავშეყრის ადგილებში, ისე ინდივიდუალურად დაინტერესებულთათვის. მექას სხვადასხვა კუთხეებში ჯაშუშები ჩააყენეს, რომ სამლოცველოდ მოსულები და მუჰამედის ნახვის მსურველნი ნებით თუ ძალით უკან გაებრუნებინათ. ყურანი ყურეიშთა ასეთი მცდელობის თაობაზე ამბობს: "ურწმუნოები მოუწოდებდნენ: აიები არ მოესმინათ, გაგონებისთანავე ხმაური აეტეხათ. იქნებ ამგვარად დათრგუნულიყო მტერი" ("ფუსილათ", 26-ე აიე). მაგრამ აღნიშნული საშუალებებით ისლამით დაინტერესებულთა შეჩერება ვერ ხერხდებოდა. ყურანის აიების გაგონებისთანავე მლოცველნი სულიერ ნუგეშს მიეცემოდნენ, თითოეული სიტყვის მიმზიდველობა მათ გრძნობა-გონებას მალამოდ ეცხებოდა. ამ ვითარებას აშკარად ხედავდნენ ყურეიშელები და გრძნობდნენ, რომ ყოველი მლოცველი ძალიან ადვილად შეიძლებოდა მოქცეულიყო მუსლიმანთა ქადაგებების ზეგავლენაში. ყურეიშელებმა სხვა საშუალებას მიმართეს: თუფეილ იბნ ამირ დუსი დიდი პოეტი, მჭევრმეტყველი, ბრძენი და გონიერი ადამიანი იყო. წინასწარმეტყველთან შესახვედრად მექას გამოემართა. ყუერიშელებმა შეიტყვეს და მუჰამედთან მისი ურთიერთობის მოსალოდნელი შედეგების შეეშინდათ. დახვდნენ მას, წინასწარმეტყველის შესახებ მრავალი აუგის თქმის შემდეგ უთხრეს, რომ მუჰამედი მამა-პაპათა წესჩვეულებების საწინააღმდეგოდ იქცევა, მისი ნათქვამები არღვევს ჩვენს ტომობრივ ერთიანობას, ჯადოქრობისგან და გრძნეულობიდან მომდინარე მისი ყურანი მამას, ძმასა და ძმას, ცოლს და ქმარს შორის შუღლს ბადებს. რაც ჩვენს ტომს გადახდა მუჰამედის გამო, გირჩევთ, თქვენც არ იწვნიოთ. ნუ მიხვალ მის საზიაროდ და ნუ მოისმენ მას"-ო.  თუფეილი ასე მოგვითხრობს: `ვფიცავ ღმერთს, რომ ყურეიშთა თავკაცებმა მართლა გადამიბირეს და მუჰამედთან უშუალო შეხების და მისი მოსმენის სურვილი მომისპეს. ქააბაში მოსალოცად რომ შევედი, ყურები ბამბით მქონდა დაცობილი. ჩემდა უნებურად წმინდა მოციქულისაკენ გამექცა მზერა, ის ნამაზს ასრულებდა. მასთან ახლო დგომის მოუთოკავმა გრძნობამ შემიპყრო. მივედი და ახლო დავუდექი. გავიფიქრე: "რაოდენ უგუნური ვარ, სხვების რჩევით რომ მასთან შეხვედრას და საუბარს გავურბივარ. მოვუსმენ და თავად განვსჯი მისი ნათქვამის მნიშვნელობას".  ამ განზრახვით ერთხანს შევყოვნდი მის სიახლოვეს. წინასწარმეტყველმა აღასრულა ნამაზი და სახლისაკენ გაემართა. მე მივდიე მას. მის სახლს რომ გავუსწორდით, მან შემიპატიჟა, თავის გვერდით მიმიჩინა დასაჯდომი ადგილი. მე დაწვრილებით მოვუყევი ყურეიშელთაგან ხდომილი და დავსძინე, რომ "ღმერთმა ინება შენთან უშუალო შეხვედრა და საუბარი ყოველი შენი სიტყვის სიკეთისა და მადლის შემეცნება. ეხლა გთხოვ, ამიხსნა შენი რწმენის ჭეშმარიტებანი". მოციქულმა ყურანიდან რამდენიმე აიე წამიკითხა და ჩემთვის ამ რწმენის არსი ნათელი გახდა". თუფეილი შემდეგ დასძენს: "ვფიცავ ღმერთს, მე ასეთი წრფელი სიტყვა და მტკიცე აღსარება ჯერ არ გამეგონა, არ მომესმინა. დამოწმების სიტყვა და მტკიცე აღსარება აღვუთქვი წინასწარმეტყველს, რომ ტომში, რომლის თავკაცად ვითვლები, აუცილებლად ვიქადაგებ ისლამს. წინასწარმეტყველს ვთხოვე, ამ საქმეში ღმერთს ჩემი შემწეობა ევედროს~.  თუფეილი დაბრუნდა თავის ტომში და ისლამის რწმენის ქადაგებას მოჰყვა. ხებარის ბრძოლაში მუსლიმათა გამარჯვების შემდეგ წინასწარმეტყველმა თუფეილს ბრძოლაში მოხელთებული ქონების ერთი ნაწილი უსაჩუქრა. აშამ, ისლამამდელი არაბების დიდმა პოეტმა, თავის ერთერთ დიდ ლექსში ისლამური მიმდევრების რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი ჩართო. მას წინასწარმეტყველი უშუალოდ არ ეხილა და არ მოუსმენია. მხოლოდ გაგონილით იხელმძღვანელა. აშა მექას გამოემგზავრა, იმ მიზნით, რომ შეხვდებოდა მუჰამედს და ისლამის აღსარებას გაიზიარებდა. გზად ყურეიშელები დახვდნენ, მისი განზრახვა რომ შეიტყვეს, იმდენი უჩიჩინეს, რომ წინასწარმეტყველთან შეხვედრას და საუბარს აარიდეს. აშა ხელცარიელი გაბრუნდა თავის ტომში. მეორე წელს მტკიცედ გადაწყვიტა მექაში ჩასვლა, მაგრამ სიკვდილმა არ აცალა. ნეჯრასა და აბისინიის ქრისტიანებისაგან შემდგარი ოცკაციანი ჯგუფი გამოემგზავრა მექას, რომ ისლამის შესახებ წინასწარმეტყველისაგან უშუალოდ შეეტყოთ. მოციქული მეჩეთში იხილეს, გარშემო შემოუსხდნენ და საუბარს მოყვნენ. საუბარში მუჰამედმა ყურანიდან აიები წაუკითხა. აიების მოსმენისას აბისინიელებს უნებლიედ ცრემლები წასკდათ. ისინი მიხვდნენ, რომ სახარებაში ნაწინასწარმეტყველები მოციქული ყველა ნიშნით ემთხვევა მუჰამედის წინასწარმეტყველურ ნიშნებს. მოციქულისგან გაბრუნებულებს გზად აბუჯაჰლი დაუხვდათ; მან ასე მიმართა: "რა უმეცრები ხართ, თქვენმა ხალხმა მუჰამედის რწმენის შესახებ ცოდნის შესაგროვებლად მოგავლინათ, თქვენ კი თქვენი რწმენა დაივიწყეთ და მუჰამედის რწმენის მტკიცებას მოჰყევით". აბისინიელებმა უპასუხეს: "ჩვენ თქვენთან არავითარი საკამათო არ გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენს რწმენაში ვართ, თქვენ კი - თქვენს რწმენაში, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენთვის საბედნიეროს ხელს ვერ ვკრავთ" ("ყისას": 52-ე).
iman.ge


Rating (Votes: )   
    Comments (0)        Dosta deyin        Çap


Other Articles:
ისლამის ისტორია (20-ნაწილი) (08.12.2017)
ისლამის ისტორია (19-ნაწილი) (01.12.2017)
ისლამის ისტორია (18-ნაწილი) (10.11.2017)
ისლამის ისტორია (17-ნაწილი) (03.11.2017)
ისლამის ისტორია (16-ნაწილი) (20.10.2017)
ისლამის ისტორია (15-ნაწილი) (12.10.2017)
ისლამის ისტორია (14-ნაწილი) (26.09.2017)
ისლამის ისტორია (13-ნაწილი) (15.09.2017)
ისლამის ისტორია (12-ნაწილი) (06.09.2017)
ისლამის ისტორია (11-ნაწილი) (16.08.2017)



 
::| Son Yeniliklər
::| Events
Fevral 2018  
Bz Bz er Çər ax Çər Cm ax Cm Şn
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      
 

  Powered by iman Copyright © 2009 All rights reserved.
[Səhifənin Əvvəlinə]